გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები თაფლზე.

b33a366b961d

მცირე ისტორია : თაფლის გემო ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნით ადრე გაიგეს ვიდრე შაქარისა (ქვის ხანაში),ჩვენი წინაპრები წაბლის ხეებს სათუთად უვლიდენ რადგან იქ ფუტკრები სკას იკეთებდენ და თაფლს აკეთებდენ რათქმაუნდა.

ეხლა კი თაფლის სარგებლობაზე…

1) ფუტკრის თაფლი თავისი ანტიბაქტერიული და ანთება საწინააღმდეგო თვისებების გამო კარგია ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას. თაფლი შეიცავს ვიტამინებს, შაქარს, მინერალურ ნივთიერებებს და სხვადასხვა ფერმენტებს. ამის გამო თაფლი ორგანიზმს აძლიერებს და უადვილებს დაავადებასთან ბრძოლას.
2) ფუტკრის თაფლი კანს არბილებს, რაც მკურნალობს კანის სიმშრალეს და აქერცლილობას. ასევე მატონიზირებელი ეფექტი აქვს კანზე.
3) თაფლი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების ფროფილაქტიკისათვის მაგალითად : ფილტვების ტუბერკულოზის დროს, უძილობის დროს, ორგანიზმის გამოფიტულობის დროს, თავის ტკივილის დროს, კუჭის წყლულებისა და სხვა დაავადებების დროს…
4) თაფლი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რაც მის მნიშვნელობას, როგორც სამკურნალოს, დიდად ზრდის.
5) თაფლი საუკეთესო საშუალებაა ენერგიის ასამაღლებლად, თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს.

დაავადებების მკურნალობის დროს თაფლის მიღება უმჯობესია წყალში გახსნილი სახით, რადგან თაფლი სისხლში და უჯრედებში ასე უფრო ადვილად და სწრაფად აღწევს.

ნატურალური თაფლი ძალიან სწრაფად აითვისება ორგანიზმის მიერ. თაფლის 98 % აითვისება ორგანიზმის მიერ, ამის გარდა ის აუმჯობესებს საკვების გადამუშავების პროცეს + თაფლის არომატული ნივთიერებები სხვადასხვა საკვებში შერევისას გემოს აუმჯობესებს.

რა ჯობია დილით ლიმონიან ჩაის და კარაქში არეულ ნატურალურ თაფლს, ყველაზე გემრიელი და სასარგებლო საკვებია, თან დილით ენერგიას შეგმატებთ დატვირთული დღისათვის.

4cb245833073

0d67b50da6df

062f24b6fedd
იმედია საინტერესო პოსტი იყო…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close