ეკრანიზაციები
ცნობილი ეკრანიზაციები. წიგნი თუ ფილმი?
10. ლუის კეროლის ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”-ს ყველაზე ცნობილი
ეკრანიზაცია 2010 წელს გამოვიდა ეკრანებზე. რეჯისორი ტიმ ბარტონი.
მე პირადად დასაწყისშივე არ მომეწონა და აღარ ვუყურე.
9.ნობოკოვის ”ლოლიტა”- ორი ეკრანიზაცია – 1.სტენლი კუბრიკის (1962) (სურათები არ მაქვს სამწუხაროდ)
და 2. ადრიან ლაინის ”ლოლიტა” (1997) ჯერემი აირონსისა და მელანი გრიფიტის მონაწილეობით.
პ.ს.მე ასეთი სიმპატიური არ წარმომედგინა ჰუმბერტი.
8. ტრუმენ კეპოტეს -”საუზმე ტიფანისთან”(1961) – რეჯისორი – ბლექ ედვარდსი , ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით. მე პირადად წიგნი მირჩევნია, თუმცა ოდრი ამ როლში ოდრის გარდა ვერავინ წარმომიდგენია.
პ.ს. საყვარელი წიგნია რა
7. ბულგაკოვის ” ოსტატი და მარგარიტა” ვლადიმირ ბორტკომ გადაიღო მინი სერიალი 2005 წელს, რომელშიც
ვოლანდის როლს ასრულებს ოლეგ ბასილაშვილი. ეს სერიალი რა თქმა უნდა თავად წიგნს ვერ შეედრება,
მაგრამ როგორც ამ რომანის ეკრანიზაცია საკმაოდ კარგი ნამუშევარია.
პ.ს. ვგიჯდები
6. ტოლსტოის ”ანა კარენინა”-ს რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს.
1. რეჯისორი – კლარენს ბრაუნი
ფილმი 1935 წელსაა გადაღებული, მთავარ როლს კი თავად გრეტა გარბო ასრულებს
2. 1948
რეჯისორი – ჯულიენ დიუვიე
როლებში – ვივიენ ლი, რალფ რიჩარდსონი
3. 1997. რეჯისორი – ბერნარდ როუსი, მთავარ როლში სოფი მარსო
4. აღმოჩენილია ”ანა კარენინა”-ს კიდევ ერთი ეკრანიზაცია, რომელიც 49 წელი არავის უნახავს
ფილმი 1961 წელსაა გადაღებული, გრაფ ვრონსკის როლს უცნობი ახალგაზრდა მსახიობი შონ კონერი
განასახიერებს, ანა კარენინას კი უკვე ცნობილი და წარმატებული მსახიობი კლერ ბლუმი(რამპის ჩირაღდნები)
5. მარიო პიუზოს ”ნათლიმამა”
ფრენსის ფორდ კოპოლას საკულტო ფილმი(1972) მარლონ ბრანდოსა და ალ პაჩინოს მონაწილეობით
4. ენტონი ბერჯესის ”მექანიკური ფორთოხალი”
რეჯისორი – სტენლი კუბრიკი (1971)
მე პირადად ფილმი მირჩევნია.(მიზეზებზე არ ვისაუბრებ :D)
3. შექსპირი ” რომეო და ჯულიეტა”
ზეფირელის ეკრანიზაცია (1968) და ბაზ ლურმანის (1996)
პ.ს. რატომღაც მგონია, რომ ფილმი უფრო მეტს აქვს ნანახი ვიდრე წიგნი წაკითხული
1968
1996
2. კენ კიზის ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”
მილოშ ფორმანის შედევრი (1975) ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით
პ.ს.ფილმი მართლაც შედევრია, სამწუხაროდ ეს წიგნი ვერ ჩავიგდე ხელში :(
1. ტომას მანის ”სიკვდილი ვენეციაში”
რეჯისორი – ლუკინო ვისკონტი (1971)
წიგნი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ფილმი… ეს საოცრებაა…