გართობაკულტურაუცნაური

დედის ძიებაში..

33 წლის მამაკაცი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ეძებდა თავის ბიოლოგიურ დედას, ალბათ ყველაფერს წარმოიდგენდა გარდა იმისა, რაც ნახა.. კანზასის შტატში 6 კვირიანი კვლევა–ძიების შემდეგ რიჩარდ ლორენსმა როგორც იქნა, გაარკვია რომ დედამისი იყო 62 წლის წვერებიანი ჰერმაფროდიტი ვივიან ვილერი. ვივიანიცა და დედამისიც (რიჩარდის ბებია) დაავადებულნი არიან ჰერმაფროდიტიზმითა (ორსქესიანობა) და მაქციის სინდრომით, რაც გამოიხატება სახეზე ჭარბთმიანობით ბავშვობის პერიოდიდანვე.

რიჩარდმა გადაწყვიტა, ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაცია მოეძია ინტერნეტით და ერთხელ წააწყდა იგივე სახელისა და გვარის მქონე ქალს ინტერმედიისა და საცირკო გამოსვლების დროს გადაღებულ სურათებში. მან მაშინვე ამოიცნო დედამისი, როგორც თავად აცხადებს, გარეგნული მსგავსების გამო. მალევე მოიძია საერთო ნაცნობები, მათ შორის ცირკის მსახიობი ჯორჯ მაკარტური, რომელიც დაშნაყლაპიებში ყველაზე მაღალია – 2 მ და 20 სმ. რამდენიმე კვირაში ჯორჯის მეშვეობით ვივიანმა შეიტყო, რომ მას ვაჟი ეძებდა და სიხარულისგან ცას ეწია.

s3ct2

ბავშვობაში ვივიანის გამო მამამისს (რიჩარდის ბაბუას) რცხვენოდა და გამუდმებით ამცირებდა. ცოტა რომ წამოიზარდა, გადაწყვიტა მისით ფული ეშოვა და სხვადასხვა შოუებში მონაწილეობას აიძულებდა. როცა ვივიანს საპირისპირო სქესთან უწევდა შეხვედრა, წასვლის წინ ყოველთვის იპარსავდა (წვერს), რათა უხერხული მდგომარეობისგან თავი აერიდებინა. რიჩარდის მამა ცირკის მსახიობი იყო, რომელმაც ვაჟი დაბადებიდანვე მოაშორა დედას და სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად. ამან ისე იმოქმედა ვივიანზე, რომ გონებრივი აშლილობა დაემართა. მას შემდეგ ბევრჯერ სცადა შვილის პოვნა, მაგრამ უშედეგოდ. 1990 წელს ვივიანს დედა გარდაეცვალა და მანაც წვერი მოუშვა. მას შემდეგ არ გაუპარსავს და ახლა 30 სმ-მდე აღწევს. “წვერის გარეშე თავს კარგად ვერ ვგრძნობ, წვერგაპარსული თითქოს მე აღარ ვარ”.

რიჩარდი 7 წლის რომ იყო, მასწავლებლებმა მის სხეულზე შემთხვევით ძალადობის კვალი შენიშნეს და დაადგინეს, რომ მამამისი სცემდა. პოლიციის ჩარევით, მამა გაასამართლეს, ბიჭუნა კი ერთ-ერთმა ოჯახმა იშვილა და რიჩარდ კევინ რაიანი გახდა. დაქორწინებისას ცოლის გვარზე, ლორენსზე გადავიდა.

4wfol

– რაც გინდა მოხდეს, მე მინდა დარჩენილი ცხოვრება დედის გვერდზე გავატარო. ჩემი თავგადასავალი საოცარია, მილიონი წელი რომ მეცხოვრა, ასეთ რამეს მაინც ვერც წარმოვიდგენდი – აცხადებს რიჩარდი.

P.S. სტაჟიან იუზერებს შეიძლება გახსოვთ ჩემი ძველი პოსტი “წვერებიანი ქალები”, სადაც ვივიანიც მყავდა ნახსენები.

ზი ენდ :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button