გასართობისაკითხავისასარგებლო

კომიქსის ევოლუცია


კომიქსების ჩამოყალიბების მოკლე ისტორია…

კომიქსები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. ამერიკაში, კომიქსეზე მთელი თაობები აღიზარდა და მათზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა ახლანდელი კომიქსები ძირეულად განსხვავდება თავდაპირველი კომიქსებისგან…

რა არის კომიქსი?

XX საუკუნის დასაწყისში კომიქსები ძირითადად გაზეთებში იბეჭდებოდა, როგორც იუმორისტული ჩანახატები, ამ პერიოდში მათ ძირითადად შემდეგი სახელები ერქვათ:”comic”, “comic strip” ან “the funnies”, თუმცა მალე ამ ჩანახატებს მხოლოდ ერთ სახელით იცნობდნენ – “comic” ანუ კომიქსები. ამერიკულ კომიქსებთან პირველი შეხება ქართველ საზოგადოებას, ყოველშემთხვევაში უმეტესობას და მათ შორის მეც, ალბათ ბეტმენის ან სუპერმენის შესახებ გადაღებული ფილმით ჰქონდა, თუმცა უმრავლესობამ მაშინ არ იცოდა ვინ/რა იყო სუპერგმირი და რამხელა ისტორია აქვთ მათ. იმის მიუხედავად რომ არსებობს კომიქსები უამრავ თემაზე, სუპერგმირების თემა ყველაზე მომგებიანი თემაა და ყველაზე ცნობილი კომიქსები სწორედ სუპერგმრების ისტორიას მოგვითხრობს, მაგრამ სუპერგმირებამდე…

პირველი კომიქსი


“ობადაია ოლდბაკის თავგადავლები” (The Adventures of Obadiah Oldbuck) მიჩნეულია პირველ კომიქსად, მისი ავტორია რუდოლფ ტოპფერი (Rudolph Töpffer). ავტორმა ეს წიგნი შექმნა შვეიცარიაში, 1827 წელს, ავტორმა 10 წლის განმავლობაში გამოუშვა შვიდი განსხვავებული ორმოცგვერდიანი კომიქსი, ხოლო 1842 წელს ეს კომიქსი გახდა პირველი რომელიც დაიბეჭდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუდოლფ ტოპფერმა ჩამოაყალიბა კომიქსების ძირითადი კონცეფცია, კერძოდ, მისი კომიქსები შედგებოდა სურათებისგან და მათ ქვემოთ მიწერილი ტექსტისგან.

კომიქსების ბუმი


XX საუკუნის 30-იან წლებში კომიქსები მთელ მსოფლიოს მოედო. კომიქსები იბეჭდებოდა მთელ მსოფლიოში, ამერიკიდან იაპონიამდე. ჩინეთში გავრცელებული იყო პატარა სურათებიანი წიგნები, რომლებიც თავისუფლად ეტეოდა ხელის გულზე, ბრიტანეთში აქცენტს უფრო საბავშვო იუმორზე აკეთებდნენ, ბელგიაშიც საბავშვო იუმორზე კეთდებოდა აქცენტი, იმდროინდელი ერთერთი ყველაზე ცნობილი ბელგიური კომიქსია “ტინტინის თავგადასავლები” (The Adventures of Tintin) რომელიც შექმნა ბელგიელმა ავტორმა გეორგიას რემიმ (Georges Rémi), თუმცა ის იყენებდა ფსევდონიმს-ჰერგი (ალბათ ასე გამოითქმის)(Hergé), მისი ეს ნაწარმოები დაიბეჭდა ფრანგულ და ბრიტანულ საბავშვო გამოცემებში.

მანგა


იაპონური კომიქსები, ასევე ცნობილი როგორც მანგა (Manga), ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მის “მამად” ითვლება ოსამუ ტეზუკა (Osamu Tezuka), რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მანგას კომიქსების პერსონაჟები სრულიად არ ჰგვანან იაპონელებს, ეს კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მანგას ჩამოყალიბების პერიოდში, კერძოდ 1945-1952 წლებში, იაპონია ოკუპირებული იყო აშშ-ს მიერ, ამიტომ იაპონიაში მრავლად მოიპოვებოდა ამერიკული მედიის სხვადასხვა ნაირსახეობები, როგორებიცაა მაგ. კომიქსები, ფილმები და ა.შ. ეს კომიქსები თუ ფილმები დიდ გავლენას ახდენდა მაშინდელ იაპონელ მხატვრებზე, ყველაზე დიდი გავლენა კი ოსამუ ტეზუკაზე მოახდინა დისნეის ანიმაციურმა ფილმებმა.
როგორც წესი მანგა შავთეთრია, თუმცა არსებობს ფერადი კომიქსებიც. ყველა დროის ყველაზე წარმატებული მანგა კომიქსი, ზოგიერთისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც ნარუტო და არც Bleach არ არის, ყველაზე წარმატებული არის ასტრო ბიჭუნა (Astro Boy) (ცოტა ხნის წინათ ჰოლივუდში გააკეთეს ამ კომიქსის ეკრანიზაცია) რომლის ავტორიც ზემოთ ხსენებული ოსამუ ტეზუკა გახლავთ.
უკანასკნელ ათწლეულში მანგა იაპონიის საზღვრებს გასცდა და მსოფლიო ფენომენი გახდა, დღეისთვის მანგას ინდუსტრია უზარმაზარია და მსოფლიო მასშტაბით დაახლოვებით 4 მილიარდი დოლარი ღირს.

პირველი სუპერგმირი


მაშინ როდესაც დანარჩენ მსოფლიოში კომიქსები ჯერ კედევ საბავშვო გართობა იყო, ამერიკაში ავტორები გასცდნენ უბრალო იუმორს და კომიქსებში დრამა, ექშენი და ყოველდღიურობა შეიტანეს. 1938 წელს გამოიცა კომიქსი “Action Comics” რომლის გარეკანზე გამოსახული იყო სუპერმენი (Superman), ეს იყო სუპერგმირების ერის დასაწყისი, ამ კომიქსში იყო ყველაფერი რაც შემდეგში ახასიათებდა თითქმის ყველა სუპერგმირს: სუპერუნარები, ორმაგი ცხოვრება და ა.შ.

ოქროს პერიოდი (1935-1956)

ამ პერიოდს უწოდებენ კომიქსების ოქროს პერიოდს. სუპერგმირების გამოჩენამ კომიქსები ძალიან პოპულალურები გახადა ყველა ასაკის მკითხველში. ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი სუპერგმირები როგორებიცაა ბეტმენი, კაპიტანი ამერიკა, კაპიტანი საოცრება და ა.შ. მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კომიქსებზე, კერძოდ გამოჩნდნენ სუპერგმირები, რომლებმაც თავისი ძალა ატომური აფეთქების შედეგად მიიღეს, ხოლო სუპერმენი, რომელსაც აქამდე სუსტი წერტილი არ ჰქონდა გამოუჩნდა “კრეპტონიტი”, მეტეორი რომლის ახლოსაც სუპერმენს ყველა თავისი ძალა ერთმეოდა და კვდებოდა. ამერიკულ საზოგადოებაში გამოთქმაც კი დამკვიდრდა, ამერიკელებისთვის “კრეპტონიტმა” დაახლოვებით ისეთივე მნიშვნელობა შეიძინა, როგორც “აქილევსის ქუსლმა”.

ვერცხლის პერიოდი (1956-1970)

ამ პერიოდში ავტორებმა თავიდან გააცოცხლეს სუპერგმირები და ერთ კომიქსში გააერთიანეს – “Justice League of America”. ამ პერიოდში გამოიკვეთა ორი კომიქსების გამომცემელი გიგანტი “Marvel” და “DC”. ასევე გამოჩნდნენ ახალი სუპერგმირები. ვერცხლის პერიოდის დასაწყისში მხოლოდ სამი სუპერგმირი არსებობდა რომელსაც “საკუთარი” კომიქსები ჰქონდათ, ესენი იყვნენ სუპერმენი, ბეტმენი და ქალი საოცრება (კაბიანი სუპერმენი), დანარჩენი სუპერგმირები კი მათ კომიქსებში მეორეხარისხოვან პერსონაჟების როლებს სჯერდებოდნენ. ამ სუპერგმირების პოპულარობის შემთხვევაში, ისინი საკუთარ კომიქსებს იღებდნენ. ამ პერიოდში პირველად გამოჩნდნენ ადამიანი-ობობა, ფანტასტიკური ოთხეული, რკინის კაცი, ჰალკი და X-ადამიანები.

ბრინჯაოს პერიოდი (1970-1985)

ბრინჯაოს პერიოდის კომიქსები ძირითადად აგრძელებდა ვერცხლის პერიოდის ტენდენციებს, კაშკაშა შეფერილობებით და სუპერგმირების სახელებით, თუმცა მათი ისტორია უფრო “ბნელი” გახდა და მიუახლოვდა რეალურ მსოფლიოს, კერძოდ სუპერგმირებს გაუჩნდათ პრობლემები, ისეთები როგორებიცაა ნარკოტიკები და ალკოჰოლიზმი. ეს ტენდენციები უფრო მკვეთრად გამოიკვეთა კომიქსების შემდეგ პერიოდში…
ბრინჯაოს პერიოდში გამოჩნდნენ ისეთი სუპერგმირები როგორებიცაა: სამურავი, დამსჯელი და ჯონა ჰექსი.

თანამედროვე პერიოდი (1985- )

ამ პერიოდს სხვანაირად კომიქსების ბნელ პერიოდსაც ეძახიან. რადგან ამ პერიოდში გამოჩნდა ისეთი კომიქსები როგორებიცაა”ბეტმენი: მუქი რაინდის დაბრუნება ” და “მფარველები” ეს კომიქსები გამოირჩეოდა იმით რომ, აქცენტს ამახვილებდა სუპერგმირების ბნელ მხარეზე და წარმოაჩენდა მათ არა როგორც ზეადამიანებს არამედ როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს. ამ პერიოდში გამოშვებულ ერთერთ კომიქსში სუპერმენიც კი მოკლეს ავტორებმა, სუპერმენი რომელიც მანამდე მიჩნეული იყო უნაკლოების სიმბოლოდ. ამ პერიოდში გამოჩნდნენ უარყოფითი სუპერგმირების უმრავლესობა.

ფილმები, რომლებიც სავარაუდოთ არ იცით რომ კომიქსებზეა დაფუძნებული…

300

სინამდვილეში ეს ფილმი ფრენკ მილერის მიერ შექმნილი კომიქსების ეკრანიზაციაა.

ცოდვათა ქალაქი (Sin City)

მფარველები (Watchmen)

დღეისთვის კომიქსების ინდუსტრია უზარმაზარია, ცოტა ხნის წინ დისნეიმ შეიძინა “Marvel” 4 მილიარდ დოლარად, ამასთანდ ერთად ეს გამომცემლობები უზარმაზარ თანხას იღებენ ამათუიმ კომიქსების საავტორო უფლებების გაყიდვისას, ჰოლივუდური სტუდიები კი უხვად ხარჯავენ ამისთვის ფულს. ასე გახდა თითქმის ორი საუკუნის წინანდელი გართობა ერთერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი ამერიკაში.

როგორც იცით, მე გამოვაცხადე კონკურსი რომლის მიზანია, უცნაური ბლოგის მომხმარებლებმა გააკეთონ პოსტერი რომლითაც ბიძია სემის პოსტერი ჩანაცვლდება (რომელიც დაბლაა მოცემული) კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ შენ შეგიძლია ხატვა, ან კარგად ფლობ ფოტოშოპს, მაშინ შექმენი პერსონაჟი რომელშიც გაერთიანებული იქნება პროპაგანდული პოსტერი და ქართული ელემენტები. შენს მიერ შექმნილი პერსონაჟისთვის შეგიძლია ასევე მოიფიქრო სახელი და გამოაგზავნო სურათთან ერთად. საბოლოო ვარიანტი გამომიგზავნე მისამართზე wisecamelkonkursi@gmail.com სურათები მიიღება 31 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდება ბლოგზე, სადაც საიტის მომხმარებელი აირჩევს საუკეთესოს. P.S. გამარჯვებული პოსტერის გამოყენებისას მითითებული იქნება მისი ავტორი, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ სურათთან ერთად თქვენი სახელი და გვარი, ან ნიკი.

გთავაზობთ ჩემს ვარიანტს რომელიც ცოტა უფრო აზრს შეგიქმნით იმაზე თუ რაზე ვლაპარაკობ… იმის მიუხედავათ რომ ზემოთ ჩამოთვლილი მაქვს ის პოსტერის კრიტერიუმებუი, თქვენ შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ნებისმიერი სახის პოსტერი რომელიც თქვენი აზრით შეეფერება საიტს და რომელიც თქვენ შექმენით. პრიზი: Lockerz.com-ის აქაუნთი 2700 ქულით. (არ ვიცი 2700 ქულა დღევანდელი სიტუაციით რამდენად ბევრია იმის გამო რომ დიდი ხანია საიტზე არ შევსულვარ)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close