საკითხავისასარგებლოსაქართველო

ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ,,კათარზისი” – სათნოების სახლი

e06578712f50
გუშინ 23 ნოემბერს, სათნოების სახლ ,,კათარზისში” გაიმართა ღია კარის დღე, სადაც ვიმყოფებოდი მეც (მიმტანი ვიყავი :yes: ). 11 საათიდან 6 საათამდე დაახლოებით 2 300 ადამიანი დაპურდა. უმეტესად იყვნენ მოხუცები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები, რომლებიც გვიმღეროდნენ, გვჩუქნიდნენ კანფეტებს, ყვავილებს და რაც მთავარია გვლოცავდნენ. ემოციები იყო იმდენად კარგი და შესანიშნავი, რომ არ შემეძლო არ დამედო პოსტი ამ არაჩვეულებრივი დაწესებულების შესახებ.

საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი, დაფუძნდა 1990 წელს ბატონ ზაურ ალადაშვილის მიერ. ასოციაცია ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქსა და რაიონში. 1994 წლიდან ფუნქციონირებს რუსეთში, ქ. მოსკოვში. ორგანიზაციის პრიორეტებია: ქველმოქმეება, უძალადობა, ანტიშიდსი. “კათარზისის” დევიზია – “რაც კი გაუკეთეთ ერთს ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ” (მათე 25. 40;) “კათარზისის” გერბია – ძველქართული ასო-ბგერა “კანი” ორი მთავარანგელოზის (გაბრიელისა და მიქაელის) თანხლებით. მთავარანგელოზ მიქაელს, გადმოცემის თანახმად, უფლება აქვს წელიწადში ერთხელ ჩავიდეს ქვესკნელში და იქედან ამოიყვანოს სულები, რომლებმაც კათარზისი განიცადეს. მთავარანგელოზი გაბრიელი არის “კათარზისის” მეოხი, კეთილის მაცნე და გამაძლიერებელი. “კათარზისის” დღესასწაულია 31 მარტი, მისი დაბადების დღე.
63cdf32391f6
”კათარზისი” ეს არის სოციალური დახმარების კომპლექსური ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური დახმარებები, რომლებიც დღეს აქტუალურია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დღეს აქ ფუქციონირებს: უფასო სასადილო, წინასწარი სამედიცინო დათვალიერების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, ხანდაზმულთა ხალხური, კლასიკური და საესტრადო გუნდები, აგრეთვე ინვალიდთა თეატრი. ორგანიზაციას აქვს თავისი პატარა სასაფლაო მუხათგვერდის ტერიტორიაზე, სადაც იმ ადამიანთა დაკრძალვა ხდება, ვინც ბოლო მიწიერ საქმეშიც ღვთის ანაბარად არიან დარჩენილნი. უფასო სასადილო ყოველღიურად 385 ადამიანს ემსახურება, მათ შორის არიან დევნილები დიდი ლიახვის ხეობიდან. 11 მწოლიარეს ყოველთვიურად მიეწოდება ბინაზე მშრალი პროდუქტები ჩვენი თანამშრომელებისა და ბენეფიციარების, აგრეთვე მოხალისეებისა და მწოლიარეთა მეზობლების ხელით. მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა), მიმდინარეობს პროექტი ”შეეწიეთ უპოვართ”, რომელიც ”კათარზისის” 385 ბენეფიციარისათვის უფასო სადილის დაფინანსებას ითვალისწინებს. ჩვენი ორგანიზაციის თანამონაწილეობით სპონსორის სურვილის შესაბამისად (ერთ ადამიანზე ერთი ლარის გათვალისწინებით) ხორციელდება 1 დღიანი (385 ლ), 2 დღიანი (770ლ.) და ა. შ. ხანგძლივობის პროექტები, რამაც მეტად ნოყიერი, კალორიული და გემრიელი გახადა ჩვენი ხანდაზმულების მენიუ. 2002 წლიდან ხორციელდება აქცია ’’სადილი ყველას’’ (ღია კარის დღე), სულ ჩატარდა 45 ასეთი აქცია. ყოველ ასეთ ღონისძიებაზე 2000-მდე ადამიანის დაპურება ხერხდება. სპონსორები არიან: ’’ავერსი’’, ’’თბილისის წყალი’’, ’’ბეკო’’ და ა.შ. ამჟამად ქალაქის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი ’’მეც დავბერდები’, რომლის მიზანია ’’კათარზისის’’ ხანდაზმულთა თავშესაფრის გაფართოება.პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე `კათარზისის~ სათნოების სახლი პირველი არასამთავრობო სოციალური კომპლექსია. მისმა საქმიანობამ გარკვეული ზეგავლენა იქონია საქართველოში სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება – განვითარებაზე.
44htv
8kd92
ffdd8bad046a
nge7o
a5z9h
ამჟამინდელი თანამშრომლები

ზაურ ალადაშვილი (ლაზარე) – ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნანა მუსხელიშვილი – პრეზიდენტის მოადგილე ფინანსურ და სამეურნეო დარგში, გულიკო რომანიშვილი – პრეზიდენტის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში, ზაირა ალადაშვილი – თავშესაფრის გამგე, მარინე ჩხაიძე – ოფისმენეჯერი, ჯული სუხიშვილი – დიზაინერი, ილია ნიშნიანიძე – ხანდაზმულთა თეატრისა და გუნდის ხელმძღვანელი, მანანა ქოიავა – სახლის დედა, თამარ ვეშაპიძე – ექიმი, ზურაბ ხარაიძე – სამნეო ნაწილის გამგე, მზია გოგიაშვილი – საწყობის გამგე, ოთარ გაბროშვილი – სასადილოს გამგე, მედეა აფციაური – მზარეული, მზია ფიფია – მზარეული, რუიზან დიღმელაშვილი – მზარეული, გულიკო გოგოლაძე – მენეჯერი, რიტა გურჩიანი – მენეჯერი, მარინე გონაშვილი – მენეჯერი, შორენა სადაღაშვილი – მენეჯერი, ნატო კობიაშვილი – მენეჯერი, ანა ქერაშვილი – საქველმოქმედო ღონისძიებათა მენეჯერი, გიორგი გიაშვილი – საქველმოქმედო ღონისძ. მენეჯერი, ვარა მელაშვილი – აღრიცხვისა და ანალიზის მენეჯერი, მერი ჭყოიძე – ბუღალტერი, თეიმურაზ ელიავა – დარაჯი, გელა მელიქიძე – დარაჯი, მამუკა შენგელია – დარაჯი, ხვიჩა აღნიაშვილი – მძღოლი, ჯონი მარტიროსიანი – ხელოსანი, დარეჯან უგლავა – სათნოების და, ლეილა მეტრეველი – სათნოების და, ნინო ათუაშვილი – სათნოების და, ნათელა ზივზივაძე – სათნოების და, მანანა ადამაშვილი – სათნოების და, ენდი მაისაშვილი – სათნოების და, ზაქრო გუტიკაშვილი – სათნოების ძმა, ბექა შერაზადიშვილი – სათნოების ძმა, ჯემალ ხიდაშელი – სათნოების ძმა, საბა გიგოლაშვილი – სათნოების ძმა, თეიმურაზ ღონღაძე – სათნოების ძმა, მალხაზ ყოჩიშვილი – სათნოების ძმა.
პროექტები:

1) ”სადილი ყველას”
(ღია კარის დღე)
პროექტი ხორციელდება 2002 წლიდან აქციის დღეს ვუმასპინძლდებით ყველას, ვინც გვეწვევა: ხანდაზმულებს, დევნილებს, მარტოხელებს, ე.წ. ”ქუჩის ბავშვებს”და ა.შ. თითოეულ აქციაზე 2000-მდე ადამიანი მოდის. დღემდე სულ ასეთი 45 აქცია ჩატარდა.

fb31cac712f0
1c4c32bd4d57
e27c3245f8a3
9123adc90583

2) ”ბერიკაცებო დავრგოთ ნერგები”
2005 წელი. ”კათარზისი” ხანდაზმულებმა დიდი დიღმის IV მკრ/რნ-ში ქარსაცავი ზოლის შესაქმნელად 150 ძირი ცაცხვი დარგეს. 2006-2008 წ.წ. აღმაშენებლის ხეივანში 150-150 ძირი ნაძვი დაირგო. პროექტის უცვლელი სპონსორია მწვანე სახლი ”კრწანისი”.

3) ”სუპერ-ბებია და სუპერ-ბაბუა”
საშობაო წარმოდგენა-კონკურსი ”სუპერ-ბებია და სუპერ ბაბუა” ”კათარზისში” იმართება 2005 წლიდან. ხანდაზმულები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში, სიმღერაში, საესტრადო ხელოვნებაში. გამარჯვებულებს ავლენს საზოგადოების ცნობილი სახეებიდან დაკომპლექტებული ჟიური. გამარჯვებული და ყველა მონაწილე ჯილდოვდება ფულადი პრემიებითა და საჩუქრებით.
bd47fa8d0463

Dreams – yiruma by twn92

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close