ვიდეოებიმისტიკასაკითხავი

უცხოპლანეტელის დაკითხვა (ზონა 51)

4snms

ძალიან საინტერესო ვიდეოა სრულიადში ნახეთ და წაიკითხეთ….

ვიდეო რომელიც მე დავდე კონტრაბანდული გზით მოიპოვა კაცმა სახელად “ვიქტორი”… ვიდეოში ვხედავთ უცხოპლანეტელს, რომელსაც დაკითხვას უწყობენ, სავარაუდოდ ეს ფაქტი მოხდა ზონა 51-ში.. ვიდეოს შესახებ პირველად რადიო შოუ Art Bell-ში ისაუბრეს 1997 წლის 13 მარტს, როდესაც ინტერვიუს იღებდნენ უფოლოგ შონ დევიდ მორტონისგან. მორტონი აცხადებდა, რომ ვიდეო ნამდვილი იყო და მოიპოვეს 1996 წელს. ცნობილი უფოლოგი ბობ დინი კი ითხოვდა უფრო უკეთესად ჩაეტარებინათ ფირის ექსპერტიზა. ვიქტორმა როდესაც მოიპოვა ეს ვიდეო მან ისურვა ტელევიზიით გაშვება თან რაც შეიძლება ჩქარა. ვიქტორი ფიქრობდა რომ თუ მის ვინაობას გაიგებდნენ და მოკლავდნენ, უფრო აშკარა იქნებოდა რომ ეს ვიდეო სინამდვილეს ასახავს. მან ბევრ ტელევიზიას შესთავაზა ეს ჩანაწერი. პირველად ვიქტორმა ვიდეო შესთავასა Fox tv-ს, მაგრამ ტელევიზიამ უარი თქვა იმის გამო, რომ არ იყვნენ დარწმუნებულები ვიდეო ნამდვილ კადრებს ასახავდა თუ არა. ბოლოს და ბოლოს ვიქტორმა 1996 წელს იპოვა დამოუკიდებელი კომპანია ლოს-ანჯელესში, რომელსაც ერქვა “Rocket Home Pictures Productions”. ისინი დაეთანხმნენ ვიქტორს ვიდეოს ტელევიზიით გაშვებაზე, მანამდე კი გადაწყვიტეს უფოლოგ მორტონისთვის ეჩვენებინათ, მისგან კომენტარს მოელოდნენ.

მორტონის კომენტარი ვიდეოზე:
მორტონმა ვიდეო ნახა თუ არა მას შემაშინებელი და დეტალური ახსნა მოუძებნა: ჩანაწერი გაკეთებულია მსხვილი შუშის გარედან, ამიტომაც მას ხმა არ აქვს. დაკითხვა ხდებოდა ჩაბნელებულ ოთახში , რომელიც განათებული იყო მხოლოდ სანთლებით, მე შევძელი 2 კაცის სილუეტის გარჩევა, ერთს ეცვა სამხედრო ფორმა, მეორე კი დროთა განმავლობაში უცხოპლანეტელს ნიკაპს უწმენდდა, მას სტერილიზებულად ეცვა. ისინი ზურგით ისხდნენ კამერასთან, მაგიდის ბოლოში, რომელზეც მიკდოფონები და რაღაც გაყვანილობები იყო. მათ სამედიცინო დანადგარებიც ჰქონდათ, თითოეული ქაოსურად ციმციმებდა თითქოს ავადმყოფის გულს აჩვენებდა. მაგიდის მეორე მხარეს იჯდა დაბალი, ნაცრისფერი, შავთვალება და დიდთავა არსება… მორტონი ბევრს საუბრობდა არსების არაჯანმრთელ მდგომარეობაზე. მას გულის რევა ჰქონდა და სკამზე არ ჩერდებოდა, აქეთ იქით ქანაობდა. მორტონი ყველანაერად ცდილობდა მის აღწერას. მისი კომენტარები სულ უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდებოდა. ბოლოს უცხოპლანეტელი კრუნჩხვებში ჩავარდა, მისი გულის ცემის წყვეტა აპარატზე ფორმიამა კაცმა შენიშნა ექიმებს დაუძახა და ისინიც ცდილობენ მის გადარჩენას.

ფაქტია თუ ფანტასტიკა?
მორტონი დარწმუნებული იყო, რომ ვიდეო ნამდვილ კადრებს ასახავდა: ეჭვიც მეპარება მაგრამ ფაქტები რაც უფრო დამაჯერებელია მით უფრო რეალობა გვიდგება თვალ წინ. კიდევ ერთი ფაქტი რომელიც ვიდეოს სინამდვილეს ამტკიცებს, ინფორმაცია რომელიც მოთავსებულია კადრის დაბლა მარცხენა კუთხეში” DNI/27 “. ეს შეიძლება ნიშნავდეს “Department of Naval Intelligence”=სამხედრო-საზღვაო დაზვერვის დეპარტამენტი, ჯგუფი რომელიც 51-ე ზონაზე იყო პასუხისმგებელი, მის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა.
ვიდეო ნამდვილ კადრებს ასახავდა თუ არა ყველაზე კარად ამის დამტკიცება მხოლოდ ვიქტორს შეეძლო, მას არ სურდა თავის თავზე საუბარი, მან თქვა მხოლოდ თავისი სახელი ვიქტორი და ისიც არ ვიცით ნამდვილი სახელია თუ არა. ის ამბობდა, რომ თუ გაიგებენ მის ვინაობას აუცილებლად მოკლავენ.

პროდიუსერ  ჯეფ ბროდსტიტს აქვს თავისი ვერსია თუ როგორ მოიპოვა ეს ჩანაწერი ვიქტორმა:” ვიქტორი მონაწილეობდა ამ ვიდეოს დისკებზე განაწილებაში. შემდეგ მან დისკი მოიპარა და ხმა თვითონ მოუშალა რათა თავისი ანონიმურობა უფრო კარგად დაეცვა. ვიქტორი ამბობდა, რომ ადამიანი რომელიც კადრში მარცხნივ ჩანს არის სამხედრო ტელეპატი, ის მიჩვეული იყო მსგავს კონტაქტებს. როცა ვიქტორს ჰკითხეს უცხოპლანეტელი მოკვდა თუ გადარჩაო მან უპასუხა: მე ნამდვილად ვიცი, რომ დაკითხვის დროს ის ძალიან დაიღალა…

მსგავსი ამბები

Back to top button