არქივი

მხოლოდ ფაქტები (ნაწილი II)

f3bf790562ae

1) იუპიტერის ორბიტაზე ასტეროიდების ორი ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთისგან პარამეტრებით განსხვავდება. ასტრონომებმა ერთ ჯგუფს ტროელები დაარქვეს , მეორეს- ბერძნები.

2) ამერიკაში “ბამბის გრძელცხვირას”  ძეგლი დგას. ამ მწერმა ფერმერებს ბამბის მთელი ნათესები გაუნადგურა და იძულებული გახადა ისინი, სხვა კულტურები გაეშენებინათ, რასაც ამ რეგიონის აღორძინება მოჰყვა.

3) ძველი ინდური სიბრძნით, ღმერთს რომ მიუახლოვდე სამი პირობა უნდა შეასრულო: პირველი – ტოველთვის თქვა სიმართლე, მეორე – არ მიეცე მრისხანებას და მესამე – თუ გთხოვენ მიეცი. (ცუდი გაგებით არ გაიგოთ ) :D :D

4)პოლიეთილენის პაკეტები შვედმა ჰამილტონმა გამოიგონა.

5) საფრანგეთში ჩატარებული პედაგოგთა ატესტაციის ერთ-ერთი  შეკითხვა იყო: რის ეშინია მასწავლებელს? აღმოჩნდა რომ პირველ ადგილზეა შიში საატესტაციო კომისიის მიმართ; მეორე ადგილზე საინფორმაციო ბუმი, რაც შეილება მათ გამორჩეთ დამესამე ადგილზე კი შიში თავიანთი მოსწავლეების მიმართ.
fec4132cc0f8
6)1857 წელს ნაპოლეონ მესამემ ნაპოლეონის ლაშქრობათა ვეტერანების დასაჯილდოებლად “წმინდა ელენეს მედალი” დააწესა.

7)არსებობს ორი, თითქმის ერთნაირი წიგნი: ეგვიპტური “მკვდრების წიგნი” და ტიბეტური “ბარდო დეტოლი”. ისინი ერთგვარი გზამკვლევებია -აღწერს საიქიო სამყაროს და გარდაცვლილის საკითხავს წარმოადგენს. ფუნდამენტური განსხვავება მათ შორის კი ის არის , რომ ეგვიპტური – რეალური და ობიექტურია, ხოლო ტიბეტური კი ილუზიური და ისეთი როგორიც აქაური ცხოვრებაა. (არც ერთის არ მჯერა :D )

8)1818წელს შოტლანდიელმა ექიმმა ტომას ბაუდლერმა გამოსცა შექსპირის პიესები, თუმცა ერთგვარი სახეცვლილებით – ამოიღო “უხამსი” სიტყვები. ინგლისში ამ გამოცემამ “ოჯახური შექსპირის” სახელწოდება მიიღო.

9) 1978 წელს იაპონელებმა ტბა იკედში ასობით ლიტრი ბრინჯის არაყი ჩაასხეს – ასე ცდილობდნენ ისინი ტბაში მცხოვრები მონსტრის დაჭერას.
96ee8e069d53

10) ნაცრისფერი ვირთხებს სინამდვილეში ძალზე მცირე რაოდენობით საკვები ჰყოფნით, თუმცა ისინი განუწყვეტლივ ღრღნიან ყველაფერს , მათ შორის არასაკვებ საგნებსაც. სხვანაირად ისინი, უბრალოდ დაიხოცებიან, რადგან ამ ჯიშის ვირთხებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდებათ კბილები და რომ არ გაცვითონ, ყბების ამოძრავებასაც კი ვერ შეძლებენ.

წყარო : “თბილისელები”

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button