გასართობისაკითხავისურათები

პეპსის ლოგოს ევოლუცია

როგორ იცვლებოდა პეპსის ლოგო 1898 წლიდან დღემდე :)

Saal. ის პოსტის შემდეგ  “კოკა-კოლას ევოლუცია” სურვილი გამიჩნდა იგივე ტიპის პოსტი, ჩემთვის უფრო საყვარელ სასმელზე პეპსი კოლაზე დამეწერა.

ამ სასმელის შექმნის ისტორიის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ რადგან
ამ თემაზე უკვე დევს ერთი შესანიშნავი სტატია “პეპსის ისტორია”.

მოდით თვალი გადავავლოთ პეპსის ლოგოს ცვლილებას 1898 წლიდან დღემდე:

1880 წელს ამერიკელმა ფარმაცევტმა კალებ ბრედჰემმა ჩრდილოეთ კაროლინაში დაარსა კომპანია რომელსაც “Brad’s Drink” უწოდა. იმ პერიოდში მის კომპანიას ლოგო არ ჰქონდა, ლოგოს შექმნის მიზნით კელებს კომპანიის სახელის შეცვლა მოუწია სწორედ ამიტომ ბრენდს
“პეპსი კოლა” დაერქვა და 1989 წელს მისი ლოგო დამტიკეცებულ იქნა.

ახალმა სახელმა “პეპსი კოლას” დიდი წარმატება მოუტანა რის გამოც 1903 წელს სახელი დამტკიცდა როგორც სავაჭრო ნიშანი და არ შეცვლილა დღემდე. 1905 წელს ბრედჰემმა გადაწყვიტა ლოგოს შრიფტის მოდიფიცირება . ასოები გამუქდა და შრიფტიც ცოტა შეიცვალა.

1 წლის შემდეგ ლოგოს დაემატა სიტყვა “სასმელი” და ასოებიც უფრო მეტად გამუქდა.

1933 წელს კომპანია შეიინა Loft Inc.-მა . ამის შემდეგ შეიცვალა ბოთლის ზომაც 170 მილიგრამიდან ის 340 მილიგრამამდე გაიზარდა ამასთან ერთად მცირე ცვლილება ლოგომაც განიცადა კეროდ მოშორდა სიტყვა “სასმელი” და მივიღეთ უფრო კლასიკური ნიშანი.

მთავარი გარდატეხა ლოგოს დიზანში 1940 წელს მოხდა . პეპსის აღმასრულებელ ხელმ ღვანელს მაკ უოლტერს დაებადა ახალი იდეა , გამოეყენებინა ბოთლის თავსახური ლოგოს დიზანიში. “პეპსის გლობუსი” გამოჩნდა მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში იყო ჩაბმული . კომპანიის ხელმ ღვანელებმა კარგად გამოიყენეს ეს ბერკეტი და ლოგო წითელ, ლურჯ და თეთ ფერებში გამოსახეს ასევე ღიად გამოაცხადეს რომ, ეს მეორე მსოფლიო ომში მებრ ოლ ამერიკელ ჯარისკაცებს ე ღვნებოდა. ასეთი პროპაგანდის წყალობით ლოგო ალიან პოპულარული გახდა .

შემგომ წლებში დიდი ცვლილებები არ ყოფილა . ბოთლის თავსახური და ფერები იგივე დარჩა უბრალოდ შეიცვალა შრიფტი რომელიც იმ პერიოდისათვის უფრო თანამედროვე გახდა.

1973 წლიდან ბოთლის თავსახურის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ პეპსის გლობუსს რომელიც უფრო დაპატარავებულია, ბოლო ცვლილების შემდეგ შრიფტი იგივე დარჩა. გლობუსს მარცხენა მხრიდან აკრავს წითელი ფონი ხოლო მარჯვნიდან ღია ცისფერი.

მოგვიანებით 1991 წელს პეპსის გლობუსიდან “ამოვარდა” დასახელება და იგი ლოგოს ზემო ნაწილში განთავსდა. გლობუსს კი წითელი ხაზი დაემატა.

მეოცე საუკუნის მოახლოება ლოგოს მაშინვე დაეტყო . 1998 წლის ვარიანტში უკანა თეთრი ფონი ლურჯით შეიცვალა , ასევე გაქრა წინა ვარიანტში მოცემული წითელი ხაზი. გლობუსი 3D ფორმატში იყო დახატული . სახელი კი ისევ ზემო ნაწილში განთავსდა ოღონდ ამ შემთხვევაში ის მცირედ კვეთდა გლობუსს . სწორედ ამ ცვლილების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი “პეპსის გლობუსი”.

ახლა კი ყველაზე ნაცნობი ლოგო რომელიც 2003 წლიდან იყო გამოყენებაში . როგორც ვხედავთ ირეული ცვლილებები არ გვხვდება. ლოგო უფრო დაიხვეწა (უხარისხო 3D დან გადავიდა ხარისხიანში :D ) დაემატა წყლის წვეთები და მეტი ყინული. ასევე დაიხვეწა შრიფტიც.

და ბოლოს დღევანდელი ლოგო . აქ მათ თითქმის ყველაფერი შეცვალეს . უკანა ფონს დაუბრუნდა თეთრი ფერი. სახელის შრიფტიც შეიცვალა და მთავარი პეპსის გლობუსის ხანგრლივი ტალღისებრი ხაზი უფრო “დაიკლაკნა” :D . თქვენი არ ვიცი მარა მე ველები მირჩევნია :))

აქვე მაქვს ვიდეო სადაც ნათლად ჩანს ლოგოს ევოლუცია და მათემატიკურადაა აღწერილი დღევანდელი ლოგოს “მოღუნვის” მიზეზები :D

Pepsi – Theme Son “Pepsi Generation” 1960’s by Tsilo

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close