უცნაური

ოსტატობის სკოლა ანუ როგორ მოვყვეთ საშიში ისტორიები და დავაშინოთ მეგობრები

db0bc9aeb035
არა, ალბათ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ბავშვობაში,  ტანში ჟრუანტელით და შიშით არ მოუსმენია საშინელი ზღაპრები და ისტორიები. გარშემო სიბნელეა, და გგონია რომ თითქოს ვიღაცა გეცემა ფეხში და წაგათრევს. ამ ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ, თვითონვე ისწავლით, თუ, როგორ მოყვეთ ასეთი “ზღაპარუნები” . მაშ ასე:

ინსტრუქცია

სირთულის დონე : არც ისე რთული

დაგჭირდებათ :

ბნელი ოთახი

საზარელი ხმა

დაინტერესებული მსმენელი

ნაბიჯი1

პირველად განსაზღვრეთ ზომა, სტილი,როგორია თქვენი ისტორია და მოიფიქრეთ ეფექტი, რომლის მოხდენასაც აპირებთ. იქნება ეს ისტორია ვურდალაკებზე, ვამპირებზე, თუ გოგო და ბიჭზე, რომელიც სახლში მარტო დარჩნენ ?! არჩევანი ბევრია, ხოლო რას აარჩევთ თქვენზეა დამოკიდებული, სტილზე და თქვენს მსმენელზე. რაღაც მეეჭვება, რომ უფროსები დააშინოს
ისტორიამ ბაბაიაგაზე .. მაგრამ, იმასაც გააჩნია, როგორ მოყვებით.

ნაბიჯი 2

დაიმახსოვრეთ,რომ მოკლე მონათხრობისათვის საჭიროა მოქმედების საინტერესოდ შეთხზვა. შედეგ კი მიყევით სქემას:
-საინტერესო დასაწყისი – 
-უჩვეულო გაგრძელება-
– წარმოუდგენელი სიუჟეტი-
– მოულოდნელი გახსნა –
 -შოკისმომგვრელი ფინალი – . 
გრძელ ისტორიებს დასჭირდებათ დეტალების დამუშავება, ამიტომ ჯობია მოკლე ამბებით დავიწყოთ

ნაბიჯი 3

პერსონაჟებზე დიდხანს არ გაჩერდეთ – აიღეთ ისინი პირდაპირ რეალური ცხოვრებიდან. აიღეთ უბრალო სიტუაცია , მაგალითად : ბავშვები მარტონი დარჩნენ სახლში. შემდეგ დაამატეთ რამე უცნაური და არარეალური, მაგალითად : წასვლის წინ დედამ ბავშვებს სასტიკად აუკრძალა ტელეფონის ყურმილის აღება ან მაცივრის გამოღება. ბავშვები რათქმაუნდა არ მოუსმენენ მათ და…
რა შემდეგ?! მაცივარში გვამი აღმოჩნდა?! ტელეფონზე უთხრეს რომ მათკენ მოემართება სიკვდილის ლურჯი ცეცხლი. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

ნაბიჯი 4

მოიფიქრეთ “საშიში” , იდუმალებით მოცული სახელწოდებები , მაგალითად : წითელი თვალები, მწვანე ხელი, ხის ფეხი, ყვითელი სახე, ჯადოქრის ტბა, შავი პლაში, დამაქალი, ლურჯი ულვაში, ირის სამფლობელო ან ველოს ბენზოხერხი :lol2:
და ა.შ.
რაც უფრო იდუმალი და ბინდით მოცული იქნება სახელი, მით უკეთესია, მით უფრო მიეცემა მსმენელი ფანტაზიებში ფრენას  და უფრო შეეშინდებათ კიდევაც.

ნაბიჯი 5
შექმენით შესაბამისი გარემო. თუნდაც ბინდი ან მაქსიმალურად ჩაბნელებული ოთახი. მოყევით ჩუმი და იდუმალი ხმით.  არ აჩქარდეთ. პაუზების დროს კი სიბნელეში რაიმე საგანზე მიუთითე
“ჰეი რა მოძრაობს მანდ(ფართხალებს :lol2:  , ნათდება, შავდება, ყანყალებს და ა.შ)

ნაბიჯი 6
ბოლო, ყველაზე საშიში რეპლიკა წარმოთქვით მოულოდნელად , ჩქარა, ხმამაღლა . ბონუსი იქნება თუ ვინმეს მოულოდნელად ჩასჭიდებთ ხელს.

და ბოლო ყველაზე მთავარი

გჯეროდეს თავად იმის, რასაც ყვებით და მსენელებსაც დააჯერებთ.!

აბა გუდ ლაქ  :D

მსგავსი ამბები

Back to top button