არქივი

ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო

eabc883e4db0

(ფრანგ. Henri Julien Félix Rousseau; დ. 21 მაისი, 1844 — გ. 2 სექტემბერი, 1910) — ფრანგი პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვარი. ასევე ცნობილია, როგორც Le Douanier (საბაჟოს თანამშრომელი) მისი სამსახურის გამო. ცხოვრებაში დაცინვის საგანი, ის მოგვიანებით თვითნასწავლ გენიოსად აღიარეს უაღრესად მხატვრული ხარისხის ნამუშევრების გამო.

8e432c25f334

მის საუკეთესო ტილოებზე აღწერილია ჯუნგლების სცენები, მიუხედავად იმისა, რომ თავად საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია და ჯუნგლი თვალით არ უნახავს. გავრცელებული ისტორიები მის მიერ სამხედრო სამსახურისას მექსიკაში მოგზაურობაზე საფუძველს მოკლებულია. მისი შთაგონების წყარო წიგნების ილუსტრაციები და პარიზის ბოტანიკური ბაღი იყო. მის ნამუშევრებში ასევე აისახა ისტორიები, რომლებიც მას მექსიკაში ექსპედიაციაში ნამყოფი ფრანგი ჯარისკაცებისგან ჰქონდა გაგონილი. ეგზოტიკური სცენების გვერდით ასევე ხშირად მეორდება მის ნაწარმოებებში ქალაქისა და მისი გარეუბნების მცირე ზომის ტოპოგრაფიული გამოსახულებები.

d0a19ac8c5f5

მისი მტკიცებით, რუსომ გამოიგონა პორტრეტული პეიზაჟის ახალი ჟანრი, რომელსაც აღწევდა ჯერ ქალაქის სასურველი ნაწილის ხედის ხატვით, შემდეგ კი მასში წინა პლანზე ადამიანის გამოსახვით.

1c95f029f37f

3a44bd95183a

75719bcb5f72

ecf68a82cba5

953cc8887fdf

0abc72b3cc20

Facebook121170184607373.100001782167424.1437608001
fbpage

Ere Artს მოსწონს

ereart

http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373 http://urakparaki.com/?m=7&WUID=6357

მსგავსი ამბები

Back to top button