არქივი

მხოლოდ ფაქტები

494fc31719d2

1) ქალაქი სტოქჰოლმი დაგეგმილია ისე, რომ ტერიტორიის ერთი მესამედი მწვანე საფარია, ერთი მესამედი წყალი, ანუ მდინარეები,ტბები და მხოლოდ ერთ მესამედზეა განლაგებული დაწესებულებები, ოფისები და საცხოვრებელი  სახლები.

2) დიმიტრი შოსტაკოვიჩს სამუშაო ოთახში მინის ქვეშ მუსორგსკის პორტრეტი ედო. იგი ამბობდა : როდესაც მას თვალებში ვუყურებ, მიადვილდება ჩემი ნაწარმოებების გადაყრაო.
aedbde32b3a2
3) ჰეროდოტეს “ისტორიები” 9 წიგნისგან შედგება და მათ მუზების სახელები ჰქვია.

4)1944 წელს ვატიკანის წმინდა ტახტის საფოსტო უწყებამ გამოუშვა მარკების სერია გალილეო გალილეის პორტრეტით და ეს მოხდა რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის მიერ მისი “რეაბილიტაციის” ორი წლისთავზე.

5)მარხვის დროს ძველ რუსეთში ჭარხალისა და სტაფილოს ჭამაც არ შეიძლებოდა; სამაგიეროდ, ახლაც დაშვებულია ზღვის ისეთი ცხოველების მირთმევა ,რომლებსაც წითელი სისხლი არ აქვთ.

6) წარწერა-” დამზადებულია საბჭოთა კავშირში ”  პირველად 1922 წლის 27 ნოემბერს ხომალდ     “ამხანაგ  კრასინზე” გამოჩნდა. შემდეგ ასეთი წარწერა საბჭოთა გავშირში გამოშვებულ ბევრ პროდუქციას ჰქონდა. აქტუალობა მან 69 წლის შემდეგ დაკარგა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

7) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღევანდელ დაავადებათა 80 პროცენტის მიზეზი სასმელი წყალია.

8)მისიურის შტატში , ქალაქ სენტ-ლუისში არსებობს “სამედიცინო შარლატანობის ნაციონალური მუზეუმი” , სადაც წარმოდგენილია უამრავი გამოსაჯანმრთელებელი აპარატურა და წამალი.

9) შუა საუკუნეებში ცნობილი იყო მხოლოს 9 ელემენტი: ნახშირბადი, რკინა, სპილენძი, ვერცხლი,ოქრო, კალა, ვერცხლისწყალი, ტყვია და გოგირდი.

წყარო : “თბილისელები”

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button