არქივი

ეს საინტერესოა!(ნაწილი I)

3d25c33bfe5f
მოკლედ საინტერესო ფაქტებმა წალეკა უცნაური, ხოდა მეც რითი ჩამოვრჩებოდი  :dabneuli:


1. მსოფლიოში სიღარიბის ზღვრად ისეთი მდგომარეობა ითვლება, როცა ერთ სულ მოსახლეზე დღეში 1 დოლარზე ნაკლები შემოსავალი მოდის. ასეთი ადამიანიების რიცხვი დედამიწაზე 1,2 მილიარდია. მათი უმეტესობა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს.

2. ჰუმანური ინდექსი პირველად 1990 წელს პაკისტანელმა ეკონომისტმა, მაჰბუბ ულ-ჰაკმა შეიმუშავა, გაერო  კი  ამ ინდექსს 1993 წლიდან იყენებს.

3. ლა-მანშის სრუტის,ანუ ინგლისის არხის ყველაზე ვიწრო ნაწილის ქვეშ,რომელიც დუვრის,ანუ პა-და-კალეს სრუტით არის ცნობილი,სარკინიგზო გვირაბია გაყვანილი.მისი საშუალებით კუნძული დიდი ბრიტანეთი კონტინენტს მატარებლით უკვაშირდება.

4.ევროპის ტერიტორიის 70%-ზე მეტი ვაკეებს უკავია.ზედაპირის საშუალო სიმაღლით იგი მხოლოდ ავსტრალიას აღემატება.

5.მსოფლიოში პირველი ჰიპერმარკეტი “გრანდრაპიდსი” 1962 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გაიხსნა. ევროპაში კი 1963 წელს საფრანგეთში გახსნილი ჰიპერმარკეტი იყო.

6.კავკასია ალპურ-ჰიმალაურ სეისმურ სარტყელში შედის,რის გამოც აქ ხშირია მიწისძვრები.

7.ევროპა ერთადერთი კონტინენტია,სადაც არ არის უდაბნოები.

8.ევროპაში პირველი ეროვნული პარკი 1909 წელს შვედეთში შეიქმნა.

9.ისლანდია ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა , რომელსაც არ ჰყავს რეგულარული სამხედრო ძალები. ისლანდიაში მხოლოდ სანაპირო დაცვის სამსახური მოქმედებს.

10.@ – ნიშანი (‘at’sign, commercial at’) ამჟამად ინტერნეტის ეპოქის სიმბოლოა, რომელიც გამოიყენება ქსელურ სერვისებში მომხმარებლის სახელის გამოსაყოფად დომენის დასახელებისაგან. ამ ნიშანს ყოველდღიურად ვიყენებთ ელექტრონული ფოსტის მისამართის დაწერისას.

11.აზიაში,სუბარქტიკულ კლიმატურ სარტყელში,ვერხოიანსკის მთებში არსებულ ოიმიაკონის ქვაბულში მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცივი ადგილი – სიცივის პოლუსი. ამ ადგილას დაფიქსირებულია ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი – -70 ცელსიუს გრადუსი.

12.აზია მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანია კულტურული მცენარეების მოყვანის სახით. ის ბრინჯის, ბამბის, ციტრუსების, კიტრის, ბანანის, ქოქოსის, პალმის, წიწიბურის და მრავალი სანელებლის სამშობლოა.

13.აზიის სახელმწიფო ბანგლადეში ტერიტორიის ფართობით 94-ე ადგილზეა მსოფლიოში,მოსახლეობის რიცხოვნების მიხედვით მე-7-ზე, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მე-5-ზე.

14.მისისიპი ინდიელების ენაზე “დედა მდინარეს” ნიშნავს.

15. ზემო ტბა მსოფლიოში ფართობის მიხედვით უდიდესი მტკნარი ტბაა.

16.ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა- ინდიელები და ესკიმოსები ამჟამად კონტინენტის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

17.სამხრეთ ამერიკა ეს სწორედ ის კონტინენტია,სადაც მდებარეობს მსოფლიოშI ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანი ლიულია ილიაკო(6723მ) და ასევე ჩამქრალ ვულკანებს შორის უმაღლესი- ჩიმბირასო(6267მ.)

18.ამაზონის დაბლობის ფართობით უდიდესია პლანეტაზე. მისი ფართობი 5.1 მლნ კმ.კვ- ია.

19.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოპოვებულ იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალმასი,რომლის წონაც 3 ათას კარტას ჭარბობდა. მოგვიანებით იგი ბრიტანეთის მეფე ედუარდ მეშვიდეს აჩუქეს.მისი გადამუშავების შემდგომ მიღებული ბრილიანტები ამჟამად ბრიტანეთი დედოფლის საგანძურის ნაწილია.მათ შორისაა მსოფლიოში უდიდესი ბრილიანტი “აფრიკის ვარკვლავი”,რომელიც 630 კარატს იწონის და ბრიტანეთი დედოფლის სამეფო კვერთხშია მოთავსებული. ის ლონდონში,თაუერის ციხესიმაგრეში ინახება.

20. აფრიკაში ზამთარშიც კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა + 12-13 ცელსიუს გრადუსზე  დაბლა არ ჩამოდის. დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა +58  ცელსიუს  გრადუსი  სწორედ  აფრიკაში, ლიბიაში  დაფიქსირდა.

21.აფრიკაში ყველაზე ნალექიან ადგილად გვინეის ყურესთან ახლოს მდებარე კამერუნის მთა(10000 მმ წელიწადში) ითვლება, ხოლო საჰარის უდაბნოს უმეტეს ნაწილზე კი ნალექების რაოდენობა 50მმ-ზე ნაკლებია.

22.კონგო ყველაზე წყალუხვი მდინარეა არა მარტო აფრიკაში,არამედ მთელ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.

23.მდინარე კონგოს ოკეანეში ყოველწლიურად იმდენი წყალი ჩააქვს,რამდენიც 15 ისეთ მდინარეს,როგორიცაა ნილოსი.

24.აფრიკის უდაბნოებში მუდიმივი მდინარეები არ არსებობს. აქ მხოლოდ მშრალი მდინარეების კალაპოტებია, იგივე “ვადები”. ისინი მხოლოდ წვიმების დროს ივსება.

25.ლიანა როტანგის სიგრძე ზოგჯერ 300 მ-ს აღწევს.

26 საჰარის უდაბნოს მხოლოდ 20%-ია ქვიშიანი,დანარჩენ ტერიტორიაზე ქვიანი და თიხიანი უდაბონებია.

27.აფრიკაში 1000-ზე მეტი სალაპარაკო ენაა. იმ ქვეყნებშI სადაც ბევრი ენაა,ერთი ოფიციალური ენაც არსებობს,რათა მოსახლეობამ ერთმაეთთან ურთიერთობა ადვილად შეძლოს.

28.ავსტრალიის კონტინენტზე ოკეანიდან ყველაზე დაშორებული ადგილი 950კმ მანძილზე მდებარეობს.

29. კოსწიუშკო- ეს არის პოლონეთის გმირის სახელი და ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალი.

30.ავსტრალიაში 7000-მდე არტეზიული ჭაა,საიდანაც წყალი ბუნებრივი წნევით ამოდის.

31.ავსტრალიას მეორენაირად “ცოცხალი ნამარხების” კონტინენტსაც უწოდებენ,რადგან აქ ისეთი ცხოველებია შემორჩენილი,რომლებიც სხვაგან დიდი ხნის წინ გადაშენდნენ.

32.ანტარქტიდა არქტიკის საწინააღმდეგო მხარეს ნიშნავს.

33.ანტარქიტის ბუნების შესწავლაში დიდი წვლილი ქართველმა მკვლევარებმაც – გარსევან კურდღელაიძემ, თემურ გორგოლაშვილმა, პავლე მაისურაძემ და ლაშა ფულარიანმა შეიტანეს.

არ გამლახოთ თუ არ ვარგა :vaime: ისადა გავაგრძელო?! :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button