საკითხავისასარგებლოუცნაური

25-ე კადრი


წინასწარ გაფრთხილებთ, თავი შეიკავეთ უაზრო კომენტარებისგან. რაც მიწერია ყველაფერი სიმართლეა!

თითქოს ოცდამეხუთე კადრი რაღაც მოგონილი ჭორი იყოს, მაგრამ სინამდვილეში ოცდამეხუთე კადრი არსებობს. იგი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.

მოკლედ დავიწყოთ:

I. როგორ წარმოიშვა 25–ე კადრი.

1956 წელს ერთმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა (გვარი აღარ მახსოვს) განაცხადა, რომ შეეძლო, კინოსეანსების დროს ადამიანებზე მოეხდინა ზემოქმედება ისე, რომ ისინი ვერაფერს იგრძნობდნენ. მართლაც, ექსპერიმენტის დროს კინოდარბაზში გაუშვეს ფილმი, სადაც პოპკორნის რეკლამა 25 კადრებად იყო ჩატვირთული. შედეგი ასეთი იყო: შესვენებაზე პოპკორნის გაყიდვები 7-ჯერ გაიზარდა, რომ ეკითხებოდნენ რატომ ყიდულობთო, პასუხი ასეთი იყო: რავიცი, მოგვინდა… მალე 25 კადრის მომგონებელი ფსიქოლოგი F.B.I.-მ გააქრო.

II. შეიძლება აღმოვაჩინოთ 25 კადრი?

პასუხი: ვერა.

25–ე კადრი შეიძლება იყოს დადებითი, ასევე უარყოფითი. მაგრამ მისი აღმოჩენა ძალიან ძნელია. მისი აღმომჩენელი აპარატები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაშია.

III. რატომ იკრძალება 25–ე კადრის გამოყენება ზოგ ქვეყანაში?

მოგეხსენებათ, 25–ე კადრი ადამიანის ფსიქიკაზე ახდენს ზეწოლას. ამიტომ უკვე ხვდებით ხომ? :)

IV. როგორ ახდენს 25–ე კადრი ფსიქიკაზე ზემოქმედებას?

ალბათ ყველას აინტერესებს ეს…

და ალბათ ყველას ჰგონია რომ თვალი 24 კადრს აღიქვამს და ერთი კადრი ტვინში მიდის. მაგრამ ეს ასე არაა. თვალის ბადურა წამში 25 კადრს აღიქვამს. მაგრამ ტვინს ძალუძს მხოლოდდამხოლოდ 24 გაშიფროს 25-დან. ის ერთი კადრი (25-24=1! ( ახალი აღმოჩენა :D )), რომელიც ტვინმა ვერ აღიქვა, იგზავნება ქვეცნობიერში (ცნობიერების “სანაგვეში”), ილექება და შემდეგში ახდენს ზემოქმედებას ადამიანზე. ასევეა ფობიებიც.

V. იძახიან რომ კოკა-კოლა ყველაზე ხშირად იყენებს 25 კადრს. სიმართლეა?

25–ე კადრი პირველად გამოყენებულ იქნა კოკა-კოლას რეკლამაში. როცა გაუშვებდნენ ხოლმე რაიმე 24 კადრს, ემატებოდა 1 კადრი (24+1=25), და ამ კადრში ჩამატებული იყო კოკა-კოლას პოსტერი. როცა რეკლამა დამთავრდა მაყურებლების 80% კოკა-კოლას ყიდულობდა.

^^ ეს მაგალითია თუ როგორ ახდენს 25–ე კადრი ფსიქიკაზე ზემოქმედებას. ესეიგი გაუშვეს 25 კადრი, თვალმა დაინახა 25-ვე კადრი. ტვინმა გაშიფრა აქედან 24 კადრი და 1 კადრი ქვეცნობიერში გაუშვა. ანუ “კოკა-კოლას პოსტერი ცნობიერების სანაგვეში მოისროლა”. მაგრამ აქ დაილექა ეს კოკაკოლას პოსტერი და შემდეგში ადამიანს მოუნდა კოკაკოლა (ტვინმა მოანდომა).

VI. რა დადებითი თვისება აქვს 25–ე კადრს?

25–ე კადრით კურნავენ ნარკომანებს… როგორ? არსებობს კლინიკები, სადაც 25–ე კადრით ნარკომანებს უბიძგებენ თავი დაანებონ ნარკომანიას.

VII. სად იყენებენ 25–ე კადრს?

ტელევიზიებში, რეკლამებში, ფილმებში, მუსიკებში, კლინიკებში (იხ. VI კითხვა) და სხვა. მაგრამ მე მინდა გავამახვილო ერთზე ყურადღება: 25-ე კადრს იყენებენ არჩევნების რეკლამებში!

და ბოლოს: ბონუსი (?)

არსებობენ ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებას ახდენენ. როგორ? სიტყვით… არა, ეს ფსიქოლოგები არ არიან…. ზუსტად არც მე ვიცი რა ნუ მოკლედ, სიტყვებს ისეთი ტონით იძახიან გონებაში გრჩება.

დასასრული… აჰა ესეც ჩემი ცოდნაა. დაისვენეთ ეხლა. ეს არის სრულიად სიმართლე აქ რაც წერია. ამიტომ უცნაურელებო გილოცავთ თქვენ მიხვდით რა არის ოცდამეხუთე კადრის ეფექტი!

კოპირებისას მიუთითეთ წყარო

კანიეც! :mamao:(რუსული სურათი დევს დასაწყისში და თავისთავად რუსულით უნდა დამთავრდეს)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close