კულტურა

ჩემპიონატი საიტებს შორის ფეხბურთში

5b097e75fddb

მოგესალმებით ყველას და როგორც შეგპირდით ucnauri.com ზე გვაქვს ახალი ივენთი. ამჯერად ჩამოყალიბდება ფეხბურთის გუნდი და მონაწილეობას მივიღებთ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში და გაგრძელდება წინასწარი ინფორმაციით 5 თვის განმავლობაში. დამეთანხმებით ძალიან მაგარი რამ გამოვა და ვინც გუნდში მოხვდება, მშვენიერი დღეები ელის წინ. 

მოკლედ ეს ყველაფერი არის ჩვენი jiji_juve-ს დამსახურება და ჩემთან ერთად ბექა იქნება ამ ივენთის ორგანიზატორი.
ucnauri.com-ის ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს ucnauri.com-ი და ძირითადად jiji_juve.

რა “სავარაუდო” ინფორმაციას ვფლობთ:
1. დაიწყება ოქტომბრის დასაწყისში.
2. გაგრძელდება სავარაუდოდ 5 თვის განმავლობაში.
3. თამაშები გაიმართება 161 სკოლის “დიდ” სტადიონზე.
4. გუნდში უნდა იყოს მაქსიმუმ 16 მოთამაშე.
5. იქნება სოლიდური საპრიზო ფონდი.
6. გუნდიდან დასადებია 250 ლარი.
7. 16 მოთამაშეზე გამოდის 15.70 თეთრი.
8. ინფორმაცია დაემატება, მაშინვე, როგორც კი შევიტყობთ რამეს
9. სავარაუდო მონაწილე საიტების სია:

1. tbiliso.ge
2. forum.ge
3. teen.ge
4. forum.internet.ge
5. forum.gol.ge
6. barcamania.ge
7. manunited.ge
8. offline.ge
9. forum.tsu.ge
10. forzajuve.ge
11. realmadrid.ge
12. ucnauri.com

როგორ მოხვდე გუნდში?

ამჟამად აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ucnauri.com-ის გუნდის ფორმირება. მე მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც თამაშობთ საკმაოდ კარგად და გჯერათ საკუთარი თავის, შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით:

Error: Contact form not found.

ვინც გადაწყვეტს გახდეს ucnauri.com-ის გუნდის წევრი, უნდა აკმყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. უნდა იყოს 16 + ასაკის, სასურველია 18 + (ამას კიდევ გავარკვევ)
2. უნდა იცოდეს ფეხბურთის თამაში.
3. უნდა გრძნობდეს ucnauri.com-ის გუნდში თამაშისას პასუხისმგებლობას.
4. არ უნდა თამაშობდეს მოწინააღმდეგის გუნდში :)
5. რამეს მოვიფიქრებთ კიდევ… :dabneuli:

ტურნირის ორგანიზატორია www.tbiliso.ge, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით.

ჩვენი მიზანი:
აღარ დავიწყებ მაღალფარდოვანი “რეჩების” რაკრაკს, რომ ჩვენ ვებრძვით ნარკოტიკებს და ათას ნემსიან უბედურებებს :D ეს ისედაც იგულისხმება… მოკლედ ჩვენი მიზანია უფრო დავაახლოვოთ ერთმანეთთან უცნაური ბლოგის წევრები და ნელ-ნელა შეიქმნას, რაღაც კლუბის მაგვარი რამ. მოკლედ ამას მოყვება შემდეგ ucnauri.com-ის ფანკლუბის შექმნა (თუ პირველივე თამაშზე არ გამოვვარდით) :D და მოკლედ გავერთობით! პლიუს ამას კიდევ, საქართველოს ნაკრების და დინამოს თამაშის ყურებას ბეეევრად მირჩევნია 161-ზე ვუყურო მოყვარულების თამაშს.

P.S. კალაძევ, თუ კითხულობ ამ პოსტს, არც იფიქრო ე-მეილის გამოგზავნა და დახურე ფანჯარა! :boli:

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button