გასართობისაკითხავისურათები

10 რამ, რასაც კაცები ყველაზე მეტად ვერ იტანენ ქალებში

2f274038a5ac

ალბათ კარგად გახსოვთ ჩემი წინა პოსტი სახელად “10 რამ, რასაც ქალები ყველაზე მეტად ვერ იტანენ კაცებში”, რამაც რამდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენლის პროტესტი და გაღიზიანება გამოიწვია. არც ქალები ხართ ნაკლები და თქვენც უამრავი ნაკლი გაქვთო. ამიტომ გადავწყვიტე პოსტი მდედრობითი სქესის იმ თვისებებზეც გამეკეთებინა, რაც კაცებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ.

1. კითხვები.

19e82fa3f7df

კაცებს არ მოსწონთ, როდესაც ქალები კითხვების დასმას იწყებენ. მაგრამ არა რაიმე ერთ კონკრეტულ საკითხზე, არამედ ყველაფრის შესახებ. ხშირად ამით უნდათ მამაკაცი რაიმეში გამოტეხონ და ეშმაკურ კითხვებს აძლევენ. მამრობითი სქესი კი ვერ ეგუება ამ სიტუაციას.

2. უამრავი დროის ხარჯვა მოსაწესრიგებლად.

b33a1e093ca8

კარგად არის ცნობილი, რომ კაცებს მოთმინების უნარი არ გააჩნიათ და ვერ იტანენ ლოდინს. საშინლად ღიზიანდებიან, როდესაც მათი რჩეული საათებს ანდომებს ტანისსამოსის შერჩევასა და მაკიაჟის გაკეთებას. უფრო მეტად კი ის აღიზიანებთ, რომ მდედრობითი სქესი ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას და შესაბამისად ლოდინის დროც იზრდება.

3. ემოციური მხარე.

3769305d0a56

კაცები ვერ იტანენ, როდესაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მათ საკუთარ პრობლემებზე ესაუბრება. ტირილზე და წუწუნზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ არ შეუძლიათ (ან არ სურთ) მხარი დაუჭირონ და დაამშვიდონ იგი.

4. მოსაზრებანი.

09b440a13e8c

მამრობითი სქესის წარმომადგენლები ასევე ღიზიანდებიან, როდესაც ქალი მათ შეკითხვებს საკუთარ გარეგნობაზე უსვამს. მაგალითად: “ამ კაბაში ძალიან მსუქანი ვჩანვარ? რომელი სჯობს, ეს ჩავიცვა თუ ეს?” – სწორედ მსგავს კითხვებს ვერ იტანენ მამაკაცები.

5. ერთგვარი იარაღი – სექსი.

79fb27f3a5ee

კაცები ვერ იტანენ, როდესაც ქალს რაიმე სურს და ამისათვის, რომ ამ რაღაცაზე მამაკაცი ადვილად დაითანხმოს დასახმარებლად სექსს მიმართავს. ან პირიქით, თუ გაბრაზებულია და უნდა მამრობით სქესში მიძინებული დანაშაულის გრძნობა გააღვიძოს უარს ამბობს სექსუალურ ცხოვრებაზე.

6. საყიდლებზე სიარული.

0916f1ed0516

ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალების უმრავლესობა ე.წ შოპინგს ძალიან დიდ დროს ანდომებს. ამ პროცესში ქალის გვერდით ყოფნა კაცისთვის ყველაზე დიდი სასჯელია. როგორც ზემოთ ავღნიშნე მოთმინების უნარის ქონით ვერ დაიკვეხნიან, ამიტომ სამოსის არჩევის პროცესს კაცები ვერ იტანენ. თუ გაიღებს “მსხვერპლს” და საყვარელი ქალის ხათრით დათანხმდება მასთან ერთად საყიდლებზე წასვლას, მაშინ რაც არ უნდა მოიზომოს ქალმა ყველაფერზე თავს დაუქნევს, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს შინ.

7. ლაპარაკი.

353abf67a332

ქალები ბუნებრივად მოლაპარაკეები არიან. მათ შეუძლიათ საათების განმავლობაში შეუჩერებივ ისაუბრონ ყველაზე და ყველაფერზე. ან უარესი, მხოლოს ერთი საკითხის გარშემო იტრიალონ. კაცი ვერ იტანს ამას, მით უმეტეს თუ ქალი საკუთარ თავზე საუბრობს და მას ამის მოსმენა უწევს.

8. კრიტიკა.

c9462cd13182

კაცი არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქალის მიერ სხვა, მეორე ქალის კრიტიკასაც ვერ ეგუება. არ შეუძლეა მოისმინოს რა საშინელი ფეხსაცმელი ეცვა წვეულებაზე მავანს, ან რა იაფასიანი სუნამო ესხა მას.

9. სიჩუმე და უყურადღებობა.

c328e8cc68f6

ეს ერთ-ერთია რასაც კაცი ყველაზე მეტად ვერ იტანს ქალში. მაგალითად, მამრობითი სქესის წარმომადგენელი მას რაიმეს უხსნის, ესაუბრება, ის კი სიბრაზის ნიშნად ხმას არ იღებს და მზერა ჯიუტად, გაურკვეველი მიმართულებით აქვს გაშტერებული.

10. კარგი მეხსიერება.

0fef3b23de76

აი ამ ბოლო პუნქტს ყველაზე მეტად ვერ იტანენ მამაკაცები. ქალის კარგი მეხსიერება ეს მათი ნამდვილი მტერია. მდედრობითი სქესისთვის პრობლემას არ წარმოადგენს კარგად დაიმახსოვროს კაცის შეცდომები და არასწორი საქციელი. შემდგომ კი კამათის დროს არგუმენტად მოუყვანოს და დეტალურად გაახსენოს ყველაფერი. ამის შემდეგ კაცს სათქმელი აღარაფერი რჩება. :evil:

P.S. პოსტი ეძღვნება უცნაურის ყველა მამრობითი სქესის user-ს. ა-ჰა, დაისვენეთ… : P

მსგავსი ამბები

Back to top button