არქივი

Swatch

Swatch

1979 წელს, სვოჩ ჯგუფის მიერ შექმნილი საათი ”დელირიუმი” ( “Delirium” ), იაპონური და შვეიცარიული საათების მწარმოებელთა შორის ბრძოლის შედეგი იყო. ამ წარმატების მიზეზი უკიდურეს გამარტივებაში მდგომარეობდა. ასე გაჩნდა სვოჩი 1983 წელს შვეიცარიაში.

მიმზიდველი, სახალისო, თამამი დიზაინით, მუდამ განახლებული, მაღალი ხარისხის და ამავე დროს მისაღები ფასის. ცნობილი დიზაინერები და ხელოვანები ძალას არ იშურებენ, რათა თავიანთი დრო, გამოცდილება და უნარი ამ, მართლაც რევოლუციური საათის მაღალტექნიკურ მოთხოვნილებებს შეუფარდონ.
სვოჩი შვეიცარიის ეკონომიკის წამყვანი კომპანიაა. მხოლოდ სვოჩის დამსახურებაა ის, რომ საათების ინდუსტრიამ მოახერხა 70-იანი წლების ბოლოს არსებული კრიზისიდან თავის დაღწევა. კრიზისის მიზეზი გახდა ელექტრო-კვარცული რევოლუცია, რის შემდეგაც ბაზარზე შემოვიდა დიდი რაოდენობით აზიური წარმოების იაფფასიანი, კვარცულ რეჟიმზე მომუშავე საათები, ხოლო მოთხოვნამ ძვირადღირებულ შვეიცარულ საათებზე საგრძნობლად იკლო.
სვოჩის საათები – მხიარული, ფერადი და ახალგაზრდული. ფასი – ყველასთვის მისაღები. მომხმარებელმა უნდა შესძლოს ახალი მოდელის ყიდვა წელიწადის დროის ან თუნდაც განწყობის მიხედვით.
გარდა ამისა, სვოჩი არის სხადასხვა საათების მწარმოებელი სამარკო ნიშნების მფლობელი. დაწყებული ყველაზე პრესტიჟულებიდან, რომლებიც აწარმოებენ ლუქსის კლასის ძვირადღირებულ საათებს, დამთავრებული შედარებით იაფფასიანი საათებით.
სვოჩი ჯგუფის სათაო ოფისი განთავსებულია ბილში (კანტონ ბერნი). სვოჩი აწარმოებს მსოფლიო საათების 25%-ს. ძირითადი ქარხნები განლაგებულია შვეიცარიაში, მხოლოდ ქარხანათა მცირე ნაწილი მდებარეობს შვეიცარიის საზღვრებს გარეთ.
სვოჩი ხშირად არის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ოფიციალური ქრონომეტრი. მათ შორის არის 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადა.
70-იანი წლების ბოლოს არსებული კრიზისის დასაძლევად ორმა ყველაზე დიდმა საათების მწარმოებელმა კომპანიამ ASUAD (Allgemeine Schweizersche Uhrenindustrie AG) და SSIH (Societe suisse pour l’industrie horlogere)-მ გააცნობიერა, რომ საჭირო იყო გაკვეული ზომების მიღება. მდგომარეობა იმდენად სავალალო იყო, რომ რამოდენიმე უცხოური კომპანია მათ წილის შესყიდვას სთავაზობდა ისეთ სამარკო საათებზე როგორიცაა: Longines, Omega, Tissot. 1983 წელს ეს ორი კომპანია გაერთიანდა და მარკეტინგული სიტუაციის ანალიზისთვის მოიწვიეს საკონსულტაციო ჯგუფის Hayek Engineering-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლას ჰაიეკი. ჰაიეკს მტკიცედ სწამდა, რომ შვეიცარული საათების ინდუსტრია განწირული არ იყო და საჭირო იყო უბრალდ სხვა ბიზნეს არენაზე გასვლა. 80-იან წლებში მან განავითარა სტრატეგია, რომელმაც წარმატება მოუტანა მთლიანად საათების ინდუსტრიას და 1984 წელს მათ ისევ წამყვანი პოზიციები დააკავებინა.
სვოჩის თითოეულ საათს აქვს თავისი უნიკალური სტრატეგია და მომხმარებელთან კომუნიკაციის გეგმა. სვოჩის პრიორიტეტებია: მაღალი ხარისხი, მისაღები ფასები, ცხოვრებისეული ხალისი, ინოვაციურობა და ტექნიკური გამართულობა.
სვოჩის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში კომპანიამ დაამზადა სპეციალური საათი, რომლის სიგრძეც 140 მეტრს აღწევდა. გიგანტური საათი ფრანკფურტის ყველაზე მაღალ შენობაზე დაკიდეს წარწერით: ”60 გერმანული მარკა, დამზადებულია შვეიცარიაში”. სარეკლამო კამპანია მხოლოდ 4 დღეს გრძელდებოდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთელ გერმანიას გაეგო რა არის სვოჩის საათი.
სვოჩი ჯგუფი აერთიანებს შემდეგ საათებს: Swatch, Blancpain, Omega, Longines, Rado, Tissot, Certina, Mido, Hamilton, Pierre Balmain, Calvin Klein, Flik Flak

მსგავსი ამბები

Back to top button