საკითხავისასარგებლო

ჰარაკირი

japan overview 2

იაპონიაში რიტუალურ თვითმკვლელობას _ მუცლის გაფატვრას, ჰარაკირი ეწოდება. ჰარაკირის ტრადიცია განმტკიცდა VII-XII საუკუნეებში და თავიდან მას მხოლოდ სამურაები აკეთებდნენ. სიტყვა ”ჰარაკირს” უცხოელები ირონიის ელფერით ხმარობენ, თავად იაპონელენი კი ამ ტრადიციას ”სეკუკუს” ”კაპუკუს” უწოდებენ. სეკუკუ პირდაპირ აღნიშნავს მუცლის გაფატვრას. თუ სეკუკუ ინიშნებოდა როგორც სასჯელი, ეს იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავემ შეიგნო დანაშაული. დამნაშავე სეკუკუს წინ ამბობდა: ”ცუდად მოვიქეცი, მრცხვენია სინდისის წინაშე და საკუთარი ხელით ვისჯი თავს”. ხანდახან სეკუკუს უდანაშაულო ადამიანიც აკეთებდა, რაც იმას ნიშნავდა: ”უდანაშაულო ვარ, მაგრამ მინდა გაჩვენოთ ჩემი სული, რათა თვითონ განმსაჯოთ”. მუცლის გაფატვრით გამოწვეული ტკივილი ძალიან მძიმე ასატანია. სამურაის თვალში ჰარაკირი და ბრძოლაში დაცემა ერთნაირი გმირობა იყო.

როდესაც ქმარი საკუთარ თავს ჰარაკირით დასჯიდა, სამურაის ცოლი ვალდებული იყო კისრის ძარღვი გადაეჭრა და თავი მოეკლა. ამ პროცედურას ჯიგაი ეწოდებოდა. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ქალები ფეხებს კოჭებთან იკრავდნენ, რათა სიკვდილის შემდეგ უხერხულ პოზაში არ ყოფილიყვნენ.

ჰარაკირის პროცედურა მდიდრულად, მზის ჩასვლის შემდეგ ტარდებოდა ბატონის ეზოში. აქტის ადგილზე ყრიდნენ ხრეშს, ზემოდან ჭილოფს, ზედ თეთრ ტილოს აფარებდნენ და თხელ კიმონოში ჩაცმული მსჯავრდებული მასზე იაპონურ პოზაში _ ფეხმორთხმული ჯდებოდა. თვითონ ჰარაკირი სხვადასხვანაირად კეთდებოდა, მუცელს იფატრავდნენ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან ორივეს ერთდროულად. ეს უკანასკნელი ყველაზე რთული გასაკეთებელი იყო:

ხანჯალს მარჯვენა ხელით იღებდნენ, ირჭობდნენ მარცხენა ფერდში და ჰორიზონტალურად ატარებდნენ ჭიპის ქვემოთ მარჯვენა ფერდამდე. შემდეგ ვერტიკალურად დაისვამდნენ ჰოსიზონტალურ კვეთამდე. თუ ასეც ვერ კვდებოდნენ, მაშინ ყელს იჭრიდნენ.

იაპონიაში ჰარაკირი, როგორც თვითმკვლელობის აქტი, დროთა განმავლობაში გადაშენდა, მაგრამ ამ სისხლიანმა პროცედურის სულიერმა საფუძველმა ერის ფსიქოლოგიაში ღრმა კვალი დატოვა.

ჩემი პირველი პოსტია :boli:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close