მისტიკასაკითხავიუცნაური

საიდუმლო მასალები – უცხოპლანეტელები

a9c4b3712084

ეს ისტორია დაახლოებით 30 წლის წინ სამხედრო ბაზის – რაფ ვუდბრიჯის – ტერიტორიაზე მოხდა. მის შესახებ არსებულ დოკუმენტებთან შეხება მოლოდ 20 ადამიანს ჰქონდა. მათში აღწერილია უცნაური სამკუთხა ფორმის მოციმციმე ობიექტის გამოჩენა ვუდბრიჯში 1980 წლის 27 დეკემბერს. ობიექტი აშშ-ს საავაიაციო ბაზის წარმომადგენლებმა დაინახეს. ომბუდსმენის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ არანაირად შეიძლებოდა ახსნა იმისა, თუ რატომ არ უნდა სცოდნოდა ფართო საზოგადოებას ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩურჩულებდნენ. ამ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება ბრიტანეთის 250-მა დეპარტამენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა.

The Rendlesham Forest Incident – Part 1/3

ab4bcdf937ad

საფოლკში მომხდარი უცნაური ისტორია ბრიტანეთში გამოჩენილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ყველაზე ცნობილი შემთხვევაა. მთავრობამ მისი გასაიდუმლოება მოახერხა, მაგრამ დამალვა – ვერა. იმ ადგილს სადაც ერთ დროს უცნობი ობიექტი დაეშვა, ღობე აქვს შემორტყმული. მეორე მსოფლიო ომის დროს მას აშშ-ს საჰაერო ძალები იყენებდნენ. ეს ადგილი მხოლოდ 1993 წელს დატოვეს. იგი რენდლეშემის ტყეშია ჩაკარგული, ამიტომ მასზე არსებულ ინფორმაციას “რენდლეშემის ფაილები” ჰქვია. ეს აკრძალული ფაილები საზოგადოების მკაცრი მოთხოვნის შემდეგ გამოაქვეყნეს.

UFO – The Rendlesham Forest Case – Part 1 of 6

ამერიკელთა ბაზას საშოაბოდ რამდენიმე უცნაური ფორმის ხომალდი ეწვია. ერთ-ერთ მათგანს რაღაც დაუზიანდა და იძულებულები გახდნენ შეჩერებულიყვნენ., რათა ხომალდი შეეკეთებინათ. ეს ისტორია უნიკალურად იმიტომ არის იჩნეული, რომ რომ იგი დაწვრილებით აღწერა ბაზის ხელმძღვანელის თანაშემწემ, მაღალჩინოსანმა, პოდპოლკოვნიკმა ჩარლზ ჰალტმა. მან პატაკი თავდაცვის სამინისტროს წარუდგინა. ამ ისტორიის შემდეგ იგი დააწინაურეს.

Col. Charles Halt USAF, Nov 12 , 2007

ჩარლზ ჰალტი

aa9cbd979963

c9a0056061c3

ჰალტი იტყობინებოდა, რომ ბაზის ორმა თანამშრომელმა ტყეში უცნაური მანათობელი ობიექტი შენიშნა, მიყვნენ მას და ნათლად დაინახეს, რომ იგი ლითონის იყო და ხეებს შორის მანევრირებდა, თანდათანობით ზემოთ აფრინდა და გაქრა. ბაზის ახლოს მდებარე ფერმის ცხოველები იმ მომენტში თითქოს გაცოფდნენ, დიდხანს იყო ხმაური და გნიასი, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ჰალტმა და მისჯმა თანამშრომლებმა დაცვა გააძლიერეს და უფრო დიდი ჯგუფებად დაიწყეს ტყეში პატრულირება. ორი დღის შემდეგ ობიექტი დაბრუნდა. ჰალტი იმ ღამესაც პატრულირებდა. ნათლად დაინახა მზესავით წითელი და მანათობელი ობიექტი. იგი 5 ნაწილად გაიყო, ერთ-ერთი მათგანი კი მიწაზე დროდადრო ნათელ სხივს აგზავნიდა, გარკვეული ხნის შემდეგ კი გაქრა. მესამე დღეს რაზმი რადიაციის დეტექტორებითა და დიქტოფონით შეიარაღებული, პატრულირებაზე გავიდა. ელექტრომოწყობილობა შეფერხებით მუშაობდა, დეტექტორები კი მაღალ რადიაციას აფიქსირებდა. ღამის 2 საათზე ჰალტმა და მისმა რაზმმა ხეების სიღრმეში კვლავ დაინახეს უცნაური ნათება. ისინი შიშმა შეიპყრო და დიქტოფონზე ჩაიწერეს რაც ხდებოდა. ფირის მოსმენისას მხოლოდ მათი შეშფოთებული შეძახილი ისმის: “ის ჩვენსკენ მოდის, ნამდვილად აქეთ მოემართება… რაღაც უცნაური ფორმა აქვს… ისინი სამხრეთიდან მოდიან… თანაც ზუსტად ჩვენსკენ… ეშმაკმა დალახვროს!.. “ რამდენიმე ხანში სინათლის სხივი მათ თავზე გაჩერდა: “ეს არარეალურია” აღმოხდა ჰალტს.

c5cfa978fd70

(ლურჯ ლიკნებზე დაკლიკებით ნახავ შესაბამის ვიდეოს youtube-ზე)

The Rendlesham Forest UFO Incident – Charles Halt full audio tape

უფოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს იყო ის კონტრაქტი, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ. 30 წლის შემდეგაც კი ეს ადგილი უფოლოგთა ყურადღებას იპყობს. ამ თემაზე წიგნებიც არის დაწერილი. ერთმა ავტორმა რენდლეშემის ტყეს “შავი ხვრელის დინეი ლენდიც” კი დაარქვა. ტყეში დღესაც მორიგეობენ უფოლოგები. ერთ-ერთი წიგნის ავტორს, ბრენდა ბუტლერს ორი ჯგუფი აქვს შექმნილი. იგი ირწმუნება, რომ ის ადგილი, სადაც ჰალტმა უცხოპლანეტელები იხილა, დღესაც უცნაურია. ჳქ რადიაციის საკმაოდ მარალი დონეა, ხოლო ძაღლები იმ ადგილთან მიახლოებისას განუწყვეტლივ ყეფენ. ერთი წლის წინ იმ ადგილას დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა – ბუტლერის რაზმის წევრი რამდენიმე წუთით გაუჩინარდა. დაბრუნებული კი უცნაურ, ყველასათვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. მათ ვინც მის ახლოს იდგა, წითელი, მწვანე და ცისფერი ბოჭკოვანი ოპტიკისათვის დამახასიათებელი ტიპის სინათლის სხივები ეცემოდა. ბუტლერი ანომალურ მოვნელებს იკვლევს. ირწმუნება რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ქონდა მაშინ როცა ის 5 წლის იყო და რომ უცხოპლანეტელებმა რამდენჯერმე მოიტაცეს. ბუტლერის თქმით ამ ტყეში განსაკუთრებული ენერგიაა, იგი სხვა სამყაროში გადასასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს და უცხოპლანეტელებიც ამიტომ ეტანებიან.

ბრენდა ბუტლერი

d2d0d44b15d4

90d4ba362be0

Rendlesham Forest UFO – Classified Military Tape Release Part 1

The Rendlesham Forest Incident – Larry Warren

874684291225

რაც შეეხება ამ შემთხვევაზე გამოქვეყნებულ სხვა წიგნებს, ერთ-ერთის ავტორი – ჯეორჯინა ბრაუნი ირწმუნება, რომ ის სამი რამე დედამიწელებისა და უცხოპლანეტელების მესამე ტიპის ანუ ძალიან ახლო კონტაქტი იყო. ასტრონომ იან რიდპათს კი მიაჩნია, რომ სჰაერო ბაზის წამრმომადგენლები შეცდომაში შუქურამ და უჩვეულო ნათელმა , ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ შეიყვანა. ამ ამბის ცოცხალი მოწმე, პოდპოლკოვნიკი ჩარლს ჰალტი 1991 წელს გადადგა. მისი თქმით მას მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მოჩვენება, “აღმოსავლელი ჩარლზიც” კი დაუნახავს იმ ადგილას, სადაც 1980 წლის მოვლენები დაიწყო.

ჯეორჯინა ბრაუნი

27df71c64e99

db9783bf884c

33db4e8cd4ac

74f08de588bd

a6e6e4b5099e

fd5a466b3b17

aba89bf581c8

ebb7e8e4973a

მსგავსი ამბები

Back to top button