სასარგებლოსაქართველო

რა არის ჟურნალისტიკა?

ცოტა რამ ჟურნალისტიკის შესახებ… ხო და გაგრძელებისკენ ნაბიჯით იიიიიარ :yes:

ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს.
ჟურნალისტიკას ,,მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე. ჟურნალისტიკის საშუალებით ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, მედიის დანიშნულება ხალხის ინფრორმირებაა, თუმცა უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური. ჟურნალისტიკაში (განსაკუთრებით კი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, იგივე ,,news room”-ში) წინა დღის მოვლენებს დაკარგული აქვს აქტუალობა და ის აღარავის აინტერესებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკა კი გასნხვავდება ანალიტიკურისაგან სწორედ ამ ნიშნით. ანალიტიკურ ჟურნალისტიკას აინტერესებს ყველაფერი, სვამს კითხებს, პასუხობს და აანალიზებს მიღებულ პასუხებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკას კი სიტუაციისა თუ ფაქტის ანალიზი არ ევალება.

როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, პირველი, რაც ლექტორის სიტყვებიდან დამამახსოვრდა, ეს სიტყვებია: ,,დედა გეუბნება, რომ უყვარხარ? დაეთანხმე, მაგრამ გადაამოწმე”. ესაა ჟურნალისტის პირველი მოვალეობა, რათა დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის (არასწორი, მცდარი ინფრომაცია) გავრცელებას. თუ ვინმეს ნაცნობი ჟურნალისტი გყავთ, გაგონილი მაინც გექნებათ გამოთქმა ,,ხუთი დაბლიუ და ეიჩი” (,,5 W & H”). ეს, როგორც იტყვიან, ჟურნალისტის ფორმულაა, ანუ იმის ჩონჩხია, თუ როგორ უნდა დაწეროს სტატია ან მოამზადოს სიუჟეტი. ,,5 W & H” ასე განისაზღვრება: 5 W, ანუ Who? (ვინ?); What? (რა?); Where? (სად); When? (როდის?); Why? (რატომ?), ხოლო H – How? (როგორ?). ანუ, ეს ის 6 ძირითადი კითხვაა, რომელზე პასუხსაც სტატიაში თუ რეპორტაჟში უნდა პოულობდეს მკითხველი თუ მაყურებელი.

ოდითგანვე ჟურნალისტიკას განსხვავებულ შეფასებას აძლევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, უინსტონ ჩერჩილი რადიოსა და ტელევიზიას ხალხის გამაბრუებელ საშუალებად მიიჩნევდა. ხოლო ნაპოლეონს სასტიკად ეშინოდა გაზეთების, რადგან მასში ხალხის აზრი იყო გამოხატული და საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო. ახლა ჟურნალისტიკის შესახებ რამდენიმე აზრს გაგაცნობთ.

ალფრედ ჩარლზ ნორტკლიფი: ,,ჟურნალისტიკა ხელოვნებაა, აუხსნა სხვებს ის, რაც თავადაც ცუდად გესმის”.

არტურ სულცერბერგი: ,,ჩვენ, ჟურნალისტები, ადამიანებს ვეუბნებით საით გადახტა კატა. შემდეგ კი საზოგადოება თავად დაკავდება კატით”.

ანდრე ჟილი: ,,მე ჟურნალისტიკას ვუწოდებ ყოველივე იმას, რაც ხვალ ნაკლებად საინტერესო იქნება, ვიდრე დღეს”.

ილია ჭავჭავაძე: ,,პუბლიცისტიკის უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრებაა თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა”.

მეთიუ არნოლდი: ,,ჟურნალისტიკა ნაჩქარევი ლიტერატურაა”.

კარლ გუტკოვი: ,,ჟურნალისტები დროის ბებიაქალები და მესაფლავენი არიან”.

დეიმ რებეკა უესტი: ,,ჟურნალისტი ადამიანია, რომელსაც საოცარი უნარი აქვს ყოველდღიური უსასრულობა რაღაცით მაინც შეავსოს”.

ჟარკო პეტანი: ,,ნათელ მომავალზე პოლიტიკოსები ზრუნავენ, ნათელ წარსულზე – ისტორიკოსები, ნათელ აწმყოზე – ჟურნალისტები”.

კარლ ჩაპეკი: ,,ჟურნალისტები ერთგვარად დანიელ ქალიშვილებს გვანან, რომლებსაც ღმერთებმა უძირო კასრის წყლით ავსება მიუსაჯეს”.

უინსტონ ჩერჩილი: ,,უფრო მარტივია გასრისო პრესა, ვიდრე მოიმადლიერო, ან მოიგო მისი გული”.

რობერტ სილვესტერი: ,,ჟურნალისტიკა ისეთივე ძველი პროფესიაა, როგორც…. მოკლედ, ის მეორე უძველესი პროფესიაა”.

,,პროზა – ეს სიტყვების საუკეთესო წყობაა, პოეზია – საუკეთესო სიტყვების საუკეთესო წყობა, ჟურნალისტიკა კი კარგად ნაცნობი სიტყვებია კარგად ნაცნობი წყობით”.

სულ ეს იყო. ჟურნალისტი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მინდოდა თქვენც გაგეგოთ მის შესახებ ცოტა რამ.

გამოყენებული ლიტერატურა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები და ჩემს მიერ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა :D

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close