არქივი

საინტერესო ფაქტები

1c6c2631aac7
1) “ტიტანიკის” ჩაძირვას ადამიანებთან ერთად, ეგვიპტის პრინცესის, ამენრას მუმიაც შეეწირა.ბრიტანელებს იგი ბრიტანეთის მუზეუმისთვის უნდა გადაეცათ. დღეს მუზეუმში მხოლოდ სარკოფაგის სახურავი ინახება.

bc104bcdc8da

2) საკვამურის მწმენდავს ბანაობა წელიწადში მხოლოდ სამჯერ – გაზაფხულზე,შემოდგომასა და შობას შეეძლო. დანარჩენ დროს მურიანი დადიოდა.

3)ძველად მიაჩნდათ, რომ განსაზღვრული ფერი ბავშვებს ავი სულებისგან დაიცავდა. ცისფერი კეთილ სულებთან ასოცირდებოდა და ამ ფერით მომავალ მებრძოლებს – ბიჭებს მოსავდენ. გოგონებს არაფრად მიიჩნევდნენ და მათ შავ ან ნაცრისფერ კაბებს აცმევდნენ.

4) დაზღვევა მეკობრეებსაც ჰქონდათ: კაპიტანმა ჰენრი მორგანმა, რომელმაც ზღვაში ორივე ფეხი დაკარგა და 1500 ესპანური ტალერი მიიღო (15 მონის ფასი). თუ ზღვაოსანი ორივე ხელს დაკარგავდა, მას 1800 მონეტას ან 18 მონას გადასცემდნენ. ბრძოლისას თვალის ან თითის დაკარგვის შემთხვევაში, მეკობრე 100 მონეტას ან ერთ მონას მიიღებდა.

5) ყველაზე რთულად, ბანტუს უძველესი ენა მიიჩნევა. ევროპულ ენებში არსებობს მდედრობითი და მამრობითი სქესი.ბანტუში 10-15 სხესია. საგნის მდებარეობისა და სქესის მიხედვით, წინადადებაში სიტყვაც სხვადასხვანაირად იწერება. ქართულშიც დამკვიდრდა ბანტუდან შემოსული სიტყვები: “ბანჯო”, “საფარი”, “სამბა”, “ზომბი”…

6)ინდოეთიდან დაბრუნებულმა მოგზაურმა – ვასკო და გამამ სამშობლოში შავი პილპილი ჩაიტანა. გაყიდვიდან 6 ათასი პროცენტი მოგება ნახა. მას შემდეგ ინდოეთიდან პორტუგალიაში ჩამოტანილი საქონლის 95 % შავი პოლპილი იყო.

7) ქაღალდის ფული პირველად XIV საუკუნეში ჩინეთში დაბეჭდეს. როცა იმპერატორ ხონგვუს მონეტებისთვის საჭირო ბრინჯაო შემოაკლდა, ქაღალდები მოახატვინა.

მსგავსი ამბები

Back to top button