ახალი ამბებირეკორდებიუცნაური

გინესის ახალი რეკორდსმენი

აქამდე ჩემი სიმაღლე მაკომპლექსებდა, მაგრამ ახლა, როცა ამის წყალობით ცნობილი გავხდი, ბედნიერი ვარ. – აცხადებს მსოფლიოში ყველაზე ტანმორჩილი გოგონა ჰეტისი.

– მე ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთ დღეს მსოფლიო გამიცნობდა. პატარაობაში ვიტანჯებოდი, რადგან კლასელები მუდმივად დამცინოდნენ. ახლა კი ჩემი ზომის გამო პოპულარობა მოვიპოვე და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიმაღლეც მომემატა. მე ღმერთმა შექმნა ასეთი და არ მრცხვენია ჩემი გარეგნობის. დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც გამოჩნდება ადამიანი, ვინც შემიყვარებს და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

21 წლის გოგონა წარმოშობით თურქია და ქალაქ კადირლიში ცხოვრობს მშობლებთან, იბრაჰიმთან და ხათუნთან ერთად. სიმაღლეში სულ რაღაც 70 სმ-ია, წონაში 6.8 კგ და დიდად არ აღემატება ჩვილ ბავშვს. გინესმა ის ახლახანს დაასახელა ყველაზე დაბალ ქალბატონად. ერთადერთი პიროვნება, ვინც მას ჩამორჩება, არის ნეპალელი მამაკაცი ხაგენდრა ტაპა მაგარი, რომელიც 67 სმ-მდეა და მყარად აქვს ფეხი მოკიდებული გინესში.

გოგონას დედა, ხათუნი ამბობს, რომ მშობიარობისას პრობლემა არ ჰქონია. ის 1600 გრამი იყო და რაიმე პრობლემა განვითარებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩვეულებრივად აიდგა ფეხი, დაიწყო ლაპარაკი, ითვისებდა ახალ მასალებს, უბრალოდ თანატოლებთან შედარებით ძალიან ნელა იზრდებოდა. 4 წლიდან კი თითქმის არ გაზრდილა. ჰეტისს უფროსი ძმაც ჰყავს, რომელიც ნორმალური სიმაღლისაა. მშობლებმა გოგონა ბევრჯერ მიიყვანეს ექიმთან დიაგნოზის დასადგენად, მაგრამ ვერავინ ამბობდა, რა იყო ამ დაავადების მიზეზი.

ჰეტისი შემოწმებას თითქმის ყოველ წელს გადიოდა. ექიმების ნაწილმა ივარაუდა, რომ პრობლემა ძვლებში იყო, რაც თავის მხრივ გამოიწვია მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან გადაცემულმა არასრულყოფილმა გენებმა. ოჯახი ღარიბულ უბანში ცხოვრობს. არ აქვთ მანქანა, რათა სპეციალისტებთან იარონ გოგონას გამოსაჯანმრთელებლად. ჰეტისს ასევე აწუხებს მენჯ–ბარძაყის დისპლაზია და ხერხემლის პრობლემები, მაგრამ დახმარებას ვერ ღებულობს. რეგიონში არცერთი ექიმი არაა ისეთი პროფესიონალი, რომ ოპერაცია ჩაუტაროს (პრობლემა მისი ზომაა).

ჰეტისმა ამ დარღვევის გამო სამუშაოს მოძებნაც ვერ შეძლო. ის ძირითადად სახლშია და მშობლებს ეხმარება წვრილმან საქმეებში.

– მე მიყვარს ჩემი ოჯახი და მათთან ცხოვრებით ბედნიერი ვარ. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ უფრო ღონიერი ვიქნები, ასე უკეთ დავეხმარები მათაც და ჩემს თავს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close