გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 6)


საინტერესო ისტორიული ფაქტების მეექვსე ნაწილი

1. 1874 წელს ლევი სტრაუსმა პირველად გამოიტანა გასაყიდად ჯინსი.

2. 1951 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მდიდარი ბიზნესმენი ეტიენ ბალზანი, ფრანგი მოდის დამკანონებლის, მადმუაზელ კოკო შანელის საყვარელი. რადგან დაქორწინებულები არ იყვნენ, შანელს ძაძის ტარების უფლება არ ჰქონდა და მან საუკეთესო საშუალებას მიაგნო: პატივი რომ მიეგო საყვარელი ადამიანისთვის, მოდაში შემოიტანა შავი ფერი.

3. ვინმე ჯონ სალმონმა თვითნაბადი ოქროს 36.3–კილოგრამიანი ზოდი “ოლივერ მარტინი” 22.700 დოლარად გაყიდა, 10000 კი იმით გამოიმუშავა, რომ სხვადასხვა ქალაქში დადიოდა და ხალხს გასამრჯელოს საფასურად აჩვენებდა.

4. ვინც ამას იყენებდა, არანორმალურად მიაჩნდათ, სხვებისგან იზოლაციაში ამყოფებდნენ და მკურნალობასაც კი უნიშნავდნენ. მხოლოდ XVI საუკუნეში იტალიელმა ექიმმა ჯერომ კარდანმა ოფიციალურად შექმნა ის, რის გარეშეც ამ კატეგორიის ადამიანებისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა ნორმალური ცხოვრება – ეს არის ყრუ-მუნჯთა ენა.

5. ამ ქვეყნის მოსახლეობა 1501 წელს ესპანელებმა თითქმის ამოწყვიტეს, მაგრამ მისი სახელი დღესაც “ცოცხალია” და თავსაბურავის ერთ-ერთ სახეობას ჰქვია – მას პანამას უწოდებენ.

6. რუსეთში 1865 წლამდე ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა მკაცრად იყო აკრძალული.

7. 1633 წელს ინკვიზაციამ გალილეო გალილეი ერეტიკოსად და დამნაშავედ ცნო.

8. ძვ.წ. 45 წელს რომში კუნსულად კანინუს რებილუსი დაინიშნა, მაგრამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იყო.

9. 1583 წელს ისტორიაში პირველად დააზღვიეს სიცოცხლე. ლონდონელმა რიჩარდ მარტინმა 200 გირვანქა სტერლინგად დააზღვია უილიამ გიბსონი.

10. ამერიკის ქალაქ სპოკანში პირველად იზეიმეს “მამის დღე”.

11. 1675 წელს ინგლისში დაარსდა გრინვინჩის სამეფო ობსერვატორია.

12. 1920 წელს მილოსელ გლეხკაცს მუშაობისას ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და როდესაც გონს მოვიდა, წელზემოთ შიშველი ქალის ქანდაკების გვერდით იწვა – ეს ვენერა მილოსელი იყო.

13. ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ო’ჰენრიმ მოღვაწეობა ციხეში დაიწყო.

14. დასავლეთ კაროლინის შტატის მცხოვრებლებმა კაპიტალი ძირითადად პლანტატორობით დააგროვეს. მათ მოჰყავდათ ბრინჯი, რომელიც ამ მხარეში შემთხვევით, დაზიანებული გემის წყალობით მოხვდა. გემის ეკიპაჟმა რემონტის საფასური ბრინჯით გადაიხადა და გლეხებს მისი მოყვანაც ასწავლა.

15. ამ ქვეყანას რომაელები კალედონიას ეძახიან, მას ლათინურად შოტლანდია ჰქვია.

16. 1998 წლის 12 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰამელნში დისლოცირებულმა 35-ე ინგლისურმა საინჟინრო პოლკმა 8 წუთსა და 19 წამში 5-სექციანი ხიდი ააგო.

17. გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს ბორის პაიჭაძეს რუმინეთში “ფეხბურთის კარუზო” შაერქვეს.

18. საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის თითოეული დღე ათი მილიონი მანეთი უჯდებოდა.

19. მუსლიმთა წინასწარმეტყველი მუჰამედი და იულიუს კეისარი ეპილეფსიით იყვნენ დაავადებული.

20. ფრანგი პოსტიმპრესიონისტი პოლ გოგენი 12 წლის განმავლობაში პარიზის ბირჟის მაკლერი იყო.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close