კულტურა

მსოფლიოს საათი

9d33ae7c383d

მსოფლიოს საათი – ყოველწლიური საერთაშორისო მოვლენაა,რომელსაც ატარებს ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო ფონდი და ტარდება მარტის თვის ბოლო შაბათ დღეს

ისინი მოუწოდებენ კომერციულ დაწესებულებებსა და სხვადასხვა კერძო პირებს გათიშონ ელექტრო ენერგია ერთი საათით.ეს არის ერთგვარი პროტესტის გამომხატველი და ამით სტიმულირებას ახდენენ იმისა,რომ საჭიროა წინ აღვუდგეთ მსოფლიოში კლიმატის შემცვლელ ფაქტორებს.

პირველად ეს ფაქტი განხორციელდა ავსტრალიაში 2007 წელს, მაგრამ საეთაშოისო აღიარება მხოლოდ მომდევნო წელს მიიღო. ამ მოვლენას მხარს უჭერს მსოფლიოს წამყვანი 35 ქვეყანა და ქალაქი,ასევე 400-ზე მეტი სხვადასხვა ქალაქიც.

მსოფლიოს საათი 2008 წელს წარმატებულად აღინიშნა ყველა კონტინენტზე. თითქმის ყველა ღირშესანიშნავ ძეგლზე გამორთულ იქნა შუქი,მათ შორის იყო: The Empire State Building(ნიუ-იორკი), Sears Tower(ჩიკაგო), Sydney Opera House(ავსტრალია), Wat Arun from Chao Phraya River(ტაილანდი), Royal-Palace-Stockholm(შვედეთი), CN Tower(კანადა), GoldenGateBridge(სან-ფრანცისკო)…

აქციაში მონაწილეობა მიიღო ასევე ყველასათვის ნაცნობმა Google-მა, რომელმაც იმ დღეს შეცვალა თავისი ფონი თეთრის მაგივრად შავზე და სხვა უამრავმა საიტმაც…

2009 წელს აქციას შეუერთდება ყაზახეთი თავისი 100 ქალაქით,დედაქალაქ ასტანას მეთაურობით.

წელს მსოფლიოს საათი შედგება 2009 წლის 28 მარტს,შაბათს 20:30 საათზე

GoldenGateBridge
d535a0facda8

CN Tower
e8b30cd17cf0

Royal-Palace-Stockholm
faa0007c31a1

Sears Tower
4aa4546fa3b8

Sydney Opera House
157a2f62c29e

The Empire State Building
14a7f7e4bbe6

Wat Arun from Chao Phraya River
aad658cf68a6

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button