ტვინის შესაძლებლობები
ფაქტები ტვინზე და მის შესაძლებლობებზე…
* ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოკვლევისთვის 7 ათასი ადამიანის ტვინი ინახება.
* არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი წინაპრები ტვინის ოპერაციებს ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინ აკეთებდნენ. თავის შიდაქალის წნევის დასაწევად ავადმყოფს თავს უხვრეტდნენ.
* მოსაზრება თითქოს ადამიანი ტვინის მხოლოდ 10% – ს იყენებს, მცდარია.
* ადამიანის ტვინი საშუალოდ 1300 დრამს იწონის და სავარაუდოდ, 18 წლამდე იზრდება.
* აუტიზმით დაავადებულ დანიელ ტემეტს გონებაში რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია. იგი 7 ენას ფლობს.
* კეიტ ჯარეტს (ცნობილი ჯაზმუსიკოსი) 3 წლის ასაკში შეეძლო აჟღერებული ნოტის ზუსტად გამოცნობა.
* ბენ პრიდმორი მასოვრობის ჩემპიონა. მას 96 ისტორიული მოვლენის დამახსოვრება შეუძლია 5 წუთში.
*ბავშვებს, რომელთაც მშობლები და მასწავლებლები ზღაპრებს ხმამაღლა უკითხავენ და მის შინაარსს მათთან ერთად განიხილავენ, მეტად განვითარებული გონება აქვთ. თანატოლებზე მეტად განვითარებული არიან ის ბავშვები, რომლებიც 5 წლის ასაკში 2 ენაზე ლაპარაკობენ. ხოლო იმ პატარებს, რომლებსაც მშობლები უხეშად ექცევიან, აზროვნება უქვეითდებათ და ახალი ინფირმაციის აღქმა უჭირთ.
* უძილობა მეხსიერებას აქვეითებს.
* ადამიანი მუსიკის თანხლებით ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებს. ამიტომ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა სასურველია, სასიამოვნო მელოდიების ფონზე იმეცადინონ.