სუდანი
სუდანში ცხოვრობს 100 განსხვავებული ეროვნების, რელიგიის და რასის ხალხი. ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის ცხოვრება იმდენად განსხვავდება სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხის ცხოვრებისაგან, რომ ბევრი ჩვენგანი განცვიფრებული შეიძლება დარჩეს…
ტომ Nuer–ის (Nuer – აღმოსავლეთ აფრიკაში მცხოვრები უდიდესი ტომი) წევრ მოზარდ ვაჟებს უტარებენ ეგრეთ წოდებულ ინიცირებას. ამ წეს – ჩვეულების ერთ–ერთი ნაწილი გახლავთ ბარბაროსული. მოზარდებს მჭრელი სამართლებლით ღრმა ჭრილობებს აყენებენ სახეზე, იმისათვის, რომ შრამი მთელი ცხოვრება ეტყობოდეს მოზარდს. ამგვარი პროცედურის მსხვერპლი ბევრი გოგონაც ხდება. თუკი ადრე თვლიდნენ, რომ პატარა ბავშვი კაცად ყალიბდება 15–18 წლის ასაკში, დღეს გაუთავებელი საბრძოლო კომფლიქტების გამო, მამაკაცებად აცხადებენ 12 წლის ბავშვებს.
Nuer–ის ტომის ბავშვები ყოველთვის გამოირჩევიან მეომრული ხასიათის ქონით. ისინი მუდამ ამაყობენ თავიანთი საომარი ხელოვნებით.
Dinka–ს ტომის ხალხს ძალიან დიდი კავშირი აქვს თავის ძროხებთან, თითქოსდა ძროხა მათი ნაწილია. სამხრეთ სუდანის ხელისუფლება ცდილობს Dinka–ს, Nuer–ისა და სხვა ტომების შერიგებასა და გაერთიანებას.
სოფელ topos–ში ბალახისაგან სახურავების გაკეთება ქალის საქმედ ითვლება. საერთოდაც ამ ტომის ხალხში სამეურნეო საქმესაც ქალები უძღვებიან. მამაკაცები მესაქონლეობით არიან დაკავებულნი.
1976 წელს, სამხრეთ სუდანში დაიწყო ჯონგლეის არხის შენება, რომლის მიზანი იყო წყლის დაკარგვის შეზღუდვა. წყლის შეზღუდვა გამოწვეული იყო ჭაობთა აორთქლების გამო. როდესაც მშენებლობა თითქმის მთავრდებოდა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც დაგეგმილი იყო და პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება ეს ყოველივე ძალიან ცუდათ ასახულიყო ეკოლოგიაზე. ამის გარდა მშენებლობა სამხრეთ სუდანის ტომების დიდ ინტერეს იწვევდა. 1984 წელს, როდესაც დაიწყო მორიგი სამოქალაქო ომი, მშენებლობა გაჩერდა.
სამოქალაქო ომის დროს ადგილობრივ მოსახლეობას მოუწია საკუთარი მიწების დატოვება. შემდეგ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ სოფელში, მაგრამ იმ ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობდა ნავთის მოპოვება. ხალხს მოუწია იქვე ახლომახლო დაბინავება. ისეთ ტერიტორიაზე სადაც არ არის წყალი. ნავთის შემოსავლიდან მათ არაფერი არ ხვდებათ.
სუდანში მცხოვრები ძალიან ბევრი ტომი დაკავებულია მესაქონლეობით. საქონელს არა მარტო ეკონომიკური, არამედ რელიგიური და სიმბოლური როლი აქვს. ფოტოზე ჩანს ნახირი, რომელიც Dinka–ს ტომის საკუთრებაა.
Salva kiir-ი სუდანის ვიცე–პრეზიდენტი.
ფოტოზე თქვენ ხედავთ თუ როგორ მარხავენ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ტომების შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. გასულ წელს, სამხრეთ სუდანში, შეიარაღებულ კონფლიქტებს ემსხვერპლა 2500 ადამიანი, ხოლო 350000 ადამიანი გახდა ლტოლვილი. ადგილობრივი ხელისუფლება ძალებს არ იშურებს, რომ სიტვაციის გაკონტროლება და დაწყნარება შეძლონ.
ახალგაზრდა ასოციაციის მეთაური ჯეისონ მავიხი.
ადგილობრივ მოსახლეობას გასული წლიდან დღემდე ჩამოერთვათ 35000 იარაღი.
Juba, Sudan.
ადგილობრივი სკოლა.
წყარო: top100.ge