არქივი

10 ვარსკვლავი, რომელსაც ცხვირზე ოპერაცია აქვს გაკეთებული

48e1db05034e

პლასტიკური ქირურგია
fac005695567
10. პერის ჰილტონი
ქერა გოგონა, რომელიც ცნობილია თავისი სკანდალური პირადი ცხოვრებით, უარყოფს, რომ მისი სილამაზე პლასტიური ქირურგიის ჩარევის შედეგია. თუმცა თუ შევადარებთ მის ადრინდელსა და ახლანდელ სურათებს, დავინახავთ აშკარა ცვლილებას: ჰილტონის ცხვირი უფრო ლამაზი და დახვეწილი გახდა, ხოლო მკერდი გადიდდა.

f2adb21da126
9. ეშლი სიმპსონი
2007 წელს ეშლი სიმპსონმა, ლამაზმანი ჯესიკა სიმპსონის უმცროსმა დამ გაიკეთა ოპერაცია – ცხვირის კორექცია. როგორც გოგონა ამბობდა, მას თავისი გარეგნობა მოსწონს, ბედნიერია და არაფრის შეცვლას არ აპირებს. თუმცა ამ ოპერაციასთან ერთან ეშლიმ გაიკეთა ასევე ტუჩების ფორმის კორექციას. ამის შემდეგ ჯესიკა სიმპსონის უმცროსი და გაცილებით უფრო თავდაჯერებული გახდა და საკუთარ კარიერაზე გადაერთო.

6de4a93926ee
8. ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერ ენისტონი ნახევრად ბერძენია და ცხვირიც შესაბამისი ფორმის ჰქონდა. 2008 წელს მან გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, ოღონდ სამედიცინო და არა ესთეტიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეა თუ ისე, ფაქტი სახეზეა – ჯენიფერის ცხვირმა გაცილებით უფრო ლამაზი ფორმა მიიღო.

ახლა მსახიობი 41 წლისაა, მაგრამ მაინც მშვენივრად გამოიყურება. იგი იოგაში ვარჯიშობს, მექსიკური სამზარეულო უყვარს და თვლის, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

8010a44ae92c
7. ჰოლი ბერი
ულამაზესი ქალი, „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი ჰოლი ბერი ადრე გამოირჩეოდა ტიპიური აფროამერიკული გარეგნობით, კერძოდ, დიდი და განიერი ცხვირი ჰქონდა. გადაწყვიტა რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია) გაეკეთებინა, და აი შედეგიც – ნაზი, დახვეწილი სილამაზე და წარმატებული კარიერა ჰოლივუდშ

63fe1a1c0f8b
6. მეგან ფოქსი
მეგან ფოქსი ახალგაზრდა ჰოლივუდელი მსახიობია, რომელიც „ტრანსფორმერებში“ ერთ–ერთი მთავარი როლის შესრულების შემდეგ სექს–სიმბოლოდ აღიარეს. მისი სილამაზე მიმზიდველი და ველურია. თუმცა როგორც ადრინდელი ფოტოები ცხადყოფენ, მეგან ფოქსი თავის დროზე რინოპლასტიკამ, ტუჩების ფორმის კორექციამ და მკერდის გადიდებამ გააალამაზა.

41618e353b2e
5. ბრიტნი სპირსი
პოპ–პრინცესას ბრიტნი სპირსს, თურმე, არაერთხელ მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის. ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა გოგონამ მკერდი გაიდიდა, ხოლო ბავშვების დაბადების შემგედ მას მკერდზე მეორე ოპერაცია, ასევე ლიპოსაქცია და მუცლის ფორმის კორექცია გაუკეთეს. როგორც ჩანს, მისი ლამაზი ცხვირიც პლასტიკური ჩარევის შედეგია.

c23a5d382fef
4. ტაირა ბენქსი
აფროამერიკული წარმომავლობის ქალები (და არა მხოლოდ ქალები) ხშირად მიმართავენ რინოპლასტიკას, რათა მიანიჭონ მათთვის დამახასიათებელ განიერ ცხვირებს უფრო სწორი და ლამაზი ფორმა. სუპერმოდელი ტაირა ბენქსი გამონაკლისი არაა. მართალია, ამჟამად, მისი სახე გაცილებით უფრო დახვეწილი და მიმზიდველია, თუმცა ბოტოქსის რეგულარული ინიექციების გამო მან თოჯინის მსგავსი, არაცოცხალი გამომეტყველება მიიღო. დროა, ტაირა შეჩერდეს და თავის სილამაზეს ბუნებრივი საშუალებებით მოუაროს.

906decfcc2d7
3. კემერონ დიასი
კემერონ დიასი კარგადაა ცნობილი უამრავი კარგი როლით რომანტიულ დრამებსა და მსუბუქ კომედიებში. მისი დებიუტი კი შედგა ლეგენდარულ „ნიღაბში“ ჯიმ ქერისთან ერთად. იგი მაშინაც ლამაზი და მიმზიდველი იყო და, როგორც თვითონ ამბობდა, არ აპირებდა გარეგნობის კორექტირებას პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით. თუმცა 2006 წელს დიასი იძულებული გახდა, გაეკეთებინა რინოპლასტიკა – გოგონა სერფინგით იყო დაკავებული და ოთხჯერ მოიტეხა ცხვირი.

ff9baf538037
2. სკარლეტ იოჰანსონი
მკერდსავსე ქერა მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსვლავებში სილამაზის ახალი სტანდარტები დაამკვიდრა, კატეგორიულად უარყოფს, რომ გაკეთებული აქვს პლასტიკური ოპერაცია ცხვირზე. იგი თვლის, რომ ამის დადასტურება მის კარიერასა და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს. მაგრამ რაც არ უნდა თქვას სკარლეტმა, ნათელია, რომ რინოპლასტიკა მაინც გაიკეთა: მისმა განიერმა ცხვირმა, რომელიც საგრძნობლად აფუჭებდა ნაზ სახეს, დახვეწილი ფორმა მიიღო.

6bea03cb14dc
და ბოლოს ყველასთვის ცნობილი ანჯელინა ჯოლი
თანამედროვეობის ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი ანჯელინა ჯოლი, სკარლეტ იოჰანსონის მსგავსად, უარყოფს რინოპლასტიკის გაკეთების ფაქტს. აღსანიშნავია, რომ პლასტიკური ქირურგის ჩარევა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ დღემდე ეჭვებს იწვევს, გაიკეთა თუ არა ჯოლიმ ცხვირის ოპერაცია. მაგრამ თუ არა, მაშინ რატომ გახდა მისი ცხვირი უფრო პატარა და სწორი?

წყარო:sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button