კულტურა

სან ფრანცისკოდან ავსტრალიამდე პლასტმასის ბოთლებით

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დახვდნენ 4 თვის ცურვის შემდეგ პლასტმასის ნავს ავსტრალიაში.

გაგრძელებაში ასევე ნახავთ CNN-ის რეპორტაჟს.

კარგად მოგეხსენებათ რომ პლასტიკატი მსოფლიო ეკოლოგიის დიდი პრობლემაა. ეს იმიტომ რომ ის არ გადამუშავდება, მისი დაწვისას კი ჰაერი ბინძურდება სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებებით. მხოლოდ ამერიკის მოსახლეობამ იუკვე გამოიყენა 8.7 მილიარდი ბოთლი.  მისი მეორადი გამოყენება ფაქტობრივად არ ხდება და ნაგვის სახით გვევლინება მთელს დედამიწაზე.  მეორადი გადამუშავების პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი დაიწყო David de Rothschild-მაც, ბრიტანელმა ბანკირმა და თავგადასავლების მაძიებელმა და საკმაოდ ეფექტური იდეა მოიფიქრა და განახორციელა კიდეც. წარმოგიდგენთ მის მიერ შექმნილ ნავს.

ნავი შედგება 12,500 უკვე გამოყენებული და გადაყრილი პლასტმასის ბოთლებისაგან. ბოთლების ერთ ნავად შესაკრავად გამოყენებულია სხვადასხვა ორგანული ნივთიერებები. წებოდ გამოყენებულია ქეშიუ – თხილის ერთერთი სახეობა. ამ ნავით 4 თვე იცურეს David de Rothschild-მა და მისმა მეგობარმა სან ფრანცისკოდან ავსტრალიამდე. ნავის შემქმნელი მისიაა შეცვალოს საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი იმის შესახებ, რომ ამ ბოთლების მეორადი გამოყენება შეუძლებელია.  ყოველ წელს მილიარდობით დოლარს ვხარჯავთ სხვადასხვა კონსტრუქციების ასაშენებლად, როცა ამ პოტენციურ საშენ მასალას უაზროდ ვყრით და ვაბინძურებთ გარემოს.

ეს კი CNN-ის რეპორტაჟი

იმედია მოგეწონათ :)

წყარო: CNN & ჩემი ბლოგი mecnieri.co.cc

გაინტერესებს მეცნიერება? ნახე ჩემი სტატიები უცნაურზე

მსგავსი ამბები

Back to top button