გასართობისაკითხავისურათები

10 რამ, რასაც ქალები ყველაზე მეტად ვერ იტანენ კაცებში.

6b7304c6f327

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, როიმ ქალის ტვინი რადიკალურად განსხვავებულად აზროვნებს, კაცის ტვინთან შედარებით. მით უმეტეს თუ საქმე რაიმე ურთიერთობას ან სიყვარულს ეხება. ალბათ ასევე ხშირად მოგისმენიათ ფრაზა: “ყველა კაცი ერთნაირია”. ამ სიტყვების წარმოთქმის მიზეზი კი ქალის სიბრაზე ან იმედგაცრუებაა. საუკეთესო გამოსავალია მამაკაცებმა გაიაზრონ ის ძირითადი, რაც მდედრობით სქესს ყველაზე მეტად აღიზიანებს. პოსტში სწორედ ამ 10 ჩვევაზე ვისაუბრებ.

მამაკაცებო (ბიჭებო): კარგად წაიკითხეთ 10-ვე პუნქტი და ნახეთ რამდენ მათგანში ამოიცნობთ საკუთარ თავს. (რომ ამოიცნობთ ეჭვგარეშეა, მაგრამ მაინც.. )

ქალებო (გოგონებო) : ასევე დაკვირვებით გაეცანით თითოეულ მათგანს და ვნახოთ ამოიცნობთ თუ არა იქ თქვენს რჩეულს. ანუ არის თუ არა “ყველა კაცი ერთნაირი”.

1. გრძნობები.

a3da1f3f85e9

ქაკლებს უყვართ საუბარი, ადვილად იძენენ მეგობრებს, არ გაურბიან მათთან გულის გადაშლას და საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკს. საკმაოდ გულახდილები არიან. კაცები კი პირიქით. ისინი თავიანთ გრძნობებს იშვიათად გამოხატავენ ან წარმოადგენენ ისე, როგორც არ არის. რაც მათ გარკვეულ სისუსტეზე მიუთითებს. ასევე მათ არ უყვართ ქალთან გულახდილად ლაპარაკი, რასაც უამრავი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი უბვრალოდ ვერ იგებს.

2. ურთიერთობა.

b26f0a2f181b

ქალი ვერ იტანს, როდესაც მამაკაცთან ურთიერთობის დროს გაურკვეველია მისი სტატუსი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს რა სიმაღლეზე დგას. კაცი კი პირიქით, ყოველთვის უფრთხის ამ მომენტს, გაურბის ამ საკითხს, რათა შემდგომ თავიდან აიცილიოს მისთვის არასასიამოვნო საუბრები ურთიერთობასთან და სტატუსთან დაკავშირებით.

3. იგნორირება.

96055feb16d5

ქალები ვერ იტანენ, როდესაც სასურველი მამაკაცი მათ აიგნორებს ან უბრალოდ მცირე დროს ატარებს მასთან. მდედრობიტი სქესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი მამაკაცისგან ყურადრება და სითბო იგრძნონ.

4. მეგობრული ურთიერთობები.

7db16e06e2d5

ზოგიერთ ქალს არ მოსწონს, როდესაც მის რჩეულს ბევრი ქალი მეგობარი ჰყავს. ხშირად ლაპარაკობენ ტელეფონზე ან უფრო მეტი, სისტემატურად ერთობიან საერთო წრეში. ეს რათქმაუნდა ქალს აეჭვიანებს და ფიქრობს, რომ ყურადღება აკლდება, რისი მიზეზიც თავისი მამაკაცის მეგობარი ქალები ხდებიან.

5. ტყუილი!

27cf454f73e7

ქალს სძულს, ვერ იტანს მამაკაცს, რომელიც იტყუება. სიცრუის გამომჟღავნების შემდეგ მის თვალში კაცი ბოლომდე ეცემა და სურვილი ეკარგება მასთან ურთიერთობის. ძირითადად სწორედ ეს პუნქტი განსაზღვრავს ფრაზას, რომ “ყველა კაცი ერთნაირია”.

6. არაჰიგიენურობა.

827e8105610f

ვერცერთი ქალი ვერ იტანს კაცს, რომელსაც ჰიგიენის გრძნობა არ გააჩნია და თავის მამაკაცურ სურნელებას რამოდენიმე მეტრის რადიუსით თავისუფლად აფრქვევს. პირიქით, მდედრობით სქესის ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ მოწესრიგებული და სუფთა მამაკაცები იქცევენ.

7. ყოფილი შეყვარებულები.

89e335be4744

ქალს საშინლად არ სიამოვნებს, როდესაც საყვარელი მამაკაცისგან ისმენს რამდენი ყოფილი ყავდა, უყვარდა თუ არა, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, რამდენი ღამე გაატარეს ერთად და ა.შ. ეს ერთ-ერთი თვისებაა, რაც ქალს ყველაზე მეტად სძულს და აღიზიანებს.

8. მიზნები.

a93e6e4dda87

ქალს ასევე არ მოსწონს მამაკავები, რომლებმ,აც არ იციან რა სურთ მომავალში. მიზანი არა აქვთ დასახული და ხანს რას მიედ-მოედებიან და ხან რას. ქალისთვის მნიშვნელოვანია მის გვერდით მიზანდასახულ იდა ძლიერი მამაკაცი იყოს.

9. კონტროლი.

d682d5bc2f48

რათქმაუნდა ყველა ქალის სიამოვნებს, როცა მამაკაცი სხვა მამრობითი სქესის წარმნომადგენელზე ეჭვიანობს და აკონტროლებს მას, მაგრამ საზღვარს გაცდენილი არაფერი ვარგა. ქალები ვერ იტანენ, როდესაც კაცები მათ ზედმეტად აკონტროლებენ.

10. უნდობლობა.

162520edd0a3

როგორც უკვე ავღნიშნე, მსუბუქი ეჭვიანობა წყვილს შორის პრობლემებს არ იწვევს, მაგრამ ქალები თითოეული ნაბიჯის კონტროლს ვერ იტანენ. კაცი , რომელიც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და მეტიც, თითოეული მოქმედების ახსნას მკაცრად მოითხოვს, ე.ი ქალს არ ენდობა. ნდობის გარეშე კი სიყვარული შეუძლებელია.

P.S. კარგი იქნება თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ამ 10-დან რაიმეს მაინც გაითვალისწინებთ. ჩვენც აღარ მოგვეშლება ნერვები, და თქვენც აირიდებთ ზედმეტ პრობლემებს. : P

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close