არქივი

Top 10 ყველაზე უჩვეულო და ცნობილი გაქცევა ციხიდან (Prison Break)

a2ecdc86d54f
ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის თავისუფლებისაკენ. ამ პოსტში გიამბობთ ცნობილი გაქცევების შესახებ, რომლებიც ისტორიას ახსოვს…

10 პასკალ პაიეტი. სამმაგი გაქცევა ვერტმფრენით

90b8a743c39e

მას “კალაშნიკოვ პეტსაც” ეძახიან. ციხეში მოხვდა მკვლელობის გამო, როდესაც ინკასატორის მაქანას ძარცვავდა. 2001 წელს მას მიუსაჯეს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და მას შემდეგ სამჯერ მოასწრო ციხიდან გაქცევა ვერტმფრენის საშუალებით. ბოლო გაქცევა 2007 წელს მოხდა, მისი სამი კბილებამდე შეიარაღებული თანამოაზრე თავს დაესხა ვერტმფრენს და გაიტაცეს მფრინავიანად. პირდაპი ციხის თავზე დაეშვნენ (ქ.ლიუნესი.საფრანგეთი), გაანთავისუფლეს პასკალი და გაფრინდნენ. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან მფრინავი გაანთავისუფლეს და მის შემდეგ მათზე არაფერი იციან.

9 ჯონ დილინჯერი და მისი ხის პისტოლეტი

39d405fb66a7

ლეგენდარული ჯონი, რომლის როლიც ახლახანს შეასრულა ჯონი დეპმა ჰოლივუდში, 30-ანი წლების ბანკების რიცხვა.

დილინჯერმა თავდაპირველად გარკვეული პერიოდი დაჰყო მიჩიგანის ციხეში (შტატი ინდიანა), საიდანაც 1933 წელს ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს. 4 თვის შემდეგ კი კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად ლიმაში (შტატი ოჰაიო), საიდანაც მისი გამოყვანა მოახერხა მისმა ბანდამ, რომლის დროსაც მოკლეს შერიფი ჯესი სერბერი და ერთი ყარაული. დიდი ნაწილი ბანდისა იმავე წელს დააპატიმრეს არიზონაში ისტორიულ სასტუმრო “კონგრესში” შეტაკების დროს. დილინჯერიც დააპატიმრეს და ჩასვეს ციხეში “კროუნ პოინტი”. მას ბრალად წარუდგინეს მკვლელობა პოლიციის ოფიცერისა უილიამ ომალისი, ჩიკაგოში ბანკის ძარცვისას.

1934 წლის 3 მარტს ჯონი გაიქცა კროუნ პოინტის ციხიდან (საიდანაც გაღწევა იმ დროისათვის შეუძლებლად ითვლებოდა), რომელსაც იცავდა უამრავი პოლიციელი და სამხედრო გვარდია. პრესაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ დილინჯერმა გაქცევა ხის პისტოლეტით მოახერხა. მისი საშუალებით მან აიძულა ზედამხედველი გაეღო საკნის კარები, შემდეგ აიყვანა ორი მძევალი, ყველა დარაჯი თავის კამერაში ჩაკეტა და თვითონ მშვიდად გამოვიდა ციხიდან.

8 ალფი ჰაინდსი და სამმაგი გაქცევა

9c1f37d278ad

ალფი ჰაინცი -ბრიტანელი, რომელმაც სამჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა, მეოთხედ უკვე ლეგალურად დატოვა ციხე, მოიხადა რა მთელი სასჯელი. ჰაინდსი იმ დროის ყველაზე სახელგანთქმულ ქურდად ითვლებოდა. 1953 წელს ის დააკავეს საიუველირო მაღაზიის ქურდობაზე. სასამართლოზე მან არ აღიარა დანაშაული და 12 წელი მიუსაჯეს. ხოლო მას შემდეგ, რაც მან მოახერხა ჩარაზული კარებებიდან და 6 მეტრიანი ბეტონის კედლებიდან გაურკვეველ ვითარებაში გაქცევა, მას გუდინი ჰაინდსი შეარქვეს (გუდინი იმ დროის ცნობილი ილუზიონისტი იყო). გაქცევის შემდეგ ალფი იმალებოდა და ეწეოდა წყნარ ცხოვრებას, მუშაობდა მშენებლად და დეკორატორად, მაგრამ 1956 წელს ის მაინც გაშიფრეს და კვლავ ციხეში დააბრუნეს.

დაპატიმრების შემდეგ ჰაინდსმა აქეთ დაადანაშაულა ხელისუფლება არალეგალურ დაკავებაზე, რის გამოც იმართებოდა გაუთავებელი სასამართლოები. სწორედ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მან მოახერხა მეორედ გაქცევა, მაგრამ რამოენიმე საათში კვლავ დააკავეს აეროპორტში.

მესამე გაქცევა მან მოახერხა ჰელმსფორდის ციხიდან. რის შემდეგაც საცხოვრებლად ირლანდიაში გადავიდა, სადაც 2 წლის მანძილზე მუშაობდა ავტომობილების მაღაზიაში. ის კვლავ დააკავეს, როდესაც არარეგისტრირებული მანქანით გააცერა პოლიციამ. იმ დროისთვის ციხიდან გაქცევა, თუკი მას მკვლელობა არ მოჰყვებოდა, არ ითვლებოდა დიდ დანაშაულად, ამიტომაც ალფს მხოლოდ 6 წელი მიუსაჯეს. ბრალად მხოლოდ 1953 წელს საიუველირო მაღაზიის ქურდობა ჰქონდა წაყენებული. განთავისუფლების შემდეგ მან თავისი ისტორია მიჰყიდა News of the World-ს 40 000 დოლარად.

7 ფრენკ მორისი, კლარენს და ჯონ ენგლინები ანუ გაქცევა ალკატრასიდან

2eb51b3e1038

29 წლის განმავლობაში, რაც კი ციხე ალკატრასი არსებობს, რამოდენიმეჯერ სცადეს გაქცევა. ციხეში არსებული არქივიდან ასეთი 14 შემთხვევა იყო, რომელშიც მონაწილეობდა 36 პატიმარი (რი მათგანი ორჯერ), 23 დაიჭირეს, 6 – გაქცევის დროს მოკლეს, 3- ზღვაში დაიკარგა, რომელთა ცხედრები ვერ იპოვეს დღესაც.

1962 წლის 11 ივნისს შეუძლებელი შეძლო ფრენკ მორისმა,ძმებ ჯონ და კლარენს ენგლინებტან ერთად. სავენტილაციო შახტიდან ისინი გადავიდნენ სკვამურში და იქედან სახურავზე, შემდეგ კვლავ ქვევით დაეშვნენ და რეზინის პატარა ნავით გასცურეს კუნძულიდან. მეორე დილით პოლიცია უშედეგოდ ცდილობდა მათ მოძებნას.

f0bef73d642a

როგორც შემდეგ გაირკვა, მათ ჭკუა იხმარეს და თავიანთ საწოლებზე საპონითა და ტუალეტის ქაღალდებით ფიტულები გააკეთეს, რითაც ღამე დათვალიერებისას მოტყუვდნენ ზედამხედველები და გაქცეულები ვერ შეამჩნიეს.

მათ დღესაც ეძებენ, მაგრამ უშედეგოდ. არის ვერსია, რომ ისინი სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაიძირენ, თუმცა დანამდვილებით ამას ვერავინ ამბობს.

6 ბილი ჰეისი: გაიქცა თურქეთის ციხიდან და გახდა მწერალი

d150fc6c1cd6

1970 წელს ნარკოტიკის კონტრაბანდაზე თურქეთში დააკავეს 22 წლის ამერიკელი ბილი ჰეისი და მიუსაჯეს 4 წლით პატიმრობა. ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე მან შეიტყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა მის გაშვებას და სასჯელს სამუდამო პატიმრობით უცვლიდა, ამიტომც გადაწყვიტა გაქცევა. 6 თვის შემდეგ მან მოახერხა თავისი გეგმის რეალიზება, თავს დაესხა ზედამხედველს,სცემა, გახადა უნიფორმა და 2 000 დოლარად, რომელიც მას მამამ შეუგზავნა ჩუმად ციხეში, იქირავა ხის ნავი და შეძლო კუნძულიდან გაღწევა.

შეიღება თმები შავად და მდინარის გადაცურვით შეეცადა საბერძნეთის საზღვარზე გადაპარვას. მშიერმა, დაღლილმა, უპასპორტომ გადასცურა მართლაც მდინარე და რამოდენიმე მილი იარა ფეხით. საბოლოოდ ის მაინც დაიჭირეს სამხედროებმა, მაგრამ უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე იყო. იქიდან კი საელჩოს დახმარებით მშვიდობიანად დაბრუნდა შტატებში. გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი სპეციალურად გამომცემლობა Midnight Express-თვის, სდაც დეტალურად აღწერა ყველაფერი თავის ცხოვრებაზე.

5 ტეხასური შვიდეული

f993180da27a

2000 წლის 13 დეკემბერს შვიდმა პატიმარმა მოახერხა John Connally Unit – ის ციხიდან გაქცევა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ციხედ ითვლებოდა (კარნს კაუნტი,ტეხასი). მათი გეგმა ზედმიწევნით გათვლილი და დამუშავებული იყო. გაქცევისას განაიარაღეს 14 ზედამხდველი და ციხის თანამშრომელი. ყველაფერი ვახშმის წინ მოხდა. ერთ-ერთი მათგანი ართობდა ზედამხედველს, მეორე კი თავში მძიმე დარტყმით თიშავდა მას. ართმევდნენ ტანისამოსს, პირადობას და საკრედიტო ბარათებს.

გააღწიეს ციხის უკანა ეზოში, გაიტაცეს პიკაპის მარკის ავტომობილი, დიდძალი იარაღი და გაიქცნენ. ერთი წლის შემდეგ ყველა მათგანი დაიჭირეს. ამ ამბავთანაა დაკავშირებული ცნობილი ამერიკული ტელეშოუ America’s Most Wanted.

4 წითელი ჯოჯოხეთი

ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ციხე “ლიბი”-დან გაქცევა ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი იყო. 10 თებერვლის ღამეს 1864 წელს 100 მეტი სამხედრო ტყვე გაიქცა ლიბის სამხედრო საპატიმროდან (რიჩმონდი.ვირჯინია). 59-მა გაასწრო საზღვარზე, 48-დააბრუნეს, 2 კი დაიხრჩო მდინარე ჯეიმს რივერში.

55edc921d85d

ციხე ლიბის მმთელი კვარტალი ეკავა რიჩმონდში. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა კერის ქუჩა,სამხრეთით კი მდინარე ჯეიმსი.

იქაური პირობები იყო საშინელი, ყოველთვის პროდუქტების უკმარისობა და ანტისანიტარია სუფევდა. ათასობით ადამიანმა დალია სული აქ. პატიმრებდა გათხარეს დიდი გვირაბი და ღამით ცუმად წყვილ-წყვილად დაიწყეს გაპარვა.ციხის აღმოსავლეთ მხარეს, თამბაქოს ველზე მოიყარეს თავი და იქედან ცენტრალური ჭისკრისკენ დაიძრძნენ. იქედან კვლავ გვირაბით დატოვეს ციხე.

ყველაფერი ამის დაგეგმვა ძალიან რთული და საპუსიხისმგებლო იყო, საჭიროებდა დიდ გათვლებსა და ნახაზებს. რომ არა პოლკოვნიკი როუზი და მაიორი გამილტონი, ეს შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები და აქ გაქცევის სულის ჩამდგმელები.

3 ალფრედ ვეტცლერი და რუდოლფ ვრბა. გაქცევა აუშვიციდან

2ba2b1d920d1

1ab188bd9505

ალფრედ ვეტცლერი – სლოვაკელი ებრაელი, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, რომლებმაც თავი დააღწია კონცლაგერ აუშვიცს (Auschwitz). მან და რუდოლფმა შეძლეს დეტალურად აღწერა აუშვიცში გამეფებული სიტუაციისა. იქაური სამუშაოები, დეტალური გეგმა კონცლაგერისა და გაზის კამერებისა,კრემატორიისა. ამ 32 გვერდიანმა დოკუმენტმა მთელი ევროპა მოიარა შემდგომში.

a2ac77094ad1

1944 წლის 7 აპრილს (ებრაელების აღდგომას) ალფრედი და რუდოლფი დაიმალნენ თავიანთ სამალავში, რომლის გაკეთებაშიც სხვა ტყვეებიც ეხმარებოდნენ. 4 დღის განმავლობაში არ განძრეულან ფაქტიურად, მარტო სუნთქავდნენ. მათზე გამოცხადდა ძებნა და ყოველ ფეხის ნაბიჯს აკონტროლებდნენ ირგვლივ. 4 დღის შემდეგ როდესაც ცოტათი მიწყნარდა ძებნა მათ დატოვეს სამალავი და დაადგნენ გზას. ძაღლებს რომ სუნი არ აეღოთ ირგვლივ თამბაქოს აბნევდნენ.

10 აპრილს მათ გეზი პოლონეთ-სლოვაკეთის საზღვრისკემ აიღეს. მათი ორიენტირი საბავშვო ატლასი იყო, რომელიც ვრბამ საწყობში იპოვა შემთხვევით.

2. დიტერ დენგლერი. გაქცევა სამხედრო ბანაკიდან ვიეტნამის ომის დროს

a6f77cfa915f

წარმოშობით გერმანელ-ამერიკელი იყო, საზღვაო ჯარების წევრი. ვიეტნამის ომის დროს ჩავარდა ტყვედ და მოახერხა გაქცევა ჯუნგლებიდან.

1966 წლის 1 თებერვალს დენგლერის თვითმფრინავი (A-1J) ჩამოაგდეს ლაოსის მახლობლად, როდესაც ის მოწინააღმდეგის ტრანსპორტს ანადგურებდა. აიყვანეს ტყვედ და გააგზავნეს სამხედრო ტყვეების ბანაკში, რომელსაც მეთაურობდა პატეტ-ლაო (Pathet Lao)

ის ეგრევე შეუდგა გაქცევის გეგმის შემუშავებას და სულ მალე 1966 წლის 29 ივნისს მან და 6 პატიმარმა მოახერხეს იარაღის ხელში ჩაგდება, ზედამხედველების ლიკვიდაცია და ჯუნგლებში გაქცევა. საბოლოოდ მან ჯუნგლებში 23 დღე გაატარა. უძლებდა იქაურ საშინელ პირობებს, შიმშილსა და სიცხეს. ბოლოს ამერიკულმა ვერტმფრენმა აღმოაჩინა. მხოლოდ მან გაუძლო ბოლომდე, დანარჩენებმა ვერ გადაიტანეს ჯუნგლების მკაცრი პირობები.

1. გაქცევა ციხიდან მეიზი

4c29b3d389a8

მკაცრი რეჟიმის ციხე მეიზი (Maze) ითველებოდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ევროპაში.
მაგრამ მიუხედავად ამისა ბრიტანეთის ყველაზე გახმაურებული გაქცევა სწორედ აქ მოხდა.

1983 წლის 25 სექტემბერს ციხიდან გაქცევა მოახერხა 37-მა პატიმარმა. ყველა მათგანი ირლანდიის
რესპუბლიკის არმიის წევრი იყო, რომელთაც ბრალად უამრავი მკვლელობა და ტერაქტები ედებოდათ.

საბოლოოდ დაშავდა 21 ადამიანი, რომელთაგან ერთი პოლიციელი გარდაიცვალა,
2 პატიმარი დაიჭრა და უკან დააბრუნეს.

ციხე ცალკეული ბლოკებისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთისგან 5.5 მეტრიანი ბეტონის კედლებით იყო განცალკავებული,
მათ თავზე კი მავთულხლართები იყო გაბმული. ღამის 2:30 წუთზე პატიმრებმა დაიკავეს H ბლოკი და ზედამხედველები მძევლად აიყვანეს,  გადაიცვეს მათი  ტანისამოსი, წაართვეს გასაღებები და ერთ კამერაში ჩაკეტეს. 3:25 წუთსე ციხეში სატვირთო ავტომობილი მივიდა პროდუქტებით დატვირთული. თავს დაესხნენ და მძღოლიანად გაიტაცეს. 3:50 წუთზე სატვირთომ დატოვა ციხე, რომელშიც 37 პატიმარი იჯდა.

რამოდენიმე დღეში დაიჭირეს 19 პატიმარი. დანარჩენები კი დაიმალნენ, მათ ირლანდიის რესპუბლიკის არმია ეხმარებოდათ.
რამოდენიმემ თავი აშშ-ს შეაფარა.

**********************************************************************************
**********************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button