კულტურა

გინდა უცნაურის მაისური?

7h484

მოგესალმებით ყველას, როგორც უკვე სათაურიდან მიხვდით დავიწყეთ, უფრო სწორად ვიწყებთ უცნაურის მაისურების დაბეჭდვას. თუ დაგაინტერესათ, განაგრძეთ კითხვა :) ინფორმაცია განახლებულია

მაისურის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შესაძლებელია არსებული ფერებიდან და ზომებიდან ნებისმიერის არჩევა. ანუ სულ მაისურების ფერები იქნება: თეთრი, შავი, ლურჯი. ზომებში შეგიძლიათ აარჩიოთ: S, M, L, XL, XXL. მაისურის ხარისხი რა თქმა უნდა არ არის საუკეთესო. თუმცა საკმაოდ ნორმალურია, არის 100 %-ით ბამბა (ესე აწერია ყოველ შემთხვევაში :D).

ფერები და ზომები:

  • მუქი ლურჯი – M, XL,
  • ყვითელი – ყველა ზომა
  • სალათისფერი – S, XXL
  • წითელი – ყველა ზომა
  • თეთრი – ყველა ზომა
  • შავი – ყველა ზომა
  • ცისფერი – XXL
  • ღია ლურჯი – S-ის გარდა ყველა ზომა
  • სერი – L, XL, XXL

ilodq

მაისურების ზომები სანტიმეტრებში:

  • S – 67 სმ, 45 სმ
  • M – 69 სმ, 47 სმ
  • L – 74სმ, 49 სმ
  • XL – 76 სმ, 52 სმ
  • XXL – 78 სმ, 58

სამწუხაროდ, არ გამოდის ნიკის დახატვა ცალ-ცალკე. იბეჭდება მხოლოდ 1 გამოსახულება ყველა მაიკაზე. ლურჯი ან თეთრი წარწერით. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი (თუ არის მაისურის ზომა) და წარწერის ფერი.

ვისაც გექნებათ სურვილი, შეგეძლებათ აარჩიოთ მაისური ფერით, წარწერის ფერით და ზომის მიხედვით, ანუ მაგალითად მე მინდა თეთრი მაისური, ლურჯი წარწერით XL ზომა.

რაც შეეხება ფასს. 1 მაისურის (თავისი წარწერით) ფასია 15 ლარი. ფულის შეგროვება მოხდება კვირა დღემდე და 2-შაბათს უკვე ჩავაბარებთ მაისურებს დასაბეჭდად. დაბეჭდილი მაისურები დარიგდება 3 დღეში, ანუ ოთხშაბათიდან.

თუ იქნება მსურველი, იდეაში შესაძლებელია რეგიონებიდან და სხვა ქალაქებიდან მაისურების ყიდვაც. ანუ თქვენ გადმორიცხავთ ფულს Emoney.GE-ზე და ჩვენ რო გამოგიგზავნოთ “მარშუტკით” :) (ეს იდეა განხილვის სტადიაშია და ვნახოთ რა გამოვა :) )

ხვალ საღამოს პოსტი განახლდება და წითლად დაიწერება იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი, ვინც უშუალოდ ორგანიზებას უკეთებს ამ საკითხს. (ანუ ის შეაგროვებს ფულს და დაგირიგებთ მაისურებს).

თუ ყიდვას გადაწყვეტთ: დაურეკავთ ამ ადამიანს, შეხვდებით სადმე თბილისის ტერიტორიაზე და გადასცემთ მაისურის საფასურს. (ძაან გარეუბნები არ ითვლება :D) ოთხშაბათს კი იგივე პროცედურის გავლით, გადმოგეცემათ მაისური.

ძალიან გთხოვთ ამ პოსტში დაწერეთ მხოლოდ მსურველებმა, ვინც 100 %-ით იყიდით მაისურს, რომ ვიცოდეთ სავარაუდო რაოდენობა. ნებისმიერი ზედმეტი კომენტარი წაიშლება.

ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 897 55 00 59 – ირაკლი

z38mi

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...
Back to top button