უცნაური

ამოუცნობი ისტორიები(ნაწ.4)

d027f370953e

ხმაურიან ნიუნგბერგის მოედანს სტუმართმოყვარეობა არ გამოუჩენია მისდამი. ის მარტოდ-მარტო იდგა მოედნის შუაგულში , რომელიც ხალხით სავსე იყო. ისინი უყურებდნენ მას და სიცილს ვერ იკავებდნენ . მგონი ამ ახალგაზრდამ არ იცოდა სად იყო? ვინ იყო? დაფლეთილი პერანგი , გაცვეთილი შარვალი , ერთი წლის ბავშვის სიარული და ბავშვური გამოხედვა , სუფთა , მიამიტური , ისეთი , როგორიც მხოლოდ ბავშვებს აქვთ.

ნიუნბერგმა პირველად ნახა ასეთი ჰაუზერ კასპარი , 16 წლის მოზარდი რომელმაც თითქმის არ იცოდა ლაპარაკი.
გამვლელების შეკითხვებს პასუხობდა მხოლოდ «Ich weiss nicht»(არ ვიცი), მაგრამ გამოჩდნენ ადამიანები , რომლებსაც არ ეცინებოდათ მასზე , პირიქით აინტერესებდათ რატომ იდგა ის ერთ ადგილას , თითქოს გზის გაგრძელება არ უნდოდეს . . ანდა არც იცოდა სად წასულიყო.როცა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი “არ ვიცი” მათ ჰაუზერი ჰაუპტვახტში* წაიყვანეს.

დაიწყო მისი დაკითხვა. აღმოჩნდა , რომ ბიჭმა არაფერი წესიერად არ იცოდა თავისი სახელ-გვარის გარდა.
არა , მას არ სჭირდა არც დაუნიზმი და არც გონებაჩლუნგი იყო … უბრალოდ მან არ იცოდა ისეთი ელემენტარული
რაღაცეები , რაც ბავშვმაც იცოდა.ჭამდა მხოლოდ პურს და წყალს , ჯიბეში ორი წერილი ედო , ერთი დედამისისგან,
რომელმაც ბავშვზე უარი თქვა და ერთიც იმისგან ვინც შეიფარა.საინტერესოა , ექსპერტიზამ დაადგინა , რომ ორივე წერილი თითქმის ერთი და იგივე დროს იყო დაწერილი და ერთი კალიგრაფიით.პოლიციამ უბრალოდ გადაწყვიტა , რომ ბიჭს ხუმრობა მოუნდა პოლიციაზე და ციხეში ჩასვეს.

ab2bfebf341c

დაწვრილებით რომ გაეგოთ ყველაფერი ჰაუზერის შესახებ მათ მოიწვიეს ციხის მღვდელი ანდრეას გილტელი, რომ კასპართან ელაპარა.ჰაუზერთან საუბარი ღვთისმსახურს გულში ჩარჩა , ის ამბობდა რომ არასდროს შეხვედრია ადამიანი ასეთ ასაკში და ასეთი უცოდველი. ჰაუზერ კასპარი მართლაც დიდი ბავშვი იყო , მან არაფერი იცოდა და ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდა. კეთილმა მღვდელმა ჰაუზერს სიარული და ლაპარაკი ასწავლა , ის არ იყო გულგრილი მის მიმართ.

მხოლოდ მღვდლის ნაამბობზე დაყრდნობა არ უნდოდათ პოლიციელებს , ამიტომ მათ სამედიცინო დასკვნაც უნდოდათ იმის შესახებ , რომ ჰაუზერი ჩამორჩენილი და გაუნვითარებელი ბავშვია. ასე აღმოჩნდა ჰაუზერი ექიმ პროუსთან. ექიმმა მთელი სულით “შეაღწია” კასპარში , ის თავიდანვე მიხვდა , რომ მის წინაშე არ სიმულირებენ,
არამედ ეს ბავშვი მარლაც ადამანიანებისგან შორს გაიზარდა.სწორედ პროუს მოუყვა თავისი წარსული შესახებ კასპარი. მან თქვა რომ გამოკეტილი იყო სარდაფში , მზის ერთი სხივიც კი არ აღწევდა იქ . ბავშვი გამოკეტილი ჰყავდათ გალიაში , მას არც ადგომა შეეძლო არც დაწოლა , მთელი დღეები იჯდა. ეს ყველაფერი მეცნიერულადაც დადასტურდა . კასპარს სპეციფიური მუხლების სახსრები და ხერხემლის აგებულება ჰქონდა , რაც ალბათ იმითი იყო გამოწვეული , რომ ის სულ იჯდა. ჰაუზერს მისი “გამზრდელი” არ უნახავს , ის ამბობდა რომ თითქოს ნისლში ხედავდა მას. შესაძლოა “აღმზრდელი” რაიმე ფსიქოტროპულ ნივთიერებას უყრიდა საჭმელში , რამაც გამოიწვია ასეთი მხედველობა.

პროუს შემდეგ კასპარი ხვდება გასაუბრებაზე პროფესორ დაუმერთან. მან კასპარის ფენომენზე მთელი ნაშრომები დაწერა . ის ასევე მისი ახლო მეგობარიც იყო . დაუმერი ასწავლიდა მას ყველაფერს რაც ახალგაზრდა ადამიანს უნდა სცოდნოდა .ზუსტად მან აღმოაჩინა მისი ხასიათის თვისებები. აღმოჩნდა , რომ კასპარს შეეძლო სიბნელეში კითხვა და თვრებოდა , როცა ღვინოს ხედავდა. შეიძლება ამ ექსტრაორდინალურობის გამოც დაიღუპა იგი.

ერთხელ კასპარს თავს დაესხნენ. მოზარდს თავის არეში სერიოზული ჭრილობები მიაყენეს,მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.შეშინებულმა დაუმერმა ის მიაბარა ლორდ სტენჰოუპს რადგან მისი დაცვა სურდა. მაგრამ იგი სასტიკად შეცდა. სტენჰოუპს უნდოდა კასპარის პოპულარულობით ესარგებლა და ასწავლიდა მას ტყუილს სტუმრების წრეში(რომლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ), მაგრამ ჰაუზერი არ იტყუებოდა , რითიც სტენჰოუპის გაღიზიანებას იწვევდა.

ცოტა ხანში ლორდმა მისი აღზრდა მეწაღე მეიერს გადაულოცა.ისიც გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათით და ხშირად თავს იმის უფლებასაც აძლევდა , რომ მასზე ხელი აღემართა. კასპარი ოცნებობდა ნიუნბერგში, თავის მეგობარ,პროფესორ დაუმერთან დაბრუნებაზე , სამწუხაროდ მისი ოცნება ვერ ახდა .(((

ერთხელაც , როდესაც იგი პარკში სეირნობდა უცნობი ხელმეორედ დაესხა თავს ჰაუზერს. მან დანით ჭრილობა მიაყენა კასპარს , მაგრამ ჰაუზერის სული ისეთი მტკიცე იყო , რომ მან მეწაღე მეიერის სახლამდე მიაღწია და დახმარება სთხოვა. მეწაღემ მას არ დაუჯერა და უკან პარკში გაგზავნა.სისხლისგან იცლებოდა კასპარი . . .
ნახევარ გზაზე ჰაუზერ კასპარის გული გაჩერდა და მისი ნათელი თვალები სამუდამოდ ჩაქრა. . .

*ჰაუპტვახტი:1) ა) ადგილი სადაც ათავსებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს. (XIX საუკუნეში – ასევე მოქალაქეებს). ბ) ათავსებდნენ ადამიანებს ასეთ ადგილას დასჯის მიზნით.მისი დაბადების(30 აპრილი ,1812) და გარდაცვალების (17 დეკემბერი,1833) დაუზუსტებელია.ეს მხოლოდ  პირობითი თარიღებია!

ყველა პოსტი

79fb394178ae

მსგავსი ამბები

Back to top button