ბავშვების წერილები
ეს ბავშვები ძალიან პატარები არიან…ისინი ჯერ სკოლაში სწავლობენ.ერთ-ერთმა გაზეთმა მოაგროვა მათი წერილები ღმერთისადმი…აი ისინიც
მესამე კლასელი:
“მე ჯერ პატარა ვარ,მესამე კლასში ვსწავლობ.ცოდვები ჯერ არ მაქვს,მაგრამ აუცილებლად მექნება”
მეორე კლასელი:
“გამარჯობა ღმერთო,როგორ ხარ? რას შვრები?როგორა საქმეები ჯანმრთელობასთან?”
მეოთხე კლასელი:
“შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ,ვინ ილოცებს შენთვის?”
მეოთხე კლასელი:
“საიდუმლოდ გეტყვი,როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს,მე შენს მაგივრად მრრცხვენია.”
მესამე კლასელი:
“რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?”
მესამე კლასელი:
“სად მიდის დროს?ჭაღარაში?”
მეოთხე კლასელი:
“ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე,ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”
მესამე კლასელი:
“მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ,მაგრამ დედა და მამა უფრო,ხომ არაუშავს?”
პირველ კლასელი:
“შეიძლება რომ მე არ მოკვდე?”
მეორე კლასელი:
“აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან,შენი ბიზნესია?”
მეორე კლასელი:
“ღმერთო სად არის ქრისტე ახლა?რას აკეთებს?”
მესამე კლასელი:
” შენ გაქვს გონება,თუ მთლიანად სულისგან შედგები?”
პირვეკლასელი:
“შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა.რომელი?”
მესამე კლასელი:
“პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ,როდესაც აღსდგა?”
მეორე კლასელი:
“რატომ მათხოვრობენ ღარიბები ეკლესიასთან- შენ რომ აღნიშონ,ვინ მისცა ფული?”
მესამე კლასელი:
” ესე იგი თუ სწორად გავიგე ევოლუცია,შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან ხო?”
მეორე კლასელი:
“ღმერთო,თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს- ეს სიყვარულია?”
მეორე კლასელი:
“რატომ ზრდიდნე ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ბაც- და ის მკვდარია?”
მეორე კლასელი:
“რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში,რომ დედამ არ მცემოს?”
პირველკლასელი:
“აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული?მარჯვენა და მარცხენა მხარეები?”
პირვეკლასელი:
“როგორი იყო როდესაც ჯერ არაფერი არ იყო?მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?”
მეორე კლასელი:
“იქნებ,შემიძლია რამით დაგეხმარო?”
მესამე კლასელი:
“რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო?შენ ასე მცდი?”
მესამე კლასელი:
” რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა,რომ მას სულ არ უმართლებს?”
მესამე კლასელი:
“ახლა,მეორედ შექმნიდი ადამიანს?”
მეორე კლასელი:
“რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ,და უბრალოდ ეშინია შენი?”
მეოთხე კლასელი:
“რა იქნებოდა დედამიწაზე,ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?”
მეოთხე კლასელი:
“მინდა ვიცოდი რას აპირებ,დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?”
მეოთხე კლასელი:
“მე დავიბადე,მიმოვიხედე…სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია”
მესამე კლასელი:
“რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები,ეხლა კი არ შეუძლიათ?ნუ გაიხსენე,გველიც კი ელაპარაკებოდა ევას”
მესამე კლასელი:
“რისთვის ვბერდებით?”
პირვეკლასელი:
“შენ ბედნიერი ხარ?”
მესამე კლასელი:
“რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას,ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”
მესამე კლასელი:
“რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს,რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”
მეოთხე კლასელი:
“შენი ადამიანი შენი მსგავსი შექმენი,და უცხოპლანეტელი?”
მესამე კლასელი:
“ისე არ მოგსვლია?ვიღაც გესიმპათიურება,ის კი შენსკენ არც კი იყურება”
მეორე კლასელი:
“როდესაც გიყვარს,რატომ მოგწონს ყველაფერი,ერბოკვერცხიც კი?”
მეორე კლასელი:
“რამდენჯერ შევცდები სიყვარულში?სამჯერ უკვე არის”
მეოთხე კლასელი:
“რისთვის დავიბადე მახინჯი?”
მეოთხე კლასელი:
“მე ძალიან გარცხვენ?”
მესამე კლასელი:
“შეიძლება ხანდახან დაგესიზმრო?”
მეორე კლასელი:
“მიეცი ჯანმრთელობა,ბედნიერება დედას,ბებია,ბიძია ტომს,ბარის,ალექსანდრეს და ჩემს სხვა მამებს”
მეოთხე კლასელი:
“ღმერთო,მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ,რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის.მაგრამ ახლა დამეხმარე,მამაჩემი ციხეში არაფრის გულისთვის ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვე ზის.მე მას ყოველთვის ველოდები,რომ შემეძლოს- გავანთავისუფლებდი.ძალიან გთხოვ,დამეხმარე.ეს ცემი ყველაზე დიდი სურვილია.მერე არ შეგაწუხებ,სიკვდილიც კი რო მომიწიოს.”
მესამე კლასელი:
“მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო,მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება”
მეოთხე კლასელი:
“გააკეთე ისე,რომ მეორე სიცოცხლეში მე საფრანგეთში ბიჭად დავიბადო”
მეოთხე კლასელი:
“გააკეთე ისე,რომ როდესაც ვცელქობ,არ მეჩხუბონ,მე ხომ ჩემი მხიარულებისთვის ვცელქობ”
მეოთხე კლასელი:
“ამბობენ,რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ,ვიღაცის სახით ბრუნდება უკან.გთხოვ მინდა ვიყო ჩემი ძაღლი,ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით.”
მეორე კლასელი:
“მომიწყე ხანგღზილი და მხიარული ცხოვრება”
მესამე კლასელი:
“გააქრე ჩემი ცოდვები”
მეორე კლასელი:
“მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე”
მესამე კლასელი:
“გააკეთე ისე,რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ.ღმერთო დამეხმარე,მე მოწევას დავანებებ თავს”
მეორე კლასელი:
“ჩემთვის არა,კაცობრიობისთვის გთხოვ.გააკეთე ისე,რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს,ვიდრე უწერია”
მესამე კლასელი:
“ნუ ბრაზდებით ადამიანებზე”
მეორე კლასელი:
“მინდა რომ ჩემი დაბადების დღე,ერთხელ კი არა ხუთჯერ იყოს.საჩუქრების გამო არა…ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს”
მეოთხე კლასელი:
“ღმერთო,პირველად რომ გნახავ,არაფერს არ გთხოვ.შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ”
მესამე კლასელი:
“შენ დაპირდი დაიცვა სუსტები,დაჩაგრულები…რაღაც ამას ვერ ვხედავ”
მესამე კლასელი:
“გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი…ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ”
მეოთხე კლასელი:
“ძალიან მინდა,რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები”
მესამე კლასელი:
“გთხოვ გააკეთე ისე,რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ”
მეორე კლასელი:
“ღმერთო,მოდი მოვრიგდეთ.მე მჯერა შენი,შენ კი-ჩემი”
მეოთხე კლასელი:
“გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან”
მეორე კლასელი:
“მიშვილე და შენ როცა დაბერდები,ჭიქა წყალს მოგაწვდი”
მესამე კლასელი:
“მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს,მაგრამ თუ ძნელია,ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ”
მეორე კლასელი:
“ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში,მერე პირველ კლასში და მერე მან მითხრა ” ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ”…მე უარესად გავხდი ვიდრე მოვკვდი”
მეოთხე კლასელი:
“ნუ აი ჩვენ ვსწავლობთ,ვსწავლობთ…და რისთვის?ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება”
პირველკლასელი:
“რა საშიშია,თუ ხვალე არ დადგება”
მეოთხე კლასელი:
“მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე?ხომ უნდა მოვემზადოთ,თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას”
მეორე კლასელი:
“გთხოვ,მომიტევე ჩემი ცოდვები.ვიცი ბევრი ჩავიდინე,მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი”
მეოთხე კლასელი:
“ყვავილები უკეთესი გამოგივიდა,ვიდრე ადამიანები”
მეოთხე კლასელი:
“შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო?თუ არა,მაშინ მე გავაგრძელებ ცოდვილობას,დაწყნარებული სულით”
სულ ეს იყო…ბევრმა წერილმა ლამის მატირა…ბევრზეც გამეცინა…დიდი მადლობა…და ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის
BY ნაწკა