გასართობისაკითხავიუცნაური

უუფლებო მამაკაცები

ნამდვილი მამაკაცი-გაბედული, რომანტიკული, თავისი ღირსებებითა და სისუსტეებით ბევრი ქალისთვისაა სასურველი, თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ძლიერი სქესის წარმომადგენლები არასახარბიელო როლში არიან და სრულიად უჩვეულო სამუშაოებსაც ასრულებენ..

შვეიცარიის სოფლებში, ფარვანგსა და მაისტერშვადენში, წელიწადში ოთხი დღე ქალისაა. თურმე საუკუნის წინ, ომის დროს ქალები მამაკაცების გვერდით იბრძოდნენ და გაიმარჯვეს. მას შემდეგ აქ ქალები მეტად პრივილეგირებულები არიან. მაგალითად, ქალს შეუძლია, სპეციალური გეგმა შეადგინოს და ოთხი დღის განმავლობაში მამაკაცმა მისი ნებისმიერი სურვილი უნდა შეასრულოს. დღესასწაულის პირველ დღეს ისინი კაცებზე ნადირობას იწყებენ. სოფლის ქუჩებში ბადეებს ისვრიან. ვინც ამ ბადეში მოხვდება, თავი უნდა გამოისყიდოს. მას მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ..

წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე სანქსენგიტების ტომი ცხოვრობს. როდესაც ოჯახში კონფლიქტია, ცოლები ქმრებს ჯოხით ან წვრილი ქამრებით სცემენ. ამ დროს ქმარი თვის დაცვას არ უნდა შეეცადოს და არც ხელი შეუბრუნოს ცოლს. სანქსენგიტების აზრით, თავზე ლაფდასხმულად ითვლება მამაკაცი, რომელიც ცოლს თუნდაც თავის დასაცავად დაარტყამს. მ ან ღირსეულად უნდა აიტანოს ტკივილი…  (საცოდავები:D) ზოგჯერ ყველაზე იდილიურ ოჯახშიც ხდება ცოლ-ქმარს შორის კამათი. ასეთ დროს, როგორც წესი, ქალების უმრავლესობა დედასთან მიდის. კუნძულ ალაუზე,, უთანხმოება რაც  უნდა ცოლის ბრალი იყოს, მაინც ქმარი ისჯება. გაქცეული ცოლის დასაბრუნებლად მან ფული უნდა გადაიხადოს. ფულის გადახდაზე უარის თქმას კი აზრი არ აქვს, რადგან ცოლი გაყრას მოსთხოვს და ამ შემთხვევაში ისევ ქმარმა უნდა გაიკრას ჯიბეზე ხელი…. ამ კუნძულზე მამაკაცები დისკრიმინაციას განიცდიან, მათ განსაკუთრებით მკაცრად სჯიან. თუ ცოლს უღალატა, და დანაშაულის ადგილზე მიუსწრეს, ცოლს ღალატის გამოსასყიდი უნდა გადაუხადოს. თუ ქალი უღალატებს ქმარს, მას ამისთვის არაფრის გადახდა არ უწევს..

-ინდოეთის ქალაქ ლა დრქსში ერთ ქალს სამი-ოთხი ქმარი ჰყავს. ქმრები ოჯახში სამეურნეო საქმეებს ასრულებენ. საკმარისია ცოლს რაიმე არ მოეწონოს, მეორე ნახევარს ნებისმიერ ადგილობრივ მონასტერში გაამწესებს. (იქნებ ასე უკეთესიც იყოს:D)….. დღემდე სუმატრის ტყეებში არსებობენ ტომები, სადაც ყველაფერს ქალი მართავს. ქმრები მათი ნამდვილი მონები არიან. ისინი ცალკე, მშობლებთან ცხოვრობენ და ქალებს მთლიანად ემორჩილებიან. მათ ქალთან თვეში ერთხელ, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მისვლა, როდესაც ცოლი ინებებს და დაუძახებს.

-დიდ ბრიტანეთში ბევრი უცნაური გაერთიანება არსებობს. ერთ-ერთია იმ მამაკაცთა კლუბი, რომლებსაც ცოლები აბუჩად იგდებენ. ამ კლუბის მორიგ ყრილობაზე იორკშირის ბევრი დელაგატ არ გამოცხადდა. მათ ბარათები გააგზავნეს, სადაც დაუსწრებლობის მიზეზი დაასახელეს-აღმოჩნდა, რომ ისინი ყრილობაზე ცოლებმა არ გამოუშვეს………

-ჰავაის კუნძულებზე არც თუ დიდი ხნის წინ ე.წ. კონსტიტუციური ქმრები არსებობდნენ. ისინი მეტად უცნაურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ-ოჯახში მეფობდნენ, მაგრამ მას არ მართავდნენ. ცოლებს ნებისმიერ მამაკაცთან შეეძლოთ ურთიერთობა და მისგან ბავშვის გაჩენა. კონსტიტუციური ქმრები ვალდებულნი იყვნენ, ეშვილათ ის ბავშვი, რომელიც ცოლს სხვასთან შეეძინებოდა.

-ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში 1227 წლიდან აღნიშნავენ უცნაურ დღესასწაულს. ამ დღეებში ქალები მსვლელობებს აწყობენ და მამაკაცის ფიტულებს წვავენ. მამაკაცები კი ამ დროს სახლში სხედან, ბავშვებს უვლიან, კერძებს ამზადებენ და საოჯახო საქმეებს აგვარებენ. საღამოს კი ლუდხანაში წასვლის უფლებას ცოლებისგან იღებენ..

პირადად მე ძალიან მეცოდებიან :D :D თქვენ არა? ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close