საკითხავისასარგებლო

რა არის სიყვარული?!

ec4986e070ea
რა არის სიყვარული?!
ალბათ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ , უფრო სწორედ ვერ გაიცემა ( თუ ვინმემ იცით დაწერეთ კომენტარებში :dabneuli: )

მას ვერ დაინახავ, ვერ შეეხები, ვერ შეისუნთქავ, ის შეიძლება მხოლოდ იგრძნო. ეს არის ის რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გიზიდავს, გიტყუებს და განერვიულებს. სიყვარული ეს ორი დასაწყისის შერწყმაა. ქალისა და კაცისა. ჩვენ მას ვუფრთხილდებით როგორც ყველაზე ძვირფასს. ეს გრძნობა კი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. ახალდაბადებული სიყვარულია ცრემლები და ბედნიერება, აღფრთოვანება თვალებში, უძილო ღამეები და ოცნებები. შეყვარებული ადამიანი მხოლოდ საუკეთესო თვისებებს ხედავს საყვარელ ადამიანში, ხოლო ნაკლს უბრალოდ ვერ ამჩნევს.
სიყვარული არის როდესაც ზურგზე ფრთები გეზრდება, ყველაფერი შენს გარშემო ყვავილობს, ფერები შენს გარშემო უფრო მკვეთრი ხდება და ცოცხლდება. თუ შეყვარებულობამდე ოდესმე ყოფილხარ სასოწარკვეთილი , ახლა, როდესაც გიყვარს – სულ იღიმები და გადასცემ სითბოს სხვებს. ხარ ბედნიერი რომ ცხოვრობ. მხოლოდ ახლა გესმის ამ მარტივი ჭეშმარიტების აზრი : “რა კარგია, რომ ვცხოვრობ!”.
მსოფილიო მხოლოდ შენთვისაა.. სიხარულის ეიფორიაში ხარ.. ასევე.. სამყარო.. იმისთვისაა ვინც შენ გიყვარს, შენი რჩეულია, იმისთვის ვინც შენში სიცოცხლის სული შთაბერა, და გულმა უფროს სწრაფად დაიწყო ძგერა.. შენ გაცოცხლდი…
გიყვარს, ყოველი წვრილმანიც კი რომელიც მას უკავშირდება, გიყვარს და მარადჟამს გეყვარება !
და გგონია რომ ასე იქნება სა მ უ დ ა მ ო დ

გსურს რომ დაიმახსოვრო სიყვარულის მელოდიები… ღიმილი.. თუნდაც სულელური გამომეტყველებით მაგრამ აღსავსე სითბოთი და სიყვარულით. გსურს დაიმახსოვრო ყვავილების სურნელი, მიუხედავად იმისა რომ გარეთ ზამთარია, მზე მის სახეზე, მიუხედავად იმისა რომ წვიმს..
მაგრამ ყოველთვის არის კი სიყვარული ასეთი ბედნიერი?!
გულო… ოოო.. გულოო რა ძლიერი ხარ!
შენ სიყვარული გააჩუქე, სამაგიეროდ კი შენ დაგამსხვრიეს, ნაკუწებად გაქციეს, მზად ხარ შენ რომ როგორც მერკურის მძივები , ისევ აიწყო და მარდად დადგე?! მზად ხარ იმისათვის რომ კვლავ გამოსცე სითბო?!(ეს ისე უბრალოდ ლამაზი იყო )

პირველი სივყარული…
პირველმა სიყვარულმა მოგიკაკუნა გულზე?! მოდი გამოვტოვოთ პირველი სიყვარული ბაღში.. დაწყებით კლასებში და ვისაუბროთ უფრო ახალგაზრდულზე…მთელი მისი მაქსიმალიზმით. გამოუცდელობით, უეცრად მოვარდნილი ემოციებით. როდესაც არ იცი როგორ მოიქცე, რა თქვა, როგორი რეაქცია გქონდეს მის მიმიკასა თუ ჟესტებზე…
აჰა.. გაგახსენდათ არა?! დიახ , ყველას განუცდია რაღაც ამდაგვარი.
აი ვზივარ და ვფიქრობ. როგორ დავწერო .. რომელი სიტყვებით ავღწერო ის მუხტი, რომელიც ფლობს ადამიანს ასეთ ნეტარ დაძაბულობაში და როდესაც გეხება საყვარელი ადამიანი?! ამ უზომო განცდების დარტყმებისაგან სკდება გული. სიყვარული ეს ხომ სპეციალური ფიზიკაა .. შეუსწავლელი და გაურკვეველი.
ეხლა კი მოვრჩეთ, დავივიწყოთ მძიმე ემოციები და ცოტათი მეცნიერულად და ფსიქოლოგიურად მივუდგეთ საქმეს.

სავალალოა ის რომ ცხოვრების შემდგომ პერიოდებში შეიძლება სივყარული ეგოისტურ გრძნობად გადაიზარდოს ფიქრებით “მე ხომ ის ასე მიყვარს, მაგრამ ის კი საერთოდ ვერ მამჩნევს”. ბევრი ღიზიანდება, უხეშობს, და იწყებს სიყვარულის ნგრევას.

სიყვარულის სახეები

არსებობს სიყვარულის რამოდენიმე სახე :
• ჭაბუკი სიყვარული – როდესაც თქვენ გსურთ მუდამ ერთად იყოთ, ყველაფერი ერთმანეთში გაიყოთ. და ზოგჯერ თქვენ გრძნობების გემონსტრირებას ახდენთ ხალხის წინაშე. მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ამ სივყარულის შემდგომ ეტაპობრივ განვითარებას მოსდევდეს იმედგაცრუება.
• სრულყოფილი სიყვარული -ეს გრძნობაა რომელმაც ყველა ბარიერი გადალახა. მზრუნავი,ბრძენი, წინდახედული და გამგები.
• დამოკიდებული სიყვარული – ან როგორც იტყვიან “ნარკოტიკული სიყვარული”. ეს არის გრძნობა რომელიც იწვევს “წყურვილს”, “შიმშილს” იმ ადამაიანის მიმართ ( :lol2: არ შემოგეჭამოთ)ეს არის ამრევი გრძნობა, როგორც ალკოჰოლი ან ნარკოტიკი, და შეიძლება არ იყოს ორმხრივი ან საპასუხო. ამ სახის სივყარულით ბევრი იტანჯება. მაგრამ ეს მხოლოდ დამოკიდებულებაა, რომელსაც დიდ გრძნობად აღიქვამენ. ასე შეიძლება მოექცე საყვარელ ჭიქას ან ნივთს. ამ დროს მიილტვი იმისაკენ რაც სიამოვნებას გგვრის. ჩვენ ყველას გვიყვარს კარგად ჭამა, (ოჰოო მწვადი, ქაბაბი,ხინკალი – ჭირი ჭამეთ თქვენ :lol2: )ლამაზად ჩაცმა, კითხვა ( ო იმდენი აგიდგათ გვერდები :lol2: ), მოგზაურობა და ა.შ. და ამ გრძნობას ჩვენ სიყვარულს ვეძახით.
ფსიქოლოგები კითხვაზე, არსებობს თუ არა სიყვარული, პასუხობენ რომ კი, მაგრამ მას არ უნდა მოჰქონდეს ტანჯვა. კაბალისტიკურ წიგნებში, საუბარია, რომ სიყვარული ერთადერთი დადებითი გრძნობაა სამყაროში. ეს გრძნობა, ამოძრავებს, უხილავი ძაფით აკავშირებს სამყაროს სხვადასხვა კუთხეს. როდესაც თქვენ უყვარხართ, შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველაფერი, და უბრალოდ საკუთარი თავი მას მიუძღვნათ და მოკალათდეთ მის ხელებში. არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, თავს მშვიდად და ლაღად გრძნობთ. იგრძნო სურვილი შენი მეორე ნახევრისა , გინდება მასზე ზრუნვა. ამის დამსახურებაა რომ შეყვარებულები არაფრის საჭიროებაში არ არიან, მათი ყველა ოცნება წამიერად ხდება. ანუ გამოდის, რომ, გაცემით იღებ იმას რაც შენ გსურს! და ამით ჩვენ ვგრძნობთ ბედნიერებას, ნეტარებას და სიმშვიდეს.

სიყვარული ეს…

მკვლევარების მიერ ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით “რა არის სიყვარული” მიღებულ იქნა შემდეგი პასუხები
სიყვარული – ეს გრძნობაა როდესაც ადამიანი აძლევს სხვას თავის კარტოფილ ფრის ნაწილს მაკდონალდსში ჭამისას სხვას, ისე რომ სამაგიეროს არ ითხოვს.
სიყვარული – ეს როდესაც შენ იღიმები, მიუხედავად რომ დაღლილი ხარ.
სიყვარული – ეს ის მომენტია, როდესაც შენი ლეკვი გილოკავს სახე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღით მარტო დატოვე სახლში.
ბავშვების პასუხები მხოლოდ ამტკიცებენ იმას, რომ ადამიანის სულს , წარმოშობიდანვე თან დაჰყოლია ეს გრძნობა. წლიურად, ზრდის შედეგად, თითქმის ყველა ივიწყებს ამის შესახებ. მაგრამ ეს ასე ხდება იმიტომ, რომ შედეგში კვლავ აღდგეს ეს გრძნობა და შევიგრძნოთ ის. ადამიანები არიან შექმნილი ეგოიზმისათვის იმიტომ, რომ შემდეგ დატკბნენ, რომ შემდგომში გზა გაუხსნან საწინააღმდეგო გრძნობას ეგოიზმიდან სიყვარულამდე. კარი გაუღონ სიყვარულს და მის უსაზღვრო მორეში გადაეშვან.

და ბოლოს რა არის სიყვარული?!
ამ სურათებით ბევრია ნათქვამი.

4db2c49eac61

b3761ad6e137

b8e41a39b658

3cf2041095b6

d85dd2fd3beb

f70334fdfab1

f949e3a7fbc6

040b24a74622

65287c904443

9a04888939dc

2c76bc237e48

8874b42bdba7

10ba926d354b

მადლობა მათ ვინც ბოლომდე წაიკითხა :yvavili:

მსგავსი ამბები

Back to top button