არქივი

მარკ ცუკერბერგი – ყველაზე ახალგაზრდა შემთხვევითი მილიარდერი?!

0dab7a9245f8

სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ინტერნეტ ტექნოლოგიებში გადატრიალება მოახდინა.  შეიქმნა ქსელი, სადაც დღეისათვის  მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს  გადააჭარა.  თითოეულ მომხმარებელს კი  ჰყავს დაახლოებით 130 მეგობარი. დღეისათვის გვერდის ინტერფეისი გადათარგმნილია 70 ენაზე და მილიონზე მეტი კომპანია 180 ქვეყნიდან იყენებს სოციალურ ქსელს საკუთარი ბიზნესის  განვითარებისთვის. სოციალურ ქსელი პოპულარულია ასევე მობილურის მომხმარებლებისათვის. დაახლოებით 60 ქვეყნიდან 200 მობილური ოპერატორის  საშუალებით   200 მილიონზე  მეტ   მომხმარებელს  აქვს  წვდომა  ფეისბუქში. ეს არის ქსელი, რომელსაც აქტიურობად იყენებენ როგორც  ბიზნეს კომპანიები საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის და პოლიტიკოსები საკუთარი იმიჯის პოპულარიზაციისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეები  და სტუდენტები გართობისთვის. ფეისბუქმა  გადამწყვეტი როლი ითამაშა  აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას გაპრეზიდენტებაში. თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი გვაფრთხილებს, რომ  ვიყოთ ყურადღებით, როდესაც  ფეისბუქში ვსაქმიანობთ. ის შეიძლება მომავალში წინ დაგვხვდეს როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი  ჩვენ  საქმიანობაში.

ბიზნესმენის  ბიოგრაფია

სოციალური ქსელ ფეისბუქის დამფუძნებელი და ბიზნესმენი დაიბადა 1984 წლის 14 მაისს  დობს ფერიში, ნიუ-იორკი. ქსელის საშუალებით ცუკერბერგი უწევს რევოლუციურ დახმარებას ხალხს, მ.შ. ბიზნესმენებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს ინტერაქტიულ რეჟიმში. მარკის ასეთი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი მისი  კარგი  განათლებაა. ბიზნესმენის  მამა ეწეოდა კერძო სტომატოლოგიურ საქმიანობას. დედა კი   მუშაობდა ფსიქიატად. მარკს კომპიუტერული ტექნოლოგიებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში განუვითარდა, ჰქმნიდა რა შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებს მამის სტომატოლოგიურ ოფისში. მან მეგობრებთან ერთად შექმნა კომპიუტერი გასართობი თამაში. მარკი მოგვანებით სწავლობდა ფილიფ ექსეტერის აკადემიის ექსკლუზიურ მოსამზადებელ სკოლაში, ნიუ ჰემპშაირში. მან გამოავლინა  ნიჭი ფარიკაობაში და გახდა სკოლის გუნდის კაპიტანი. მიუხედავად ახალი ინტერსებისა, იგი რჩებოდა კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთგული და აგრძელებდა ახალი  პროგრამების შექმნას. მარკის საქმიანობით დაინტერესდნენ სხვადასხვა კომპანიები და სთავაზობდნენ დაქირავებას საბავშვო თამაშების შესაქმნელად. ექსეტერის აკადემიის დამთავრების შემდეგ ცუკერბერგმა ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში 2002 წელს.

ფეისბუქის დაბადება

უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტმა ჩართო იგი პროექტში და დაიწყეს სოციალური ქსელის შექმნა,,ჰარვარდ ქონექშენი”. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მარკმა მიატოვა პროექტი და დაიწყო საკუთარ  სოციალურ  ქსელზე მუშაობა, რომელიც შემდგომ ,,ფეისბუქის” სახელით გახდა ცნობილი.  ,,ჰარვარდ ქონექშენის” შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ცუკერბერგმა მოიპარა მათი იდეა. მარკის არგუმენტის მიხედვით კი, ეს სოციალური ქსელები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ შორის იურიდიული დავა დღესაც მიმდინარეობს. მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქი დააფუძნა დასთინ მისკოვიჩთან, ქრის ჰაგისთან და ედუარდ სავერინთან ერთად. ქსელის საშუალებით მომხმარებლები იზიარებენ შეტყობინებებს, სურათებს და ა.შ.. საიტზე ასევე ინტეგრირებულია ონლაინ რეჟიმში საუბრის ტექნოლოგია. ამის შემდეგ, მარკმა მიატოვა კოლეჯი, რათა მთლიანი დრო მიეძღვნა ფეისბუქისთვის. ამ დროს სოციალური ქსელის ოფისი გადავიდა პალო არტოში, კალიფორნია. 200 წლის მონაცემებით ქსელის მომხმარებლებმა მილიონს  მილიონს მიაღწია. 2005 წელს, მარკმა უპრეცენდენტო შემოთავაზება კომპანია ,,აქსელ პარტნიორისგან”, რომელმაც პროექტში $12.7 მილიონიანი კაპიტალდაბანდება განახორციელა. ძალიან მალე კი საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებლების დამატებით მომხმარებელთა რაოდენობამ 5.5 მილიონს მიაღწია. საიტმა ძალიან მალე მიიზიდა ბევრი კომპანიის ყურადღება, თუმცა დამფუძნებელს არ სურდა პროექტის გაყიდვა. მან ისეთი ორგანიზაციების შეთავაზებები უარყო, როგორიც არის YAHOO და MTV NETWORK. ამის მაგივრად მან  დიდი ყურადღება დაუთმო საიტის განვითარებას და დახვეწას. პროექტში ნება დართეს სხვადასხვა კომპანიებს შეექმნათ და განევითარებინათ,როგორც საბავშვო,  ასევე  თამაშები ქსელში მოზრდილებისთვის.

ცუკერბერგი განათლებას ეხმარება

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა და მმართველმა  მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის გამოყოფს $100 მილიონ  ნიუ ჯერსის სკოლების დახმარებისთვის. ეს მიზნობრივი დახმარება  სპეციალურ განათლების ფონდიდან  იქნება  გაღებული. მარკი ამ პროექტზე  მუშაობს ქალაქის მერი სქორი ბუქერის და  ,,ნიუ ჯერსის” მმართველის  ქრის ქრისთისთან ერთად. პროექტის  ამოცანაა დაეხმარონ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ  სკოლებს. ბექერი ასევე მუშაობს დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვაზე, რომელიც გაზრდის აღნიშნულ ფონდს. მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ  ყველა ბავშვი იმსახურებს კარგ განათლებას და ახლა ეს  დღეისათვის შეუძლებელია: ,,მე მქონდა ბევრი შესაძლებლობა  მიმეღწია წარმატებისთვის ჩემი ცხოვრების მანძილზე და ეს  ჩემმა მაღალი დონის სკოლებში სწავლამ  განაპირობა.”

ბევრი სპეკულირებს იმის გარშემო  რამდენად დროულია ასეთი ფონდის შექმნა. გრანტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა ფილმის ,,სოციალური ქსელი” გამოსვლას კინოთეატრებში.

მსოფლიო გამოხმაურება

2010 წელს  ფეისბუქის ისტორიის შესახებ შეიქმნა ფილმი ,,სოციალური ქსელი”. ფილმი ეფუძნება 2003 წელს გამოშვებული წიგნს ,,შემთხვევითი მილიარდელი”, ავტორი ბენ მეზრიჩი. მარკ ცუკერბერგის ბიოგრაფია ასევე გადმოცემულია  კომედიურ წიგნში, რომლის ავტორია ,,ბლუ ვოთერ  პროდაქშენი”. ფორბსის ჟურნალის მიხედვით, მარკ ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მისი ქონება დღეს  $6.9 მილიარდს შეადგენს. მარკ ცუკერბერგი ცხოვრობს მეგობარ გოგონასთან, მედიცინის სტუდენტ პრიცილა  ჩანთან ერთად  პალო არტოში, კალიფორნიის შტატში.

წყარო: facebook.com

მსგავსი ამბები

Back to top button