სურათები

Hollywood რამდენიმე წლის შემდეგ

528d2048e157
ერთ უცნაურ საიტზე მივაგენი ამ სურათებს და დასათაურება თუ შემეშალა დამცინავ კომენტარებს ნუ დაწერთ. რომელი საიტიდანაც გადმოვიწერე იქ ეწერა:  “Hollywood 80 year after”

7236a2936fd7

bf5cfb1173ac

f14f22cfaacc

610fd1bebdd8

229f232d533b

aa07f4ef8d9a

761763c3ad2f

014218c57e78

oONETTWOo

მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, ზოგიერთი ჯგუფელისთვის – 09, ზოგიერთისთვის კი – მეგობარი, დაინტერესებული პირებისათვის - სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, კოღოებისათვის – უფასო დონორი და უფასო დონორებისაგან ღმერთმა დამიფაროს, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის. მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და კიდევ უფრო ხშირად “მესიჯები” არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია) ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა). არასდროს გეტყვით, რომ “სადღაც ორი საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს” და არასდროს გაგაცნობთ “ამინდის მოსალოდნელ პროგნოზს“. არასდროს გავუხევ ხახას რესპონდენტს მიკროფონის საშუალებით და არ ვკითხავს პანაშვიდზე შვილმკვდარ დედას “რას გრძნობს” ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო! მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა… :)

მსგავსი ამბები

Back to top button