არქივი

Bungee Jumping

af3246df4164

ისტორია:

წყნარ ოკეანის კუნძულ პენტეკოსტში იმისათვის რომ ვაჟები გახდნენ ზრდასრულები მათ უნდა გადალახონ სირთულე-ხტომა რომელიც შეიძლება სიკვდილის ფასად დაუჯდეს.კუნძულზე ბამბუკის ხეებით აგებენ დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლის სტრუქტურას. თითოეული ვაჟი უფროსის დახმარების გარეშე შოულობს ლიანას ჭრის საჭირო ზომაზე და ემზადება გადასახტომად. იგი ლიანაზე ფეხებით არის მობმული მისი მეორე მხარე კი ბამბუკის შენობის თავზეა დამაგრებული. თუ ლიანა გაწყდა ან გრძელი აღმოჩნდა მხტომელი კვდება. ერთერთ ასეთ ტრადიციაზე ინგლისელი ტურისტები იმყოფებოდნენ რომელთაც მოაფიქრდათ ახალი სპორტი ბუნგი ჯამფინგი

სპორტი:

Bungee Jumping ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. ის მოიცავს წელვადი თოკით გადახტომას მაღალი ადგილებიდან როგორიცა ხიდები, შენობები ასევე ვერტფრენებიდან და საჰაერო ბურთებიდანაც.

1979 წლის 1აპრილს სპორტის ეს სახეობა პირველად გამოცადეს ოქსფორდის უნივერსიტეტის სახიფათო სპორტის კლუბის წევრებმა: David Kirke, Chris Baker, Simon Keeling, Tim Hunt and Alan Weston -მა, რომლებიც ბრისტოლში 76 მ სიმაღლის კლიფტონ სასფეშენ ბრიჯიდან გადმოხტდნენ. ამ გადმოხტომის შემდეგ ისინი ცოტა ხნით დააპატიმრეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ისევ გადმომახტარიყვნენ გოლდენ გეითიდან და როიალ გორჯ ბრიჯიდან, ამ უკანასკნელიდან გადმოხტომა ტელევიზიიით გაშუქდა ამერიკულ გადაცემაში that’s incredible. 1982 წლიდან კი ისინი ხტებოდნენ უკვე საჰაერო ბურთებიდან. მიუხედავად იმ დიდი საშიშროებისა რაც თან ახლავს სპორტის ამ ასხეობას, ადამინთა უმეტესობა უარს არ ამბობს თუნდაც ერთხელ მიიგონ ეს სიამოვნება :)

ყველაზე მაღალი ნახტომი: 2005 წლის აგვისტოს ეჯ ჰეკეტი დაეშვა მაკაუს კოშკიდან. ეს არის მსოფლიოს უმაღლესი ნახტომი სპორტის ამ სახეობაში-233 მეტრი რაც გაცილებით მაღალია კუნძულის ბამბუკის შენობაზე.

საქართველო:

დღესდღეობით ეს სპორტი საქართველოში საკმაოდ ცნობილია და მის მიმდევრებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. არსებობენ ადამიანები, ვინც აწყობენ ხტომებს ყოველ შაბათს ან კვირას და ყველა მსურველს შეუძლია გადახტეს უსასრულობაში :) ძირითადად ეს ივენთი იმართება ვაკე საბურთალოზე მდინარე ვერეს ხეობაში, უნივერსიტეტ “მაღლივის” მიმდებარე ტერიტორიაზე – ხიდთან. ამ ადამიანებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სახის წიგნზე.

74610d1e9d02

თანამედროვე ხტომა

87e10fac7499

კუნძულ პენტეკოსტის ხტომა

წყარო : ვიკიპედია, ჩემი ინგლისურის წიგნი, მე

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button