არქივი

ილია ჭავჭავაძე-აზრები

779b064b7054
ილია ჭავჭავაძის გენიალური აზრები.

“სარწმუნოება სინდისის,სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.”

“გმირობა,რა სახისაც უნდა იყოს,სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია.აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ,სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლია და სხვას არაფერს.”

“რა არის იგი სწავლა,განათლება,ზნეობდა-გაწრთვნილობა,რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა,იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა,რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ქმობა არ არჩევინოს.”

“ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს,ვიდრე თვალი სულისა.”
a82d3f4e7786
“შურს ისა სწყინს და გულს უკლავს,-სხვას ჩემზე მეტ რადა აქვსო.ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია,მეც ის შევიძინო,რაც სხვას შეუძენია,მისდა სიკეთემდე,ღირსებამდე მივაღწიოო.შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას,ნატვრა-კი შეჰხარის.შური ებრძვის ღირსებას,ნატვრა-კი ეტრფის.”

“ენა ადამიანისა,მისი სიტყვიერება,მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ.”

“გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის,რომ მთელი კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუსი უღონობას მოასწავებს და სხვას არა-რას.ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს.”
aa48a8bdc182
“თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე,მაშინ ყველაფერი ხარ,სავსე კაცი ხარ,იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ,რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში,საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას და კეთილის-მომქმედიც იქნები,რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა.შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი,-სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.”

“ვისაც იგი მადლი ღვთისა არა აქვს,რომ სხვისი სიხარულით გაიხაროს,სხვის სიხარულს ვერც შემაჩნევს,ვერც აღბეჭდავს,ნუ გგონიათ,რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა და მაშასადამე,სხვის მწუხარებით მწუხარებისა,ცოტა რამ იყოს.იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანობისა.დიდკაცობისა და მარტო რჩეულთა ამა წვეყნისათა მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.”

“სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად “დრონი მეფობენო” მაშინ,როდესაც დრო მხოლოდ იგი ქვევრია,რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე,რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს.”
6c2a8e4832dc
და ბოლოს ჩემი საყვარელი გამონათქვამი,ამ ბუმბერაზი ადამიანისა:
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან:მამული,ენა და სარწმუნოება.თუ ამათაც არ ვუპატრონეთ,რა კაცები ვიქნებით,რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას.”

იმედია მოგეწონათ :)

მსგავსი ამბები

Back to top button