საინტერესო ფაქტები…
სირაქლემას თავზე დიდი თვალი ქონია. იცოდით? დანარჩენი გაგრძელებაში… ;)
* პირველი პროდუქტი, რომელსაც შტრიხკოდი დაადეს, იყო ,,Wrigley’s”.
* გამოანგარიშებულია, რომ აშშ-ში ყოველღიურად 18 ჰექტარ პიცას მიირთმევენ.
* დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ 100 ვატიან ნათურას პირში ჩაიდებთ, უკან ვეღარ გამოიღებთ ექიმის დახმარების გარეშე (შეგიძლიათ მენდოთ და არ გაიმეოროთ, სახიფათოა :) )
* თურმე არც ერთი ფორმატის ქაღალდი არ გაიკეცება შუაზე 7-ზე მეტად.
* შეგვიძლია ძროხას ვაიძულოთ კიბეზე ასვლა, მაგრამ ჩამოსვლას – ვეღარ.
* ლოკოკინას შეძლებია სამ წლამდე იძინოს.
* იხვის კრიახი ექოს არ გამოსცემს, თუმცა მიზეზი არავინ იცის.
* ახალ ზელანდიაში კანიბალები ცხოვრობდნენ.
* შოტლანდიაში უფრო მეტი ცხვარი ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი.
* ნიანგებს ენის გამოწევა არ შეძლებიათ.
* პანდა დათვი გეგონათ? არა, ის ენოტია.
* ვირთხას შეძლებია 122-ჯერ დაკავდეს სექსით საათში.
* სანთებელა უფრო ადრე გამოუგონებიათ, ვიდრე – ასანთი.
* ქალები კაცებზე ხშირად ახამხამებენ თურმე თვალებს.
* თურმე მარგალიტი ძმარში იხსნება.
* გენმოდიფიცირებული ვაშლის სიწითლეს და სიმრგვალეს განაპირობებს მასში შეყვანილი ჩრდილოეთის ზღვის თევზის გენები.
* თურმე უოლტ დისნეის, მიკი მაუსის შემქმნელს, პანიკურად ეშინოდა თაგვის.
* აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ატარებდა სათვალეს. უბრალოდ, ყველას არ სურდა პუბლიკას ენახა სათვალიანი.
* ჩვეულებრივ, კაზინოს გამჭვირვალე ფანჯარა არა აქვს. ისინი დეკორატიულია.
* ,,American Airlines”-მა 40 000 დოლარი დაზოგა იმით, რომ თითო ცალი ზეთისხილი დააკლო სალათს, რომელსაც პირველი კლასის მგზავრები მიირთმევდნენ.
* მაილ ჯორდანმა ნაიკისაგან იმაზე მეტი ანაზღაურება მიიღო, ვიდრე მალაიზიაში, ამ ფირმაში დასაქმებულმა ყველა მუშამ ერთად.
* ფირმა ,,Marlboro”-ს პირველი მფლობელი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.
* ძილში იმაზე მეტ კალორებს ვხარჯავთ, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას.
* ვენერა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელიც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმრთულებით მოძრაობს.
* ავსტრალიაში უფრო მეტი კურდღელია, ვიდრე ჩინეთში – მოსახლეობა.
* მწერებისაგან დამცავი საშუალებები ისეთ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც მწერს (მაგ. კოღოს) რეცეპტორებს უბლოკავენ და ის თავის მსხვერპლს ვეღარ პოულობს.
* საშუალოდ, ყოველწლიურად 100 ადამიანი იღუპება ბურთულიან კალამზე ,,დაცმის” გამო (ვითომ?)
* ქალები, რომლებიც ტუჩებს წითლად იღებავენ, უფრო იშვიათად იღიმებიან, ვიდრე სხვები.
* ვეშაპი თურმე შადრევანს სულაც არ უშვებს. ის ამოსუნთქვისას ნახშიროჟანგს გამოყოფს, ხოლო შადრევნის იმიტაციას წყლის წვეთები ქმნის.
სულ ეს იყო… მადლობთ….:)