გასართობისაკითხავი

კითხვები ინტელექტუალთათვის


გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო შეკითხვას და იმედი მაქვს აუცილებლად გამოიცნობთ;) მაშ ნახეთ სრულიადში და შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი;)

1) სინამდვილეში ეს ნივთი ნარინჯისფერია, თუმცა ”შავს” უწოდებენ და ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში განმარტებულია ასე: ”კვლევის ობიექტი, რომლის შიდა მოწყობილება მეტად რთულია; მისი შემადგენელი ნაწილაკებისა და სტრუქტურის მიხედვით შესაძლებელია დასკვნის გამოტანა ობიექტის მოსალოდნელი მოქმედების შესახებ.” რაზეა ლაპარაკი?

2)”გამვლელო, ნუ გაყოყოჩდები, თუ ჩემს ასეთ ყოფას ნახავ, რადგან მე უკვე შინა ვარ, შენ კი სტუმრად იმყოფები!”-რას ამშვენებს ასეთი წარწერა ქალაქ ათენში?

3)”ო, სანტა სიმპლიტიკას!” (ო, წმინდაო გულუბრყვილოებავ)-წამოიძახა იან ჰუსმა, როდესაც დაინახა, როგორი გულმოდგინებით უმატებდა შეშას ცეცხლს მოხუცი ქალი. რა მიზნით იყო დანთებული ეს კოცონი?

4)ფრანგი სპეციალისტები თვლიან, რომ ადამიანები ერთმანეთს თქვენობით უნდა მიმართავდნენ. მიმართვა ”შენ”-ეს მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი გამონაკლისია. ინგლისურ ენაში ”შენ” საერთოდ არ იხმარება, ერთი გამონაკლისის გარდა. ვის მიმართავენ ინგლისელები ”შენობით”?

5)ტეხასელებს თავიანთი თავგადასავლების გაზვიადება უყვართ. ამიტომ კოვბოი-მთხრობელის დევიზია: ”არასოდეს გააფუჭო კარგი ისტორია ….”-რით?

6)ცნობილ გერმანელ მწვრთნელს ფრანც ბეკენბაუერს ერთხელ ჰკითხეს, ფეხბურთელებიდან ვის მიიწვევდა თავის საოცნებო გუნდში სათამაშოდ. მწვრთნელი გამოტყდა, რომ, სამწუხაროდ, მისი ოცნების სამივე ფეხბურთელი უკვე პენსიაზეა. პირველი მათგანი-ჰერდ მიულერია, მეორე-პელე. ვინ არის ბეკენბაუერის ოცნების ფეხბურთელებიდან მესამე?

იმედია, მოგეწონათ ჩემი პირველი პოსტი;) დავდო კიდევ?

თეგები
Back to top button
Close
Close