მისტიკასაკითხავიუცნაური

უწმინდური

“უწმინდურის განდევნა”,”ჯადოს მოხსნა”- ასეთი რეკლამებით გაზეთების მთავარი გვერდები აჭრელებულია.99,9% შემთხვევებში ესენი უბრალო აფერისტები არიან,რომლებიც ფულს აკეთებენ გულუბრყვილო ხალხზე.

და მაინც ყველა რელიგია აღიარებს ბნელი ძალების არსებობას.უფრო მეტიც,მასთან ბრძოლა შეიძლება,ყოველგვარი “მაგების,ჯადოქრების” გარეშე.საიდან გაჩნდნენ მოჩვენებები,დემონები,სად ცხოვრობენ და ყველაზე მთავარი- როგორ უგულებელვყოთ,ეს გამოკვლეული იქნა.რაზეც ახლა მოგიყვებით.

ეძებეთ ჩლიქები

იუდაიზმში დემონებს მაზიკიმს(უწმინდურ ძალას) ეძახიან.ისინი უსხეულონი არიან,მაგრამ შეუძლიათ ადამიანის სახის მიღება.მათი გამოცნობა მაინც შესაძლებელია- ფეხებზე ჩლიქებით.რასაკვირველია ისინი მალავენ ამას,მაგრამ მათი აღმოჩენა საკმაოდ ადვილია.

დემონები არიან მდედრობითი და მამრობითი სქესის,მათი მმართველი კი დაცემული ანგელოზი ასმოდეია.ყველაზე მრისხანე დემონად ითვლება ლილითი – ღამის მბრძანებელი.ერთ-ერთი ვერსიით,ის გამოიყურება როგორც გრძელთმიანი ქალი,მეორეთი- როგორც ფრინველი,ბუს მსგავსი.ლილიტი,როგორც ყვებიან ებრაელი რებეები,ძალიან მრისხანეა:

“მან შეძლო მეფე სოლომონის მოჯადოება.ითვლება,თუ კი მამაკაცი ღალატობს,ეს ლილიტის ნამოქმედარია.მაგრამ ზოგი მეცნიერის თვალსზრისით,ლილიტის “ვალია” ცოდვით გაკეთებული ბავშვების მოკვლა.არა მარტო ცოდვით,არამედ ადრე დარუპული ბავშვებიც ლილიტის ნამოქმედარია.თუ კი ბავშვი შაბათის ღამეს იცინის,ითვლება რომ ლილიტი მას ეთამაშება.

დაავადებებზე პასუხისმგებელია დემონი აგრანი.ის დაფრინავს დემონების “კვალერიით”.დემონი ხაბალა გარს ეხვევა ადამიანს როგორც ვაზი,ამიტომაც ადამიანი თვრება.ცოტა უფრო “კეთილები” არიან ჩერტიკოვი და სეერიმი.

ასევე არიან დემონები,რომლებიც ადამიანში ჩასახლდებიან.მათ დიბბუკი ჰქვიათ.მაშინ ადამიანი არ აკონტროლებს თავს,ყვირის არაბუნებრივი ხმით.

დემონების წარმოქმნის თეორიაში არის რამოდენიმე აზრი.ერთ-ერთია რომ ისინი ასმოდეიმ წარმოქმნა.მეორეს თანახმად,დემონებს სიცოცხლე ადამმა და ევამ აჩუქეს.

თუ კი ებრაელ რებე,ბორუხ გორინს დავუჯერებთ,დემონების რიცხვი მატულობს:
” ისინი უკვდავნი არიან.ცოდვების გამო ჩნდებიან..მათი რიცხვის თქმა შეუძლებელია.ისინი მილიარდობით არიან.”

ანტიდემონური ჰიგიენა

რასაკვირველია არსებობს ხერხები,რათა აირიდოთ დემონები.იუდეველები თავისი სახლის კარებთან მაზუზას აკრავენ- ეს არის კაფსულა,ლოცვის სიტყვებით რომელიც პერგამენტზე წერია.ხოლო საწოლთან რეკომენდირებულია ჭიქა წყლის დადგმა,რათა დილას,საწოლიდან ადგომამდე,თითები დაიბანოთ ამ წყლით,რომ ღამის უწმინდურობისგან გასუფთავდეთ.ასევე იუდეველები სასაფლაოდან წამოსვლის შემდეგაც იბანენ ხელებს,რადგან იქაც მრავლადაა დემონები.

ეგზორციზმი იუდაიზმის ყველა განშტოებისთვის არა დამახასიათებელი.მაგალითად ხასიდები ამას არ აკეთებენ,რადგანაც სჯერათ რომ რებე ბალ შემმა ისინი დედამიწიდან განდევნა.აი სეფარდები კი მიმართავენ ეგზორციზმს.

ინფრაწითელი ურჩხულები

ერთ-ერთ მონასტერში იღუმენი(მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი),გვიან საღამოზე ამოწმებს სძინავთ თუ არა ბერებს.კელიაში შედის და ხედავს,რომ ერთი ბერი წვავს კვერცხს.ეს აკრძალულია რადგან სატრაპეზოდ განკუთვნილია საათები.იღუმენი კითხულობს: “რას აკეთებ?”,ბერი:” მაპატიე მამაო,დემონმა შემაცდინა”…ამ დროს კელიის კუთხიდან მოისმა ხმა:” არაფერიც,მე თვითონ ვსწავლობ მისგან”.ეს რა თქმა უნდა ანეკდოტია. :)

მართმადიდებლებს აგრეთვე სჯერათ დემონების.მაგრამ თვლიან,რომ თავიდან ისინი შექმნილნი იყვნენ კეთილებად,შემდეგ კი განუდგნენ ღმერთს.თვითონ დემონები უჩინარნი არიან,როგორც ინფრაწითელი სხივები.ХIХ საუკუნეში იყო ასეთი ტერმინი- ეთეროვანი სხეულები.დემონს შეუძლია ადამიანში შესახლება,ოღონდ მხოლოდ ღმერთის ნებართვით.თანაც,არაა აუცილებელი რომ დემონის შესახლებისას,ცუდად უნდა ვიფიქროთ ადამიანზე,რომ მან ცოდვა ჩაიდინა ან რამე მსგავსი.

დემონების განდევნის ლოცვები ჯერ კიდევ IV საუკუნეში იყო.

ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე,ეგზორციზმი არის კანონიკის დარღვევა და ცოდვა.

პროფესორი ოსიპოვი აღნიშნავს,რომ იესო ქრისტე და მისი მოწაფეები დემონებს დევნიდნენ მარტო იმათგან,ვისზეც ღმერთი მიანიშნებდა და არა მასობრივად,რასაც ახლა აკეთებენ.პროფესორი თვლის,რომ მათ ვისაც გონიათ რომ დემონებით არიან შემყრობილნი,ჯერ ექიმთან წავიდნენ და უფრო ნაკლებად დაიჯერონ ჯადოქრობის და მსგავსი რამების.მაგრამ თუ დემონი მართლც შესახლდა,განდევნა კი არ უნდა მოითხოვონ,არამედ განაგრძონ ქრისტიანული ცხოვრება.

ბოროტი სულები ცხოვრობენ ნანგრევებში,უდაბნოებში და აბანოებშიც კი,სადაც ადამიანები საკუთარ ცოდვებს ჩამოიბანენ.ასეა მუსულმანური რწმენის თანახმად.მაგრამ მათ შეუძლიათ ასევე ადამიანში შესახლება.ამისგან თავის ასაცილებლად მუსულმანები იყენებენ აზანს- მოწოდებას ლოცვისკენ.აზანის ხმები ატოვინებენ დემონს ადამიანის სხეულს.


განკურნების სეანსი,სწრაფად,იაფად

მართმდიდებლურ რწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს ჯადოქრებს,ჯადოს მომხსნელებს და მსგავს აფერისტებს.რანაირი ხატებიც არ უნდა დაკიდონ ამ ადამიანებმა თავის გარშემო,მართმადიდებელ ადამიანს იქ არაფერი ესაქმება.რა ჯადო შეიძლება ჰქონდეს ქრისტიანს,რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა?ყველანაირ შემთხვევაში მართმადიდებელისთვის მსგავს აფერისტებთან სიარული აკრძალულია ეკლესიის მიერ.თუ ადამიანი ავად არის,სჯობს ექიმს მიმართოს და ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს.

თუ კი თქვენ ღმერთის გწამთ,არანაირი დემონის არ უნდა შეგეშინდეთ ;) ისინი ღვთის ძალის წინაშე უძლურნი არიან..

დიდი მადლობა ყველას…იმედია დაგაინტერესათ..ბოდიშით გრამატიკული შეცდომებისთვის…

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close