არქივი

ვისზე მუშაობს ჯგუფი “კიპიმი”?

0e1e858abba5
ვისზე მუშაობს ჯგუფი “კიპიმი”?

ჯგუფი “კიპიმი” ან როგორც მათ უწოდებენ “სიამოვნების” ბრიგადა, შედგება 2000 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებისგან, ის შეიქმნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სიამოვნებისთვის, კორეის მუშათა პარტიის უმაღლესი ჩინოსნებისთვის და განსაკუთრებული სტუმრებისათვის.

პირველი გუნდი შეიკრიბა კორეის მუშათა პარტიის ეროვნული ფრონტის უფროსის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, რომ ესიამოვნებინათ კიმ ირ სენი. ღირს აღვნიშნოთ, რომ კიმ ირ სენი ცდილობდა თავისი სიცოცხლის გახანგრძლივებას ტრადიციული და არატრადიციული მედიცინით. ექსტრასენსების რჩევებით ის ცდილობდა თავის გარშემო შემოეკრიბა ახალგაზრდა გოგონები, რომ გოგონების ენერგია “შთაენთქა”. ჯგუფის წევრების შერჩევას და მათ “წრთვნას” ამჟამად ატარებს პარტიის ჰარმონიული კონტროლის მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელობა.

გოგონებს მთელი ქვეყნიდან არჩევენ და რიცხავენ ჯგუფ “კიპიმში” სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, რომლებსაც განსაზღვრავს მთავრობა. შერჩევის შემდეგ ისინი გადიან სწავლის მკაცრ პერიოდს, ზოგიერთ მათგანს საზღვარგარეთაც კი აგზავნიან, რომ შეისწავლონ მასაჟი. 22-25 წლის ასაკში გოგონები გამოიყოფიან სიამოვნების ჯგუფს, თხოვდებიან და მათი წინანდელი სტატუსი რჩება საიდუმლოთ.

გოგონები სწავლობენ კარგ მანერებს, მასაჟს, ცეკვებს და სიმღერას. ღირს აღვნიშნოთ, რომ ჩრდილოეთ კორეაში პროსტიტუცია აკრძალულია კანონით, მაგრამ როგორც ჩანს ეს კანონი არის დაწერილი მხოლოდ უბრალო მოკვდავებისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button