საკითხავისასარგებლო

თავშესაქცევი ამბები


საინტერესო და სახალისო ამბები გამოჩენილ პიროვნებებზე ;)

სპარსეთის იმპერიას რომ იპყრობდა ალექსანდრე მაკედონელი,გზად ერთ ბერძნულ ქალაქს-ლამპსაკს მიადგა,რომელსაც სპარსული ორიენტაცია ეკავა.მცხოვრებლებს შეეშინდათ,მაკედონელები ქალაქს დაანგრევენო და ასექსანდრეს მამის-ფილიპეს მეგობარი-ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს,თხოვნით:შეეწყალებინა მცხოვრებნი და ქალაქი დაენდო.როცა ანაქსიმენე ქალაქის დელეგაციით მეფეს მიუახლოვდა,ალექსანდრე მიხვდა რის სათხოვნად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და მიაძახა:”ვფიცავ ღმერთებს, არ შევასრულებ თქვენს თხოვნას.” მძიმე მდგომარეობა შეიქმნა.ეს კი იმას ნიშნავდა,რომ მაკედონელები ქალაქს აღგვიდნენ პირისაგან მიწისა.
მაშინ ბერძენი ფილოსოფოსი არ დაიბნა.
-მეფევ!- მიმართა ანაქსიმენემ ალექსანდრეს,-გთხოვთ, დაანგრიოთ ქალაქი.ფიცის თანახმად ალექსანდრემ რაღა თქმა უნდა არ შეასრულა ანაქსიმენეს “თხოვნა” და ქალაქი ლამპსაკიც გადარჩა.

ლოიდ ჯორჯს,დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მიაწერენ ასეთ თქმას საქართველოსა და ქართველების შესახებ:
1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები:კ.ჩხეიძე და ე.გეგეჭკორი ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი,როცა მათი ჩაცმულობა შეამჩნია ერთმა მოხუცებულმა ლორდმა და სადაურობა იკითხა,ლოიდ ჯორჯმა ასეთი პასუხი გასცა:
-ნუ გიკვირთ ლორდ,ესენი იმ ქვეყნიდან არიან,რომელსაც შეუძლია მთელი ევროპა მოამარაგოს მინისტრებით.

ესპანეთში ლაშქრობის დროს,როცა იულიუს კეისარი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ კითხულობდა რომელიღაც ისტორიულ ნაწარმოებს,ღრმად ჩაფიქრების შემდეგ მოულოდნელად ტირილი დაიწყო.გაოცებულმა მეგობრებმა მიზეზეი რომ ჰკითხეს,კეისარმა უპასუხა:
-როგორ გგონიათ,განა არ არის სევდის ღირსი ის,რომ ალექსანდრე ჩემს ასაკში უკვე უამრავ ხალხზე მეფობდა და მე კი აქამდე სასახელო არაფერი გამიკეთებია?

napoleon banaparte

როდესაც 27 წლის გენერალი ნაპოლეონ ბანაპარტი იტალიის წინააღმდეგ მოქმედი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა,ბევრი ხალისით როდი ემორჩილებოდა მხედართმთავარს.განსაკუთრებით ძველი თაობის გენერლები თაკილობდნენ “ახალბედა და ტანითაც მომცრო ბონაპარტის” უფროსობას.ამგვართა რიცხვს მიეკუთვნებოდა გენერალი ოჟერო.რომელიც პირველივე დღეებში წაეკამათა მასზე ასაკით ბევრად უმცროს ნაპოლეონს.ოჟერო აღნაგობითაც ბევრად მაღალი იყო და ზემოდან დაჰყურებდა “პატარა კაპრალს”.
-გენერალო,-შეუტია მაშინ ბონაპარტმა,-თქვენ ერთი თავით მაღალი ხართ ჩემზე,მაგრამ თუ უკმეხად დამელაპარაკებით მე დაუყოვნებლივ მოვსპობ ამ განსხვავებას.

markus krasusi

ერთხელ ციცერონმა სენატის ტრიბუნიდან დიდი ხოტბა შეასხა ცნობილ რომაელ სარდალს და მაგნატს მარკუს კრასუსს,მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი, იგივე კრასუსი საშინლად გამოლანძღა.მაშინ კრასუსმა ჰკითხა:”განა შენა არ იყავი,ამ ცოტა ხნის წინ რომ მაქებდი?”
-დიახ,მე გახლდით,-უპასუხა ციცერონმა,-მჭერმეტყველებაში გავივარჯიშე,მინდოდა გამომეცადა ჩემი სიტყვის ძალა,ჩირის ფასად ღირებულ საგანზე ლაპარაკში.

ერთმა ახალგაზრდა კაცმა,რომელსაც ბრალად ედებოდა შხამგარეული ნამცხვრით მამის მოწამვლა,განაცხადა,ციცერონს კარგად გამოვანძღავო.ეს მუქარა ციცერონის ყურამდეც მივიდა და პასუხიც არ დაუყოვნა:უფრო მეტის სიამოვნებით მივიღებ მაგას შენგან, ვიდრე შენს ნამცხვარსო.
tomas mori

ინგლისის მეფემ ჰენრი მერვემ თავის მინისტრს,-სახელგანთქმული წიგნის,”უტოპიის”ავტორს თომას მორს-უბრძანა წასულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის პირადად წარედგინა ნოტა.
-თქვენო უდიდებულესობავ,თქვენ ხომ იცით,როგორი მკაცრია საფრანგეთის მეფე,ის ხელად წამაცლის თავს.
-ნუ გეშინია,თუ იგი ამას ჩაიდენს მე დაუყოვნებლივ ვუბრძანებ თავები მოჰკვეთონ ინგლისშო მცხოვრებ ყველა ფრანგს.
-ძალიან კეთილი ბრძანდებით თქვენო უდიდებულესობავ,მაგრამ ვშიშობ,რომ არც ერთი ფრანგის თავი არ მოერგება ჩემს მხრებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close