არქივი

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 3)

5dc9799a9c4c
საინტერესო ისტორიული ფაქტების მესამე ნაწილი

1. 1665 წელს ლონდონის მოსახლეობის 20% შავი ჭირს ემსხვერპლა. ამ საშინელი ეპიდემიის დროს, თუკი ერთი ადამიანი ავადდებოდა, ლონდონელები მთელ ოჯახს სახლში კეტავდნენ და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

2. ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი საკმაოდ ცივი ქალაქია, მაგრამ ბინების გასათბობად იქ არ ხმარობენ არც ბუნებრივ აირს, არც ელექტროენერგიასა, და არც შეშას, რადგანაც ქვეყანაში უხვადაა მიწისქვეშა ცხელი წყლები.

3. ორ ძმას ერთი და იგივე სახელი იშვიათად ჰქვია, თუმცა ისტორიაში ცნობილია ორი ძმა, სასფრანგეთის მეფეები ლუდოვიკო XVI და ლუდოვიკო XVIII.

4. მეკობრეები უძველესი დროიდან არსებობენ. მალაის არქიპელაგზე ისინი დღესაც დათარეშობენ, ძარცვავენ და ძირავენ გემებს, ხოლო ამერიკელი ეკოლოგების გემი „სი შეპარდი“, რომელსაც „ზღვის მწყემსს“ უწოდებენ, ვეშაპმჭერ გემებს ძირავს. ასე ებრძვიან ვეშაპებზე მონადირე ბრაკონიერებს.

5. პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიის მცხოვრებლებს გერმანელმა ოკუპანტებმა ჩამოართვეს არა მარტო ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ სრულიად უსაფრთხო არბალეტიც კი, რადგანაც ამით შეიძლებოდა წერილების გაგზავნა ისრით.

6. 1914 წელს 28 ივლისს სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა მოკლა ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც–ფერდინანდი, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.

7. 1884 წელს მოსკოვში გამოიცა ლევ ტოლსტოის წიგნი, რომელიც 25 რუბლი ღირდა. ამ ფასად ძროხის ყიდვა შეიძლებოდა. ფასი ავტორმა კი არა, ცენზურამ დააწესა, რომ წიგნი ხალხისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო.

8. XVII საუკუნეში ბრიტანელ მეზრვაურებს „მელიმონეებს“ უწოდებდნენ, რადგან ისინი სურავანდის საწინააღმდეგოდ ლიმონებს შეექცეოდნენ.

9. ინგლისურ გაზეტებში საბჭოთა კოსმოსურ ბომალდს, რომლის ბორტზე ძარლები ბელკა სა სტრელკა იყვნენ, „დოგნიკად“ – საძარლედ მოიხსენიებდნენ .

10. რუსეთში პირველ ჯავშნოსან ხომალდს „ეკატერინე II“ ერქვა.

11. დედოფალმა ელიზავეტა პეტროვნამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმ სამასი გვარდიელისთვის, რომლებიც ტახტზე ასვლაში დაეხმარნენ, საგვარეულო გერბები შეუქმნა.

12. ლონდონის სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში თვალსაჩინო ადგილას გამოფენილია იმ ძროხის ტყავი, რომლისგანაც ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა ყვავილის პირველი ვაქცინა მიიღო.

13. წარმოების ამ დარგზე კარლ მაქსი ამბობდა: „ყველაზე საშინელი, რაც დანტემ აღწერა, მანუფაქტურის ამ დარგში ხდებოდა. მუშებს ძვლებიც კი ულპებოდათ, ერღვეოდათ ფსიქიკა, არცთუ იშვიათი იყო თვითმკველელობები“. ეს იყო ფოსფორიანი ასანთის გამოშვების საწარმო.

14. ბრიტანეთის საზოგადოებამ ცნობილი მეზღვაური ჯეიმს კუკი ოქროს მედლით გეოგრაფიული აღმოჩენისთვის კი არა, არამედ სულ სხვა დამსახურებისთვის დააჯილდოვა – ეს იყო მეზღვაურების სურავანდისგან დაცვა ლიმონით.

15. იყო დრო, როდესაც რუსეთში ერთი ფუთი თეთრი თაფლი 5 მანეთი ღირდა, ყვითელი – 3 მანეთი და 50 კაპიკი, ხოლო შაქარი კი გაცილებიტ ძვირი – 9 მანეთი

16. ეს სულაც არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ამ გერმანელმა მფრინავმა “ჩამოაგდო” საბჭოთა არმიის 3 მარშალი, 9 გენერალი და 298 ოფიცერი. ეს იყო მატიას რუსტი, რომელმაც 1987 წლის 28 მაისს თვითმფრინავი “სესნა” მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის წინ დასვა.

17. ჩინეთში მსახიობი გუ იუე ძალიან პოპულარულია, მას თითქმის ყველა იცნობს, მაგრამ სხვა მსახიობთაგან განსხვავებით მიზერულ პენსიას (50 დოლარს) იღებს. მას აკრძალული აქვს სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა, რადგან მან მაო ძე დუნის როლი შეასრულა.

18. ტერენტი გრანელი ამბობდა, სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ იმის კი მეშინია, სასაფლაოდან ყველა რომ წავა, მე იქ დავრჩებიო (პირველი რამე მას სასაფლაოზე იპოლიტე ხვიჩიამ გაუთენა).

19. პეტრე I 213 სმ იყო.

20. ვინსენტ ვან გოგმა თავის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი სურათი გაყიდა

to be continue…

მსგავსი ამბები

Back to top button