არქივი

ჯანსაღი საკვებიდან არაჯანსაღ აკვიატებამდე

753a79f8527e
ჩემი აზრით ეს დაავადება ქართველების უმეტესობისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მაინც ვიცოდეთ მის შესახებ. დაავადებას ორთორექსია ჰქვია და მასზე ყველაფერს შეიტყობთ.

ორთორექსიას ასე განმარტავენ: (ბერძ.”ortho” – მართებული) – არის ფსიქიური აშლილობა, რომელიც გამოიხატება აკვიატებული აზრის გაჩენაში ჯანსაღი ცხოვრების წესზე, დაფუძნებულზე სწორ კვებაზე და რეგულარულ ვარჯიშზე დიდი დატვირთვით. ამ ”მართებულმა” სწრაფვამ შეიძლება ფსიქიური პრობლემები და კვების რაციონში დარღვევები გამოიწვიოს.

თქვენთვის მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი რომ თანამედროვე საზოგადოება განსაკუთრებით უკვირდება კვების რაციონს, ამოწმებენ რას ჭამენ, ითვლიან კალორიებს, ცხიმების შემცველობას, იცავენ დიეტას და ა.შ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ქცევა უკვე საზღვრებს სცილდება და მისი სწრაფვა ჯანმრთელობისკენ უკვე არაჯანსაღი აკვიატება ხდება?

ორთორექსია არის ერთგვარი აკვიატება, ამოჩემება ჭამო ჯანსაღი საკვები, სუფთა, რათა არ მიაყენო ჯანმრთელობას ზიანი. თვითონ ტერმინი ეკუთვნის ექიმ სტივ ბრეტმენს. თავდაპირველად თურმე ბრეტმენიც დიდ დროსა და ყურადღებას უთმობდა საკვების შერჩევა,დახარისხებას, მაგრამ ბოლოს მიხვდა,რომ ის ორთორექსიკი ხდებოდა.

,,მე ფსიქოლოგიური აკვიატებები მქონდა საკვების მიმართ, როდესაც ასეთ საქმიანობაში ვიყავი ჩართული, ამას ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში გაცილებით დიდი ადგილი ეკავა, ვიდრე სხვა საქმიანობებს. – აცხადებს ექიმი.

ორთორექსია არაა ანორექსია. ანორექსიკები ფიქრობენ, რომ მსუქნები არიან, ამიტომაც შიმშილობენ, მაგრამ ორთორექსიით დაავადებულნი თავის წონას აღიქვამენ, თუნდაც გამხდრები იყვნენ, უბრალოდ სურთ რომ ,,ჯანსაღად” იცხოვრონ. ამერიკელები ყიდულობენ უამრავ წიგნს დიეტებზე, არსებობს ათასობით დიეტა და ისინიც იცავენ ამას, ეს ნორმალურია რაღაც წერტილამდე. მაგრამ როცა ეს პროცესი მიდის იმ მომენტამდე, სადაც თქვენ ,,ჯანმრთელობას” წინ აყენებთ სიცოცხლეზე, აქ უკვე რაღაც პრობლემაა.

სისუფთავის მოთხოვნის მიზეზით ორთორექსიით შეპყრობილებს დამუშავებული საკვების მიმართ (მაგალითად მაკარონი, ყველი) დიდი ზიზღი უჩნდებათ. მაგალითად ერთი ორთორექსიკი ამბობს (ვიდეოში იხილავთ), რომ ჩვეულებრივი ვაშლიც კი შესაძლოა ტოქსიკური იყოს, რადგან რაც შედის მიწაში, ის ხილშიც გადადის, ხომ შესაძლოა მიწაში ტოქსიკური ნივთიერებები მოხვდეს, შემდეგ კი შენს სხეულში ვაშლის სახით შემოაღწიოს.

მოკლედ ორთორექსიკები ჩვეულებრივ საჭმელზე ხშირად უარს ამბობენ.

ანდერსენი: ,,მე უარი ვთქვი ტროპიკულ ხილზე, რადგანაც მასში შაქრის შემცველობა ძალიან მაღალია. ასევე უარი ვთქვი ბოსტნეულის ფესვებზე, რადგანაც ბევრ ნახშირწყლებს შეიცავს.
ეს ადამიანი ვერ ჭამს ვერც რესტორანში, ვერც მეგობრებთან, იმის შიშით,რომ ჭუჭყიანი საკვები არ შეეპაროს. და როგორც ამბობს ეშინია,თუ ისე არ მოიქცევა,როგორც ახლა აკეთებს, მას აუცილებლად რაღაც საშინელი დაავადება დაემართება.

თქვენ გახდებით ის, რასაც მოიხმართ. თქვენ გამოიყენებთ მკვდარ საკვებს? ეს დააჩქარებს თქვენს კვდომას – აცხადებს დიეტების გურუ ვიქტორას კულვინსკასი.
ეს კაცი უმი საკვების დიეტის წამყვანი ,,ადვოკატია”. ნედლი საკვების მომხმარებლებს რღმად სწამთ,რომ ბოსტეულის მოხარშვა, შეწვა და ა.შ. ანადგურებს საკვების ღირებულებას. ხორცის ჭამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. კულვინსკასმა თქვა, იმიტომ არ უნდა ჭამოთ ხორცი,რომ ამით თქვენ ცხოველურ შიშს ჭამთო. როდესაც ეს ცხოველები სასაკლაოზე მიყავთ, იმხელა შიშს განიცდიან,რომ ორგანიზმისთვის ეს ხორცი მავნებელიაო.

მაგრამ ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, რომელიც უარს არ ამბობს ხორცზე, შემწვარ-მოხრაკულებზე, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ, რას მოგვახსენებს ამასთან დაკავშირებით კულვინსკასი?

,,ეს მართალია, მაგრამ ხანგრძლივი სიცოცხლე არ ნიშნავს, ჯანმრთელობის მაღალ ხარისხს. ეგეთი ხანგრძლივი სიცოცხლე ამბობს მხოლოდ იმას, რომ შენ მედიცინის ჩარევის წყალობით გაქვს ცხოვრება გახანგრძლივებული, ეს კი ბუნებრივი არაა. უმი საკვების დიეტა არის ერთადერთი გზა, იყო ჯანმრთელი.”

ექიმ ბრეტმენს თავის პრაქტიკაში ახსოვს ერთი ასეთი ადამიანი კეიტ ფინი, ტანმოვარჯიშე როდ აილენდის შტატიდან. ამ გოგონას ოთორექსიკული ჩვევები მაშინ დაეწყო,როდესც კალიფორნიაში გადმოვიდა და უმი საკვების დიეტებით დაინტერესდა.

172565c08c90

d9377ea06960

eb76694240d0

17abb9d03254

0d0226f050f5

468a940a4578

ba8f5d82bb58

9bad4df29d70

d03c3e169ae5

,,იგი ისე  იყო დაინტერესებული სხეულიდან ტოქსინების გამოდევნით… ეს მის ცხოვრებისეულ მიზნად გადაიქცა” – ამბობს კეიტის და ერინი.
ასეთმა კვების რეჟიმმა საბოლოოდ გამოიწვია ის,რომ კეიტმა წონაში ძალიან დაიკლო და მოხუცს დაემსგავსა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი თავს ვერ ღალატობდა თავის ფილოსოფიას საკვების მიმართ. კვლავ აქტიურად ითვლიდა პროტეინების,ცხიმების შემცველობას, და მხოლოდ უმ ბოსტნეულს ჭამდა. რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. ბოლოს კი დათანხმდა ოჯახის რჩევას საავადმყოფოში დაწოლის შესახებ, მაგრამ ეს ღონისძიება უკვე გვიანი აღმოჩნდა. კეიტი გარდაიცვალა,37 წლის ასაკში. თუმცა მან დატოვა დღიური, სადაც თავისი განცდების შესახებ წერდა. დღიურში სხვა ბევრ დიეტოლოგთან ერთად ნახსენები იყო კულვინსკასიც.

ამ ფლეიერში ორი ვიდეოა გაერთიანებული, ერთი რომ დამთავრდება ავტომატურად დაიწყება მეორე, შეგიძლიათ იხილოთ თუ როგორია ორთორექსიით დაავადებული ხალხის ცხოვრება.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button