არქივი

ოლდ ტრაფორდი

fc43ac565253

ვაგრძელებ პოსტების სერიას სტადიონები… ამ პოსტში სემოგთავაზებთ “ოლდ ტრაფორდს”, მართალია სხვა სტადიონზე მინდოდა დადება, მარა Wooden Monkey-ს რაღაცა ვთხოვე და გამიკეთა, ეს რომ არ დამედო არ ვიქნებოდი მართალი!!! კომენტარებში დაწერეთ სტადიონები რომელზეც გინდათ რომ დავდო…

ოლდ ტრაფორდი ინგლ. Old Trafford — სტადიონი სტემფორდში, მანჩესტერის . ეს არის “მანჩესტერ იუნაიტედის” საშინაო სტადიონი, რომლის ტევადობა 76 312 მაყურებელია. აშენდა 1910 წლის ივლისში.

ოლდ ტრაფორდი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული სტაიონია. ინგლისში, და მთელ მსოფლიოში მას “ოცნების თეატრს” უწოდებენ. ინგლისში მას მხოლოდ სტადიონი–ვარსკვლავი, უემბლი ჯობია.

ტევადობა:

1945—1960 — 67 000 ადამიანი
1960—1974 — 65 000 ადამიანი
1975—1980 — 60 000 ადამიანი
1980—1988 — 58 000 ადამიანი
1988—1990 — 48 000 ადამიანი
1990—1994 — 45 000 ადამიანი
1994—1996 — 43 000 ადამიანი
1996—1999 — 55 000 ადამიანი
2000—2001 — 61 000 ადამიანი
2001—2005 — 68 000 ადამიანი
2006—2008 — 76 000 ადამიანი

კლუბის პირველი და ახლანდელი სტადიონი

2de9f1de48bb

სტადიონი

კლუბი დაარსებიდან რ ამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა ნორთ როუდის პატადა მოედანზე, რომელიც მდებარეობდა ნიუტონ ჰითში. ახლა იმ ადგილზე არის მანჩესტერის პიკადილის სარკინიგზო სადგური. ნორთ როუდის მინდორი არც თუ ისე კარგ მდგომრეობაში იყო და მეტოქე გუნდებიც ხშირად ჩიოდნენ, რომ მინდვის ერთ ბოლოში ტალახი იდგა, მეორე მხარეს კი ქვების გროვა ეყარა. გასახდელიც ტოვებდა უკეთესის სურვილს, მითუმეტეს, რომ ის არც იყო მოედნის ახლოს. გასახდელი მდებაორებდა 10 წუთის სავალზე “თრი ქროუნზის” (Three Crowns) პაბში ოლდჰემ როუდზე (Oldham Road). მოგვიანებით გასახდელი გადაიტანეს სხვა პაბში – “შეარზ ჰოტელში” (Shears Hotel), რომელიც ასევე ოლდჰემ როუდზე მდებარეობდა. მაგრამ თუ გუნდს სურდა საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობა, აუცილებლად მართებდა მოედნის გამოცვლა.

გუნდი ნორთ როუდის მოედანზე წვალობდა 1893 წლამდე, შემდეგ შევიდა საფეხბურთო ლიგაში და სტადიონიც გამოიცვალა: მათი ახალი სახლი გახდა ბენკ სტრიტი, რომელიც მდებაორებდა კლეიტონში (ქალაქ მანჩესტერის გარეუბანი). ახალი მოედანი ნამდვილად არ იყო ძველზე ბევრით უკეთესი. რამდენიმე ბღუჯა მწვანე ბალახი ამოწვერილიყო ქვიშიანი ზედაპირიდან და მეზობლად მდებარე ქარხნიდან წამოსული კვამლის ღრუბლები ფარავდნენ მინდორს. ერთხელ მოხდა შემთხვევა, რომ საფეხბურთო გუნდმა “უოლსოლ თაუნ სუიფტზმა” (Wallsall Town Swifts) უარი თქვა თამაშზე. სასწრაფოდ ხელახლა მოასწორეს ქვიშის საფარი და საბოლოოდ სტუმარი გუნდი დაიყოლიეს თამაშზე. “იუნაიტედმა” 14–0 მოიგო, მაგრამ “უოლსონ თაუნ სუფტზმა” გააპროტესტა, ყველაფერი სტადიონის ცუდ კონდიციებს დააბრალა და გადათამაშება მოითხოვა. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს, შედგა გადათამაშება (ზუსტად იგივე პირობებში) და უოლსოლის გუნდმა ისევ წააგო, ამჯერად მხოლოდ 0–9.

1902 წელს კლუბი გაკოტრების პრიას დიგა და ბენკ სტრიტის მოედანი ბეილიფებმა დახურეს. კაპიტანმა ჰარი სტაფორდმა უკანასკნელ წუთს იხსნა გუნდი. მან მოახერხა ფულის შეგროვება “ბრისტოლ სიტისთან” (Bristol City) გასვლით მატჩზე გასამგზავრებლად. აგრეთვე მან იპოვა დროებითი მოედანი ახლომდებარე უბან ჰარპურჰეიში (Harpurhey) “ბლექპულთან” (Blackpool) მომდევნო საშიანო მატჩისათვის.

Old Traffrod

3589b7801185

The Theatre Of Dreams ოცნებების თეატრი

ზემოთ წერია, რომ საბოლოოდ, ისევ კაპიტნის მეოხებით, გუნდმა იშოვა სპონსორი, გადაურჩა გაკოტრებას და აღმავლობის გზას დაადგა. გუნდს გადაერქვა სახელი და ეწოდა “მანჩესტერ იუნაიტედი”. გადაწყდა, რომ გუნდს მაღალი დონის მოედანი უნდა ჰქონოდა. 1909 წელს, 6 კვირით ადრე სანამ “იუნაიტედი” თავის პირველ ასოციაციის თასს მოიგებდა, გუნდის ახალ სახლად აარჩიეს “ოლდ ტრაფორდი” (Old Trafford). საჭირო მიწა გუნდმა შეიძილა 60 000 გირვანქად. არქიტექტორმა არჩიბალდ ლიტჩმა (Archibald Leitch), რომელიც “იუნაიტედის” თავმჯდომარე ჯონ ჰენრი დევისმა დაიქირავა, წარმოადგინა პროექტი, რომლის ღირებულებაც 30 000 გირვანქა იყო. თავდაპირველი ვარიანტით სტადიონის ტევადობა 100 000 მაყურებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ 77 000-ადგილიანი სტადიონი ააგეს. მიუხედავად ამისა “იუნაიტედის” სარეკორდო დასწრება 79 692 სწორედ მაშინდელ “ოლდ ტრაფორდს” უკავშირდება.

სტადიონი ააშენა მანჩესტერულმა კომპანია Messrs Brameld and Smith of Manchester -მა. პირველი მატჩი გუნდმა “ლივერპულთან” ითამაშა 1910 წლის 19 თებერვალს და მიუხედავად 3-0 ლიდერობისა, 3-4 დამარცხდა. იმ მატჩზე ფეხზე დასადგომი ადგილის ბილეთი ღირდა ექვსი პენსი, ხოლო ყველაზე ძვირი ადგილი ხუთი შილინგი დაგიჯდებოდათ.

კლუბს არ გაუმართლა. ბენკ სტრიტზე უკანასკნელი თამაშიდან რამოდენიმე დღეში, ახალი სტადიონის მთავარი ტრიბუნა ჩამოინგრა შტორმის დროს.

1941 წლის 11 მარტს გერმანულმა ავიაციამ დაბომბა სტადიონი. მოედნისგან მხოლოდ სამხრეთ ტრიბუნისს გვირაბიღა დარჩა. სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1949 წელს, თუმცა “იუნაიტედი” II მსოფლიო ომის დასრულებიდან 10 წლის მანძილზე “საშინაო” შეხვედრებს “მანჩესტერ სიტის” სტადიონ “მეინ როუდზე” (Maine Road) ატარებდა. “იუნაიტედი” თანაქალაქელებს უხდიდა წლიურად 5 000 გირვანქას და აგრეთვე სტადიონის შემოსავლიდან ნომინალურ პროცენტს.

II მსოფლიოს ომის შემდეგ ბრიტანეთში შეიქმნა ე.წ. “ომის შედეგად მიყენებული ზარალის აღმომფხვრელი კომისია” (War Damage Commission). “იუნაიტედმა” მიმართა ამ კომისიას და 22 278 გირვანქა მიიღო კომპენსაციის სახით სტადიონის რეკონსტრუქციისათვის.

9c49cd4093cc

“სტრეტფორდ ენდის” (Stretford End), აგრეთვე ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ტრიბუნებს დაამატეს სახურავი. თუმცა სახურავი საკმაოდ ძველმოდური იყო, ის ხელს უშლიდა მრავალ გულშემატკივარს მატჩის სრულფასოვნად ნახვაში და მალე ის ახლით შეცვალეს. ახალი სახურავი დაყრდნობილი იყო ბრჯენებზე. სხვთაშორის ამ ბრჯენებს ახლანდელ “ოლდ ტრაფორდზეც” შენიშნავთ. 1993-94 წელს “სტრეტფორდ ენდის” ტრიბუნა იყო უკანასკნელი, რომელსაც ბრჯენებიანი სახურავი გაუკეთეს.

განათება სტადიონზე პირველად 1950-იანი წლების შუისკენ დამონტაჟეს. აღმართეს 4 60-მეტრიანი ელექტროგანათების ბოძი, თითოეულზე დამაგრებული იყო 54 პროჟექტორი. ეს ყველაფერი გუნდს 54 000 გირვანქა დაუჯდა. პირველად განათება სტადიონზე 1957 წლის 25 მარტის მატჩისას გამოიყენეს.

დროთა განმავლობაში, ცხადია, ეს განათების სისტემა მოძველდა და 1987 წელს ის შეცვალა ახალმა: თითოეული ტრიბუნის სახურავზე დამონტაჟებულია განათების სისტემები და ასეთი სახით ის დღევანდელ სტადიონზეცაა.

46b7ad57bcb1

1990 წელს “ჰილსბოროს” (Hillsborough), “შეფილდ უენსდეის” (Sheffield Wednesday) სტადიონი, 1990 წელს “ლივერპულთან” მატჩის დროს ჩამოინგრა. იყო დიდი მსხვერპლი… ტრაგედიის შემდეგ საფეხბურთო ასოციაციამ დააკანონა, რომ ინგლისის არცერთ საფეხბურთო სტადიონზე არ უნდა ყოფილიყო დასადგომი ადგილები. ამან გამოიწვია ყველა სტადიონის განახლება, მათ შორის “ოლდ ტრაფორდისაც” და “იუნაიტედის” მოედნის ტევადობა შემცირდა 44 000 გულშემატკივრამდე. მაგრამ გუნდის პოპულარობამ განაპირობა სტადიონის რეკონსტრუქცია და გაფართოება. 1995 წელს ჩრდილოეთ ტრიბუნა განაახლეს და 3 იარუსი დაამატეს, რამაც სტადიონის ტევადობა 55 000-მდე გაზარდა. ამას მოყვა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრიბუნების გაფართოება და სტადიონი ამ გაფართოებების შემდეგ 68 000 მაყურებელს იტევდა. ყველაზე ბოლო რეკონსტრუქცია სტადიონს ჩაუტადა 2006 წელს, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კვადრანტები დაამატეს და სტადიონის ტევადობა გაიზარდა 76 098-მდე. რაც მხოლოდ 104 ადგილით ნაკლებია სტადიონის ოდესმე არსებულ უდიდეს ტევადობამდე.

ca7b7ba2311b

დაანგარიშებულია, რომ თუ კლუბს კიდევ მოუნდება სტადიონის რეკონსტრუქცია (თუ საერთოდ მოხდება რეკონსტრუქცია, სავარაუდოდ სამხრეთ ტრიბუნაზე, რადგანაც მას II მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოს 1 იარუსი დაამატეს), მიახლოებით 114 მილიონი გირვანქა დაუჯდება, რაც ძალიან დიდი თანხაა და უტოლდება უკანასკნელი 14 წლის მანძილზე გაწეული რეკონსტრუქციის ხარჯებს.

114 მილიონი გირვანქის მიზეზია ის, რომ გუნდს ამ შემთხვევაში მოუწევს დაახლოებით 50 კერძო სახლის შესყიდვა, რადგანაც მაცხოვრებლები არ დათანხმდებიან სტადიონის რეკონსტრუქციას, რც მათ მარადიულ ჩრდილში მოაქცევს. მეორეს მხრივ ნებისმიერი ნაგებობის ნებისმიერი გაფართოება გამოიწვევს იმას, რომ სტადიონის ახალი ნაწილი აღმოჩნდება გვერდით ჩამავალ რკინიგზის ხაზის თავზე (რკინიგზის ხაზი “ოლდ ტრაფორდის” გვერდზეა. . .). ვარაუდობენ, რომ გაფართოების ყველაზე კარგი ვარიანტია სამხრეთი ტრიბუნისათვის ორი იარუსის დამატება, აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კვადრანტების შექმნა, რაც სტადიონს დაუბრუნებს “თასის” ეფექტს. თუ ეს ასე მოხდა, “ოლდ ტრაფორდი” დაიტევს 96 000 გულშემატკივარს და უდიდესი სტადიონი იქნება ბრიტანეთში.

ac639ebfe96e

კლუბის სავარჯიშო მოედანი

კერინგტონ ცენტრი – ეს ერთერთი თანამედროვე სავარჯიშო ბაზაა მანჩესტერ იუნაიტედის, მან ძველი ბაზა, 2001 წელს შეცვალა (კლიფი). კარლინგტონის ბაზა 6 მილით არის დაშორებული ოლდ ტრაფორდისგან. საწვრთნელი ბაზა შემოიფარგლება 70 აკრით, და 14 სხვადასხვა ზომის მოედნით. კომპლექსის შიგნით მდებარეობს სავარჯიშო და გასაკურნებელი ზონები, ფიზიოტერაპიის, მასაჟის ოთახების, სამკურნალო და ჰიდროთერაპევტული ბასეინები.

ბაზაზე ასევე არის კალათბურთის და სკვოშის მოედანი, საუნა, ბანია, ათლეტური მომზადებისთვის სპეციალური ზალა, რესტორანი მოთამაშეებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის, საკომფერენციო ზალები, ოფისები და კლასები. სპეციალური ოთახიც არის, სადაც ფეხბურთელებს MUTV-სთან კომენტარები შეუძლიათ გააკეთონ. პრესამ შეარქვა ამ ბაზას “კერინგტონის კედელი”, რადგან მთელ ტერიტორიაზე შემორტყმულია კედელი 2.4 კმ-ზე, რომელიც მშვენივრად მალავს ყველა ცნობისმოყვარე ჟურნალისტის თვალისგან და ჯაშუშებისგან, უკანასკნელი მეტოქეებისა. 2003 წელს კერინგტონში ააშენა ბაზა მანჩესტერ სიტიმაც… ეს ორი ბაზა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის…

ადრე მთავარი სავარჯიშო ბაზა მანჩესტერელებისა იყო ბაზა “კლიფი”, რომელიც სელფორდში მდინარე – ირველის ნაპირთან მდებარეობდა. იქ არის ღია მოედანი, ზალა ათლეტური მომზადებისთვის, საწვრთნელი ზონა, სპორტული ჰოლი და სერიოზული ტრამვების გასაკურნებელი. კერინგტონის ბაზამ შეძლო შეეცვალა “კლიფის” ბაზა, მაგრამ “კლიფის” ბაზა მაინც გამოიყენება ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის და აკადემიის მოთამაშეებისთვის.

78e7d3d53a81

Manchester United by Wooden Monkey

წყარო:manunited.mad.ge

Back to top button