გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე გონებამახვილური გამონათქვამები (ნაწილი II)


კვლავ ბრძნული გამონათქვამები.

  • თუ სამყარო მეტისმეტად ცივია შენთვის, დაანთე ცეცხლი რომ გაათბო იგი.
  • თვალი გაუსწორე იმას, რაც ფიქრობ, რომ გწამს და გაოცდები.
  • როცა ნოე კიდობანს აშენებდა, არ წვიმდა.
  • თვალი გაუსწორე მზეს და აჩრდილებს აღარ დაინახავ.
  • როცა ტალახს ისვრი, ფეხქვეშ მიწა გეცლება.
  • ის ვინც ცრემლებს იმსახურებს, არასოდეს აგატირებს.
  • სანამ შეცდომას არ დაუშვებ, არავინ გისმენს.
  • პატიება იგივეა, რაც პატიმრის გათავისუფლება და შემდეგ იმის აღმოჩენა, რომ პატიმარი შენ ყოფილხარ.
  • ყველაზე კარგი საზომი შენი სიმდიდრისა არის ის, თუ რისი ღირსი იქნებოდი, მთელი ქონება რომ დაგეკარგა.
  • არ არსებობს უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე იგნორირება.
  • ზოგი საყვედურობს ღმერთს იმის გამო, რომ მან ვარდთან ერთად ეკალიც შექმნა, ხოლო ზოგი მისი მადლობელია იმიტომ, რომ მან ეკლებთან ერთად ვარდი შექმნა.
  • თუ რაიმეს ვერ ხსნი უფრო მარტივად, საკმარისად კარგად არ გესმის.
  • საუკეთესო მეგობარი არ კითხულობს: “რამე ხო არ გიჭირს?” ის კითხულობს: “რა გიჭირს?”
  • ყოველთვის ვერ გააკონტროლებ, რა ხდება გარეთ, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია გააკონტროლო, რა ხდება შიგნით.
  • ადამიანს შეუძლია უღალატოს მხოლოდ საკუთარ სინდისს.
  • კაცი არასოდესაა იმაზე მაღალი, ვიდრე მაშინ, როცა მუხლს მოიყრის ბავშვის დასახმარებლად.
  • მე ვწუწუნებდი იმაზე, რომ ფეხსაცმელები არ მქონდა იქამდე, სანამ ვნახავდი კაცს, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა.
  • ნუ დასცინებ მას, ვინც დამარცხდა, დასცინე მას, ვისაც არ უცდია.
  • ის,რაც სისულელედ ჟღერს ბრძენთათვის, სიბრძნედ ჟღერს სულელთათვის.
  • სიმამაცე არ ნიშნავს არაფრის გეშინოდეს, სიმამაცე ისაა, როცა გეშინია და მაინც აკეთებ.
  • კრიტიკოსი ხშირად ის ადამიანია, რომელიც იმის განსჯითაა დაკავებული, რისი გაკეთებაც თავად არ შეუძლია.
  • ყველაზე კარგი თარჯიმანი ისაა, ვინც სიჩუმის ენა იცის.
  • გმირს არ სჭირდება ლაპარაკი, როცა ის აღარ იქნება მასზე სხვები ილაპარაკებენ.
  • ბრბოს თუ გაჰყევი, მასში დაიკარგები.
  • შეყვარებული ბრძენი და შეყვარებული სულელი ერთი და იგივეა.
თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close