არქივი

ოქროსფერი რეტრივერი

ee4ebe5324dd

ამჯერად მოგითხრობთ ოქროსფერ რეტრივერზე :) გააგრძელეთ…

ოქროსფერი რეტრივერი

ამტანი და შრომისმოყვარე ოქროსფერი რეტრივერი გარეულ ფრინველზე სანადიროდ გამოიყვანეს. ამიტომაც ის ცუდ ამინდშიც მზადაა საცურაოდ. დღესდთეობით ძალიან პოპულალური ოჯახის ძაღლია და თანაც – შესანიშნავი მონადირე.

ისტორია

ოქროსფერი რეტრივერის წარმოშობის ზუსტი ადგილი დაუდგენელია. სავარაუდოდ, ეს ჯიში XIX საუკუნის შუა ხანებში ლორდმა ტვიდმაუთმა გამოიყვანა. მის წინაპრად რუსული ტრეკერი შეიძლება ვივარაუდოთ, რომელიც სწორბეწვიან რეტრივერს ბლადჰაუნდსა და წყლის სპანიელს შეაჯვარეს, შედეგად მიიღეს ნადავლის პოვნის ბუნებრივი ინსტიქტისა და კვალის აღმოჩენისთვის საჭირო შესანიშნავი ყნოსვის მქონე ძაღლი. რეტრივერი დიდი ბრიტანეთის კენელ კლუბმა 1913 წელს გამორჩეულ ჯიშად აღიარა.

2e1c33a4f26e

აღნაგობა

სხეული: კარგად დაბალანსებული; ღრმა (ძალზე ჩამოწეული) მკერდით, სწორი ზურგითა და დაკუნთული წელით.

თავი: ფართო თავის ქალა, გამოკვეთილი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; ჩამოშვებული ლაშები; შავი დრუნჩის წვერი; ძლიერი ყბები ბასრი კბილებით.

ყურები: საშუალო ზომის, თვალების გასწვრივ განლაგებული.

თვალები: ერთმანეთისგან შორიშორს განთავსებული, მუქი ყავისფერი; ქუთუთოზე მუქი ზოლებით.

კიდურები: უკანა კიდურები – სწორი, ძლიერი და დაკუნთული; წინა კიდურები – სწორი.

კუდი: ხვეული ბეწვით დაფარული, ზურგის დონეზე გაფშეკილი.

თათები: მრგვალი, კომპაქტური, კატის თათების მსგავსი; თათების მსხვილი ბალიშები.

f192b4d61b8e

აბსოლუტური სრულყოფილება

ოქროსფერ რეტრივერს მემკვიდრეობით ისეთი თვისებები ერგო, რომ მას ძალიან ნესტიან და ცივ ამინდშიც შეუძლია მუშაობა და თამაში.

საყოველთაოდ დაფასებული

ოქროსფერმა რეტრივერმა 1908 წლის საგამოფენო დებიუტის შემდეგ ნელ-ნელა იწყო პოპულარობის მოხვეჭა. ეს ძაღლი ახლა ხალხის უცვლელი ფავორიტია.

ხასიათი

ნაზი ბუნების, თავდაჯერებული და ერთგული რეტრივერი ძალიან მომთმენია ბავშვებთან ურთიერთობისას ( ბავშვებო ურტყით რამდენიც გინდათ :matraxi: ). იდეალური საოჯახო ძაღლია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი ვარჯიში სჭირდება.

და ბოლოს: ბონუსი (?)

სურათები:

1. ლეკვი

0a59811cb78f

2. ლეკვი ვარ ტი ჩტოო :ae:

4d639f85c2dc

3. მმ…

a271508736f5

4. ხორუმი (გავს რაღაცნაირად ხო?)

8144a0ee7153

5. გევასე? :cool:

1556bb1c766e

6. შავი, თეთრი, შავი, თეთრი, შავი, თეთრი, შავი, თეთრი, თეთრი, შავი.

a59a2d5a42a4

სულ ეს იყო… აი მე:

Luka Nadiradze
100001788499692.275.1945428784

P.S. კომენტარებში დაწერეთ რა ჯიშზე გინდათ ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად დაგიდებთ ხოლმე :) (დრო მჭირდება)

დაე დასრულებულ იყოს პოსტი, რათა ახდეს წინასწარმეტყველება Ucnauri.Com-ისა :mamao:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button