გასართობირეკორდებიუცნაური

რეკორდსმენი დედა

39vj5

სეირნობისას, სკოლაში წაყვანისას და ზოგადად ერთად ყოფნისას 72 წლის ადრიანა ილიესკუ და 5 წლის ელიზა ნებისმიერ შემხვედრს მინიმუმ ბებია-შვილიშვილს მოაგონებენ. არადა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ რეალურად ისინი დედა-შვილი არიან.

ადრიანა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ცხოვრობს, უნივერსიტეტში რუმინულ ლიტერატურაზე კითხულობს ლექციებს და პარალელურად წიგნებს წერს. 2005 წლის იანვარში ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ხნიერი დედა და აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ სურს განიცადოს დედობის ბედნიერება. შეღებილი თმის მიუხედავად, ხანშიშესული ქალბატონი აღიარებს, რომ ასაკი ეტყობა და ამას ვერაფერს შველის, ამიტომ ცდილობს სარკეში ნაკლებად ჩაიხედოს. შვილის გაჩენაც, როგორც ჩანს, მისთვის ერთგვარი ბრძოლაა ასაკთან.

– სარკე დაუნდობლად ამხელს ქალს, ამიტომ მასთან ნაკლებად ვმეგობრობ. სამაგიეროდ, ენერგია ისევ ახალგაზრდული მაქვს და 27 წლის გოგოსავით ვგრძნობ თავს, დაღლილობისას კი 37-ვით. ჯანმრთელობაც გაცილებით უკეთესი მაქვს, ვიდრე ჩემზე ორჯერ უმცროსი ქალების უმეტესობას. ამის გამო მსურს, კიდევ ერთი ბავშვი გავაჩინო, მაგრამ ეს მომავლის საქმეა, ჯერჯერობით არსად მეჩქარება ( :armjera: ) .

4ykyy

– ელიზა ძალიან მხიარული და ენერგიული ბავშვია. ის ჩემთვის ყველაფერია და მის მეტი არავინ მადარდებს. არ ვეწევი და არ ვსვამ, მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევი. თუკი ჩემი მშობლებივით დიდხანს ვიცოცხლებ, ჩემი გარდაცვალებისას ელიზა 20 წლის იქნება. ასე რომ მე კიდევ ბევრი რამ შემიძლია მივცე მას. ელიზას აღზრდაში ბევრი ენერგია დავხარჯე. ერთგვარად ვშიშობდი, რომ ჩემს გამო გაუჭირდებოდა თანატოლებთან კონტაქტი, მაგრამ მას უამრავი მეგობარი ჰყავს, რაც ძალიან მახარებს.

ადრიანა ხელოვნური განაყოფიერებით დაორსულდა, რის გამოც ადგილობრივმა რელიგიურმა და ეთნიკურმა ჯგუფებმა ამ საქციელს უწოდეს გროტესკული, შემაძრწუნებელი და ეგოისტური. მაგრამ ადრიანა ყურადღებას არ აქცევს და მიიჩნევს, რომ ელიზას გაჩენა საუკეთესო საქციელია მის ცხოვრებაში.

ადრიანა 20 წლისა გათხოვდა და მალევე დაორსულდა. ექიმებმა აბორტის გაკეთება ურჩიეს, რადგან ტუბერკულოზი ახალი გადატანილი ჰქონდა და დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გოგონაც დათანხმდა.. 24 წლის ასაკში ქმარს გაშორდა და მას შემდეგ ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად კარიერა აირჩია. “მუშაობისას ბავშვსა და ოჯახზე ფიქრის დრო არ მქონდა, 37 წლიდან კი მომინდა დედა გავმხდარიყავი, მაგრამ პირადი ცხოვრება არასდროს მქონია, ინ-ვიტრო განაყოფიერება კი მაშინ ჯერ არ არსებობდა.”

ინ-ვიტროს მეთოდი რუმინეთში როცა დაინერგა, ადრიანა 57 წლის იყო. განაყოფიერებამდე მკურნალობა გაიარა და 2000 წელს პროცედურაც ჩაიტარა, მაგრამ ორსულობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

– ვინც მე მაკრიტიკებს, უმეტესობას შური ამოძრავებს. ადვილი საქმე არაა, გამოსცე 25 წიგნი, იყო წარმატებული პროფესორი და ასეთ ასაკში შვილი გააჩინო. ერთხელ ელიზამ მკითხა, მამა თუ მყავს, ვუყვარვარ მას? მე ვუთხარი, არსებობს მეთოდი, როცა წეროს კვერცხი მოაქვს და იქიდან ბავშვები ჩნდებიან. ასეთ ბავშვებს მამა არ ჰყავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არავის უყვარს. ხშირად ვსაუბრობთ მის მომავალზე. მე მინდოდა ადვოკატი გამოსულიყო, მაგრამ მას რეჟისორობა სურს. ადვილი არაა ასეთ ასაკში დედობა, ამიტომ ხშირად ვაფრთხილებ შვილს, რომ უმჯობესია 30 წლამდე იმშობიაროს. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენი სიკვდილის შემდეგ შენი ნაწილი ცხოვრებას აგრძელებს. ასეთ რამეზე უარს არაფრის დიდებით არ ვიტყოდი.

ichzz

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close