ახალი ამბებიგასართობიუცნაური

მარტივი გამოსავალი

ryaf3

ბრმა მუსლიმ გოგონას მონა რამუნის მთელი სიცოცხლის გატარება მაშველი ძაღლის გარეშე მოუწია. 28 წლის გოგონას მშობლები არ აძლევდნენ ნებას, დამხმარედ ‘უწმინდური’ ცხოველი ჰყოლოდა. ჰოდა გოგონამაც მოძებნა გამოსავალი..

მის რამუნი ნორმაზე სამი თვით ადრე დაიბადა და მალევე დაკარგა მხედველობა. 2008 წლის აპრილში კი მან შემთხვევით გაიგო, რომ არსებობდა ჯუჯა ცხენების სახეობა, რომლებსაც სპეციალურად წვრთნიდნენ ბრმებისთვის. პროფესიით ფსიქოლოგი თითქმის სამი წლის განმავლობაში ზოგავდა ხელფასიდან თანხას, რომ ოცნება აესრულებინა. როცა ეს ნანატრი ჟამი დადგა და შეიძინა ცხენი სახელად ‘კალი’, გოგონამ იგრძნო, როგორ მკვეთრად შემობრუნდა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ttou0

კალი სიმაღლეში 70 სმ-ზე ცოტა მეტია. ის ეხმარება მონას ტრანსპორტიდან გადმოსვლასა და გზის გაკვლევაში. “მე უკვე იმდენად შევეჩვიე ამ პატარა ცხენს, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. იმედია, ეს არასდროს მოხდება. სანამ კალის შევიძენდი, იმედი მქონდა დაკარგული და ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი. ახლა კი ისევ ისეთი შემართება მაქვს, როგორიც პატარაობაში მქონდა.”

qcj9y

7hque

რა თქმა უნდა, კალისაც სჭირდება მოვლა და მეგობრები აფრთხილებდნენ მონას, რომ ამას თავს ვერ გაართმევდა, მაგრამ გოგონა არ დანებდა. “მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ მე ვერ ვიპოვიდი ნალბანდს, ვეტერინარს და მომვლელს ცხენისთვის. ვერ გამოვნახავდი ადგილს მის შესანახად. მაგრამ ვინც საჭირო იყო, ყველა ჩემით ვიპოვე და ეზოში აშენებულ ფარდულში ადგილიც ვუპოვე. რაც მეტს მუებნებოდნენ, რომ ეს ძნელი იყო, მით უფრო მიძლიერდებოდა გაკეთების სურვილი და როგორც ხედავთ, შევძელი კიდეც.”

fcwj8

b8nnh

ზი ენდ :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button